სპორტი

ბაბუს ცხოვრების წარმატების ფორმულა

სოფელი ვანის რაიონში მაქვს. 350 კილომეტრის მოშორებით დედაქალაქიდან. ბუნებრივია, ხშირად ვერ ვახერხებ ჩასვლას და საკუთარი კარ–მიდამოს მონახულებას. მაშინ როცა პატარა ვიყავი და სამ თვიანი არდადეგები მქონდა სკოლაში, უფრო ხშირად ჩავდიოდი და ჩემი ბავშობის ტკბილი მოგონებები, სწორედ სოფლად გატარებულ დღეებს უკავშირდება. დღეს იქ, 86 წლის ბაბუა და 83 წლის ბებია მყავს. ღმერთის წყალობით ჯამრთელობას, მეტნაკლებად არ უჩივიან და პირიქით,  ცდილობენ, ყველანაირი საშუალებით, დახმარება გაგვიწიოს ჩვენს მრავალსულიან ოჯახს. წლების მანძილზე, გარდა იმისა რომ საშობაოდ ღორი, საშემოდგომოდ ღვინო, ჩურჩხელები, ხილი, ზამთარ–ზაფხულ რძის პროდუქტებს, ტყემალს და ჭადის ფქვილს არ გვაკლებს, პერიოდულად ცოტა ფულსაც გვიგზავნის.

ამ ყველაფერზე მამაჩემი ხშუირად ეხუმრება ბაბუას –  ცოტა ხანს კიდევ მარჩინე და მერე შვილი წამომეზრდება და ის მარჩენსო – სინამდვილეში კი, რჩენა–დახმარებას რომ თავი ვანებოთ, მამაჩემი ალბათ ბედნიერია სოფლის ეზოში მამალი რომ ყივის და კიდევ უფრო მეტად ბედნიერი, მშობლების ჯამრთელობის პრობლემით, რომ  არ არის შეწუხებული.

პატარა გადახვევას გავაკეთებ – ბაბუა სახალხო მთქმელია, წერს ლექსებს და რაიონში ერთ–ერთ ყველაზე დაფასებულ კაცად ითვლება. ხშირად შევსწრებივარ სიტუაციას, როგორ წყვეტს ორ მეზობელს შორის წარმოშობილ დავას, თავის სამართალითა და კაცური სიტყვით.  ამით ყოველთვის ამაყი ვიყავი და კიდევ უფრო საამაყო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის, მის სახელს და გვარს რომ ვატარებ.

80 წლის იუბილე ვანის რაიონის გამგეობამ გადაუხადა. მოუწყვეს პოეტებთან და სახალხო მთქმელებთან შეხვედრა,  წაიკითხეს და განიხილეს მისი შემოქმედება, ბოლოს 100 კაციანი სუფრა, დამკვრელები და იუბილემ მთელი ზარ–ზეიმით ჩაიარა. ბაბუა ყველაზე ბედნიერი კი იმით იყო, მთელ თავის სიმდიდრეს რომ ერთად მოუყარა თავი. ყავს ოთხი შვილი, ათი შვილიშვილი და თერთმეტი შვილთაშვილი – ყველასთან ერთად სურათი გადაუღეს და გაზეთშიც დაბეჭდეს.

ბევრს არა მაგრამ, დალევა უყვარს.  ხშირად ესაუბრება ვენახს, ხეს, ბალახს. ერთი პერიოდი ღვინო წყენდა და  შესაბამისად, ვაზს დაუწყო ,,საქმის გარჩევა”:

წავიჩხუბეთ მე და ღვინომ
ხელ ჩართული გვქონდა ბრძოლა,
ჭკუიდან გადამიყვანა
და დაუწყე ქვაის სროლა.
ვენახს ვუვლი, ვაჩუქურთმებ,
მე ვარ მისი მამა–პაპა
ის გულს რაზედ უნდა მტკენდეს
ცოტასაც თუ გადავყლაპავ.
არ იქნა და ვერ შევთანხმდით,
რომ არ მწყენდეს ჩემი ღვინო,
რაიც მეტად ვეტანები
უნდა მეტად მაზღვევინოს.
გამიცანი, პატრონი ვარ
ნუ აიღე ჩემზე ხელი,
თუ დაგლიო– წამლად მექეც
ძარღვში სისხლად შეიღვენთე…

როგორც თვითონ ამბობს, წაუკითხა ეს ლექსი ღვინოს და მას შემდეგ, საკუთარი ჭურ–მარანისგან წყენა აღარ ახსოვს.

ბაბუამ წუხელ დამირეკა, მომიკითხა – როგორ ხარ რამე ხომ არ გიჭირსო.  თავად მსგავს კითხვაზე ყოველთვის ერთი პასუხი აქვს – მე ლომივით ვარ! – მოკლედ მითხრა, ჩამოდი შენთვის 1000 მანეთი მაქვს გადანახული და უნდა მოქცეო.

სამწუხაროდ დღეს იმის დრო არ მაქვს სოფელი მოვინახულო, თან ათასი ლარიც არ მაწყენდა მაგრამ იმაზე კი ღირს დაფიქრება, როგორ ახერხებს 90 წელს მიახლოვებული მოხუცები, ასეთი თანხის შეგროვებას სოფლად და რა წარმატების ფორმულას ფლობს ბაბუაჩემი.  როგორც თავად ამბობს – აქოურობა ბაბუა უღირალი ღირს! 12 000 მეტო თხილი გაქვს. მარტო რომ  შემოღობო, მეტი არაფერი აკეთო, ეს კმარა. ვენახიცაა საყოფი, ხეხილიც… ყელაამდი ხარ ყოლიფრით. არაფერი რომ არ აკლია, იმ ჭკუაზე მაქვს გაკეთებული ყველაფერი – მართლაც, ამ მხრივ ძალიან მდიდარი სოფელი მაქვს. ციტრუსი, ვაზი, ყველანაირი ხილი… თუმცა მარტო ჩადი და იცხოვრეც არ არის საკმარისი! ბაბუამ სწორად აღნიშნა, მას აქვს ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე მოწყობილი თორემ, ირგვლივ არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც ლუკმა პური ენატრებათ.  ვერ ვიტყვი, რომ ბაბუა მათზე მშრომელი და ჯან–ღონით სავსეა. პირიქით, ყველას უკვირს, ეს ჩია კაცი, ამდენს როგორ ახერხებსო. თავად მას თუ კითხავთ, ყველაფერი ძალზედ მარტივია.

მე დუქანში რომ ვმუშაობდი, იქ იყო ერთ დავითიე, საწყალი.  ხოდა, მაგას სახლში რომ 100 მანეთის საქმე გაფუჭებოდა და იქინე ეეღო 20 მანეთი – იქნინე გეიქცეოდა. მე პირიქით, სახლში თუ 20 მანეთის საქმე მიფუჭდებოდა და იქინე 100 მანათს მაძლევდნენ, მაინც სახლში გავჩერდებოდი ხოლმე და იმ 20 მანათის საქმეს არ გავაფუჭებდი.  ეს 20 მანათი ბარტყობს ბაბუა მერე , იმ 100 მანათს ეიღებ კაცი,  დახარჯავ და მორჩა! – აი ასეთმა ჭკუამ მოიყვანა ეს კაცი ამ დონემდე.

საკუთარი დაკვირვებითაც იგივეს ვხედავ, მყავს მეზობელი სოფელში, რომელმაც მიატოვა სოფელი და დღეს კავკაზუზუსის კაბელების ჩასაყრელ ორმოებს თხრის თბილისში. რამდენი შემხვდება, იმდენს წუწუნებს. სინამდვილეში, მას რომ უარი ეთქვა შეთავაზებულ 300–400 ლარზე და იმის ნაკლები ემუშავა საკუთარ ეზოში, დარწმუნებული ვარ, უკეთეს პირობებში იქნებოდა.

საკვირველია პირდაპირ, მაშინ როცა ყველა წუწუნებს, პროდუქტი გაძვირდა რა გვეშველებაო, ბაბუაჩემთან ცავდივარ და ამ ყველაფრით კმაყოფილებას ვერ მალავს. ბებიას ამოყვანილს ყველს 6–7 ლარში ყიდიან, თხილი კილო 5 ლარია, ქათამი და ხორცის გაყიდვა რომ მოინდომონ კი, 15–20 ლარს ალბათ წუთში გააკეტებდნენ. არც ის დაგავიწყდეთ, ორივე 80 წელს გადაცილებული მოხუცია და სიმართლე თუ გინდათ, ყველაზე დიდ დროს, ბუხართან ატარებენ.

,,კარგი ბაბუ, ეხლა თუ ვერ ჩამოხვალ, ერთ თვეში მაშინ 2000 ლარს დაგახვთერებ და აბა შენ იცი”

About these ads

20 thoughts on “ბაბუს ცხოვრების წარმატების ფორმულა

  1. ჩემი ბაბუა გამახსენდა და ტირილი ამიტყდა.
    ისიც სადღაც 80 წელს მიტანებული იქნება.
    მარტოდ ცხოვრობს სოფელ – ქვაბისხევში, სრულიად მარტოდ. 5 წლის წინ ბებია გარდამეცვალა, მაშინ იმდენ რამესს აკეთებდნენ ერთად, რომ წარმოუდგენეია ერთი ჯანღონით სავსე კაცის გაწვდეს. რაც გარდაიცვალა, იმის შემდეგ ერთი არ დამჯდარა. სულ ვენახშია და მიწას ბარავს, ან კაკალს ბერტყავს და შემდეგ აგროვებს. ყველა დაბადების დღეზე, ყველა შვილიშვილს 100 ლარს გვჩუქნის და ხშირად, როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან ჩადის სახლში, რომ გამოივლის ხოლმე, იმდენი რამ მოაქვს მაცივარში კი არა, სახლში ვეღარ ვტევთ.
    ისე მიყვარს გუგულა პაპა, ისე მიყვარს, არ ვიცი მე მის ამ ქვეყნიდან წასვლას თუ გადავიტან. ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა დამემართება, თუ სოფელში ჩასულს მისი ხმა და “ვაა, ჩემი მზეთუნახავები ჩამოვიდნენ”-ს ვეღარ გავიგონებ.
    მუდამ ცრემლიანად ვიხსენებ, რომ გვიყურებს და თავზე ხელს გვისვამს, პაპს ყოჩაღი გოგოები ხართ თქვენ, მე რომ ამ ქვეყნიდან წავალ, აი, მერე თქვენ უნდა იყოთ ამ არე-მარეს ბატონ-პატრონიო.
    ულამაზესი ნაღვლიანი თვალები აქვს. ხანდახან ისე მიკვირს, როგორ გაუძლო ამ კაცმა ამდენ ტკივილსა და უბედურებას. ჯერ კიდევ, სანამ დავიბადებოდი 18 წლის შვილი მოუკვდა, მერე მეორე შვილი(მამაჩემი), მერე ცოლი, ახლა კი, ზუსტად ერთი წლის წინ ჩემი 18 წლის ბიძაშვილი გარდაიცვალა. მისი გვარის გამგრძელებელი და მემკვიდრე იყო. როდესაც დავინახე, კაცს პირველად წარმოუვიდა ცრემლები. ძალიან სასტიკია ეს ცხოვრება.
    ერთხელ მითხრა, არავის არ ჰქვია ჩემი სახელი, არც გვარის გამგრძელები მყავს, მა რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზეო. ამიტომ, ჩემს შვილს მის სახელს დავარქმევ. გუგა, ან გოგა.. არ ვიცი, რომელიმე, რომელიც გუგულასთან ახლოს იქნება.. ვიცი, სიხარულით ცას ეწევა..
    სულ იმას ამბობს, მე თქვენი პაპა ვარ, ბაბუა კი არაო.. ისეთი სასაცილო კაცია.. <3
    მიყვარხარ, პაპიკო.

  2. გული ამიჩუყა შენმა კომენტარმა :)
    გინდ პაპა ვუწოდოთ გინდ ბაბუა, ასეთი ადამიანები ხელით სატარები არიან.
    მეც უზომოდ მიყვარს ბაბუაჩემი და ვერც წარმოვიდგენ მისი ამ ქვეყნად წასვლის შემდეგ რა დამემართება :(
    ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს შენი, ჩემი და ყველა ღირსეული პაპა–ბაბუა

  3. გული ამიჩუყდა ამ პოსტზე
    წავალ ბაბუას დავურეკავ
    ყველაზე საყვარელი ხალხია
    არ იცის ბაბუაჩემმა როგორ გამანებივროს
    ძალიან განათლებულია და ახლაც პენსიაზე რომ გავიდა სულ რაღაცას ჩაჰკირკიტებს სულ კითხულობს რაღა დარჩა ნეტა წასაკითხი
    მე ჩემი საქმე მაქვსო და ყველა შვილისშვილს წიგნებს გვიგროვებს
    პროფესიაშიც რო გამოგვადგება და ისეც :) თან სულ კროსვორდებს ავსებს არაფერი დამავიწყდესო
    ძალიან დიდი ბედნიერებაა რო გყავს ესეთი ადამიანი რომ გყავს :)

  4. როგორ მიყვარს ასეთი მოხუცები. კიდევ დიდ ხანს იცოცხლებენ და ბედნიერები იქნებიან.
    ყველაფერზე მეტად მინდა ასეთი სიბერე.
    ძალიან მაგარი პოსტია!

  5. რა საყვარელია, ლექსი რომ წაუკითხა ვაზს :))) და ისეც საყვარელია :)

  6. ყველაზე ზე პოსტია რაც ცხოვრებაში წამიკითხავს <3

  7. sul aset postebs rom vkitxulob ratom ar vutmob did dros ertadert babuas. ki yoveldge vxedav magram mainc. axla meore babuachemis suratebs vnaxulobdi mgoni 1 wlis vikavi ro gardaicvala :( dzaan bevri vitire amitom shen bednieri xar da mec

  8. აუ რა ბაბუ გყავს . შემდეგ კვირას მეც უნდა ჩავიდე სოფელში 5 წელია არ ვყოფილვარ 2000 ლარი არა მაგრამ ნაკვეთი უნდა მაჩუქოს .

  9. მე ბაბუა არ მყავს. არ მყავს ბაბუ, რომელიც ასეთი სითბოთი დამირეკავს, თავის შეგროვილ ნივთებს მთელი გულით მახარებს და ჩემს სოფელში ჩასვლას ყოველ დღე დაელოდება. არ მყავს ბაბუ, რომელიც საღამოს თავის ამბების მოყოლას დამიწყებს და ცხოვრებას მასწავლის. არ მყავს ბაბუ, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვეყვარები და ჩემს მოკითხვაზე მუდამ ასე მიპასუხებს: ,,მე ლომივით ვარ.”
    არ მყავს, მაგრამ წაკითხვის შემდეგ მომინდა ჩავსულიყავი ვანის რაიონში რომ არის სოფელი, დედაქალაქიდან 350 კილომეტრის მოშორებით…
    შენი ბაბუას სიყვარულში მეც შეგეცილები რა: )

  10. გენაცვალე ნიიინ :* მოდი ყველამ ერთად ჩავიდეთ და დამიჯერე ყველას ისეთ პოსტს დაგაწერინებთ მასთან შეხვედრა რომ ეს მონაგონი იქნება :)

  11. Pingback: პაპიკო, « საჯღაპნელი

  12. რა თბილი პოსტი იყო ^^ ძალიან მაგრად გქონდა დაწერილი, მომინდა მეც მყოლოდა ასეთი პაპა :)

  13. Pingback: ,,ილოს ბლოგი” 1 წლის გახდა « ილოს ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s