Uncategorized

შრომის კოდექსი ახალ რელსებზე

28 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროს მერ წარდგენილი, ახალი შრომის კოდექსის პროექტი,  მთავრობამ  დაამტკიცა და შემდგომ განსახილველად პარლამენტს გადასცა. პარლამენტი კანონპროექტზე მარტის თვეში იმსჯელებს და სავარაუდოდ თვის შუა რიცხვებში დაამტკიცებს კიდეც.

ვეცდები დავაკმაყოფილო ილოს ბლოგის მკითხველთა ინტერესი და განვმარტო ის ცვლილებები, რომლებიც უშუალოდ ეხება რკინიგზას და ამ გიგანტ ორგანიზაციაში დასაქმებულ 14 000_ზე მეტ რკინიგზელს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ახალი შრომის კოდექსის ძალით, კომპანიაში გაცოცხლდება, მეტ უფლებამოსილებას შეიძენს და მეტად ნაყოფიერი გახდება რკინიგზის პროფესიული კავშირი, რომელიც დღეს სულს ღაფავს! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა რკინიგზელმა გაითავისოს ის რომ რკინიგზის პროფკავშირები ხალხს უბრუნდება (თუმცა არც არასდროს ყოფილა ხალხის სამსახურში) და ამ გაერთიანების მართვის საკითხებში, ყველამ თავის როლი შეასრულოს.

პროფკავშირები ახალი შრომის კოდექსით, დასაქმებულების ძალაა! როგორ გამოვიყენებთ ამ ძალას, ეს უკვე ჩვენზეა!

ახალი შრომის კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, რკინიგზაში  დღის წესრიგში დადგება კოლექტიური ხელშეკრულება და შინაგანაწესის შემუშავება.  აქაც, კომპანიას უკვე კანონით ევალება ითანამშრომლოს პროფესიულ გაერთიანებასთან და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღოს! როგორც უკვე იცით, რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელობამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, კოლექტიურ ხელშეკრულების გაფორმებაზე და ეს საქმეც თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.

პირველ რიგში განვმარტოს სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთურ საათებთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები.

„1. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 4 0 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.“

ზემოთ მოყვანილი პუნქტი არის ახალი კოდექსიდან და ვფიქრობ საკმაოდ მისაღებია.  ძველისგან განსხვავებით, მასში ამოღებულია ფრაზა – თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და 41 საატის ნაცვლად განსაზღვრულია 40 საათი!  ამ ფორმით დგინდება რომ დამსაქმებელი ვეღარ შეძლებს კვირაში 40 საათზე მეტი ამუშაოს დასაქმებული და განაცხადოს რომ მის ფიქსირებულ ხელფასში, ზენორმატიული საათების ანაზღაურებაც შედისო.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი კვირაში 40 საათზე მეტ ხანს გვიწევს მუშაობა და რა ბერკეტები აქვს დასაქმებულს და დამსაქმებელს?

3. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 4 0 საათს.

4 . ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრ ება მხარეთა შეთანხმებით .

5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებით დასვენების დროის მიცემაზე “.

ეს ის შემთხვევაა, სადაც ნათლად გამოჩნდება რამდენად ძლიერია პროფესიული კავშირის და დასაქმებულების გავლენა კომპანიის ადმინისტრაციაზე.  ცვლილება ისე კარგადაა ჩამოყალიბებული რომ ორივე მხარეს აძლევს მანევრირების სასუალებას და მთლიანად უტოვებს საშუალებას დასაქმებულს და დამსაქმებელს, თავად გადაწყვიტონ რა როგორ იქნება!

ჩემი ვარაუდით, რკინიგზის შემთხვევაში, აუცილებლად მოითხოვს ადმინისტრაცია რომ  კოლექტიურ ხელშეკრულებაში ჩაიდოს  ზენორმატიული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლად, გარკვეული რაოდენობის დღეები, დასვენების სახით, შვებულების დროს დამატება და ამ მხრივ აირიდოს ზედმეტი ხარჯები სახელფასო ფონდიდან.  ამ შემთხვევაში, პროფკავშირის და დასაქმებულის ბერკეტია ახალი შრომის კოდექსის  მე_6  თავის 30 პუნქტი:

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულს ეძლევა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით!

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N 147 ბრძანებულების მიხედვით, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ნუსხაში,   რომელიც ძალაშია 2007 წლიდან,  რკინიგზის ტრანსპორტზე დასაქმებულების 48 დარგია ჩამოთვლილი. გამოდის რომ 14 000 რკინიგზელის დაახლოვებით 70%_ს ეკუთნის წელიწადში დამატებით 15 დღიანი ფასიანი შვებულება. შესაბამისად, კიდევ ზენორმატიული სამუშაოსთვის განსაზღვრული დღეების დამატება შვებულებაზე, უპრეცედენტოდ დიდ დასვენების დროს მოგვცემს შვებულებაზე. ამიტომ, ვფიქრო კარგი იქნება თუ მოითხოვს პროფკავსირები და ჩაიწერება კოლექტიურ ხელშეკრულებაში რომ ზენორმატიული საათები უპირობოდ აუნაზღაურდეს დასაქმებულებს რომელთა სამუშაოც მძიმე, მავნე და საშიშპირობების ნუსხაშია მოხვედრილი და დანარჩენებს, დასვენების დრო დაემატოთ შვებულებაზე! ამ შემთხვევაში, თითქმის გათანაბრდება ორივე კატეგორიის რკინიგზელების შვებულების დღეების რაოდენობა, რაც სრულიად მისარები უნდა იყოს ყველასთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება სადღესასწაულო დღეებს:

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით

ანუ, რას ნიშნავს ეს?!  მე_14 მუხლის მე_4 პუნქტში ვკითხულობთ: ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და რადგან სადღესასწაულო დღეები მიიჩნევა ზეგანაკვეთურად, დამსაქმებელი ვალდებულია ეს დღეები უპირობოთ აანაზღაუროს გაზრდილი ტარიფით! კარგია რომ დაკონკრეტებულია  მე-17 მუხლის მე-4 პუნქტიო თორემ აქაც შესაძლებელი გახდებოდა და აქამდეც ასე იყო რომ სადღესასწაულო დღეების ანაზღაურების ნაცვლად, დასვენების დღეები  დაემატებია დამსაქმებელს შვებულებაზე. მოკლედ, ყველაფერი ნათელია, დღესასწაულებზე ვისაც მოუწევს მუშაობა, მათი საათები იქნება ანაზღაურებული უპირობოთ!

შრომითი ურტიერთობის შეწყვეტის, მასობრივი დათხოვნებისა და სხა მხრივ განსაზღვრული ცვლილებების განმარტებას მოგვიანებიტ შემოგტავაზეთ, მანამდე კი ყველას გეძლევათ საშუალეა, თავად გადახედოთ ახალი შრომის კოდექსის პროექტს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

 

 

 

 

 

About these ads

3 thoughts on “შრომის კოდექსი ახალ რელსებზე

  1. იმედია შენ პირველი არ იქნები, ვისაც ასეთი შრომის კოდექსის შედეგად დაითხოვენ :)

  2. მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s