შალვა მაღლაკელიძე

შალვა მაღლაკელიძის  უკანასკნელი  ინტერვიუ

(I ნაწილი)

– ბ–ნო შალვა, როგორი იყო თქვენი გეგმა იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით დაგვირგვინდებოდა გერმანელების მიერ საქართველოს აღება?

– ამაზე უნდა განვაცხადო შემდეგი: მე ვიყავი სამხედრო უწყების კაცი და ასეთი გეგმა – ჩემი მხრიდან – შეთავაზებული მქონდა შულენბურგისათვის და სამხედრო შტაბისათვის. ცხადია ეს გეგმა დამუშავებული იყო უჰიტლეროდ, თუ ყველაფერი წარმატებით და ლოგიკურად განვითარდებოდა – ჰიტლერი ძალაუნებურად მომხრე გახდებოდა ასეთი გეგმის. უნდა მოგახსენოთ, რომ ამას პირველად თქვენ გეუბნებით, მინდა ჩაიწეროს ეს, რადგან იგი არათუ ჩვენი ემიგრაციისთვის, შვილისთვისაც არ მითქვამს, არადა გაიოზი ახლა ჟურნალისტობს და ვეღარ ვეღირსე მის ნახვას, რომ ეს ყველაფერი მეთქვა ამ სიბერეში მისთვის.


რაც შეეხება შულენბურგს და სამხედრო უწყებას – მათგან სრული გაგება მქონდა და დასტური ამ გეგმაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა, 1942 წელს საქართველოს მისადგომებთან ის გერმანული ჯარი დგას, რომელშიც ბევრი ერია ოფიცერი (ან ოფიცრები მერე გახდნენ) იმ ბავარიული დივიზიიდან, რომელიც საქართელოში  იმყოფებოდა 1918 წელს. ბევრ მათგანს, მაშინვე დაურიგდა ე.წ. ,,თამარის ორდენი” ჩვენი მთავრობისგან, მაგრამ ბევრს ახლაც სურდა. ამიტომ მე და მიხაკო წერეთელმა (მიხაკო ჩემი მოადგილე იყო ,,თეთრი გიორგის” ორგანიზაციაში გერმანიის მხრივ, ოხუნჯობდა კიდეც – ხელს გულზე დაიდებდა და თავს დაბლა ხრიდა, ისე მესალმებოდა) 1941 წელს ჩემი ხარჯებით ჩამოვასხმევინეთ ეს ორდენი და თითოეული ორდენის საბუთს, მე და მიხაკო ვაწერდით ხელს.  მაშინ  ბევრ მსურველს მივეცი აქ ის ორდენი და  მოვინადირე მათი გული გენერალი მაკენზენისათვის, ცნობილი სარდლის შვილისათვის, რომელიც 1918 წელს ბავარიულ დივიზიაში ლეიტენანტი იყო საქართველოში ყოფნისას და მაშინ შტაბს ხელმძღვანელობდა – მიხაკოს მიუცია ეს ორდენი.  ამით იმის თქმა მინდა, რომ გერმანული სამხედრო შტაბი  ძალზე სიმპატიურად იყო განწყობილი საქართველოსა და პირადად ჩემდამი. ამიტომ ჩვენ არ ვეომებოდით საქართველოს – ვთქვათ, ვიცოდით, რომ კოპიტნარში სამხედრო ობიექტი იყო მაგრამ ჩვენ არ დაგვიბომბავს. რა უნდა კოპიტნარის დაბომბვას? არაფერი. ახლა რაც შეეხება გეგმებს, ვინაიდან საქართველო იურიდიულად აღიარებული იყო სახელმწიფოების მიერ და თვით რუსეთისგან, იგი უნდა აღდგენილიყო როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული, სომხეთი და აზერბაიჯანი თავდაპირველად მასში შევიდოდნენ როგორც ავტონომიური ერთეულები.  მაშასადამე საქართველოს ამ იურიდიული აღიარების გამო უპირატესობა ქონდა სხვებთან შედარებით. ის კი არადა,  როგორც ვთქვი, ჩვენ კაზაკებიც კი გვეტმასნებოდნენ და თავის დროზე მათმა ატამანმა გენერალმა პოპოვმა, სპეციალური მანდატითაც აღმჭურვა კაზაკებისთვის, სხვათა შორის, საინტერესოა, მე შევხვედრილვარ კაზაკებს ლომიძის გვარით, რასაკვირველია, მათი  წინაპარი ქართველი ყოფილა და გაკაზაკებულა.  დღესაც ყურში მესმის მათი დამახინჯებული ნამღერი: ,,ავთანდილ გადინადირა” … დიახ.  ახლა რაც შეეხება გეგმებს. მამისონის უღელტეხილიდან უნდა გადმოვსულიყავით საქართველოშ. პირველ რიგშ მოვუხმობდი საქართელოს კათოლიკოს  პატრიარქ კალისტრატეს და აკადემიის პრეზიდენტს მუსხელიშვილს. ჩვენ სამნი, ე.ი. სამღვდელოება, მეცნიერთა წარმომადგენელი და სამხედრო გამოვიდოდით რადიოთ და  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენას გამოვაცხადებდით. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ჟორდანია მითვლიდა იქ, რომ ოღონდ შენ შედი საქართველოში და თავი თუ გინდა ახმეტ ზოგუსავით მეფედ გამოაცხადეო. ეს ახმეტ ზოგუ ჩემსავით უბრალო პოლკოვნიკი იყო და 1928 წელს ალბანეთის მეფე გახდა. ხა, ხა… რაც შეეხება კალისტრატეს, იმას დიდი სახელი ჰქონდა. ცნობილია, რომ სტალინმა კალისტრატეს აკურთხებინა სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი; ე.ი. მე, ქართველი, რუსეთის სახელმწიფოს განვაგებო და მეორე ქართველი რუსეთის ეკლესიასო.  მე თვითონ მაქვს ფოტოები ნანახი გერმანულ გაზეთში, კალისტრატე რომ ადგამს გვირგვინს ალექსის, დიახ, ე.ი. საქართველო მოკავშირე გახდებოდა გერმანიის, შეიქმნებოდა შტაბი ტაბახმელას და ყაზბეგში, შესაბამისად, ორი ქართული დივიზია ჩამოყალიბდებოდა და მე ამ დივიზიებით გავყვებოდი გერმანელებს ინდოეთში. ასეთი იყო გეგმა, ჩემო ბატონო, და ჩაშალა ეს ამბავი სტალინგრადის ოპერაციამ. როდესაც მოიხსნა ჩვენი ფრონტიდან გერმანული და რუმინული დივიზიები სტალინგრადის დასახმარებლად და მე ურუხში თითქმის მარტო დავრჩ, მაშინაც კი გადმოვიდნენ ჩემთან საქართველოდან და ,, გადმოდი საქართველოში, გვიშველეო” მაგრამ ესენი ალბათ ნამდვილად მოგზავნილები იყვნენ, რომ მე მცირე ძალებით საქართველოში დავეჭირე.

1942 წლის დეკემბრისთვის სტალინგრადის საქმე ცუდად იყო, მასობრივად დეზერტირობდნენ რუმინელები. მოსახლეობაში თობებს პურზე ცვლიდნენ, პირდაპირ გაიხრწნენ. უცებ დატოვა ჩვენი ფრონტი გერმანელმა  დივიზიამ სტალინგრადის დასახმარებლად. მათ რუმინელებიც მიჰყვნენ, – მათი მსვლელობა მე მინახავს ,,ტაჩკებით”, ურმებით. ზედ ძაღლი ჰყავდათ ჩამობმული. ეს წასვლა ისე სწრაფად მოხდა, რომ მე არაფერი გამიგია. ამრიგად მე ჩემს ხალხთან დავრჩი მოჭრილი. ვინ არიან ახლა ჩემთან: I  ქართული ბატალიონი, ლიტვა–ლატვია–ესტონური და პოლონელთა ასეული, აზერბაიჯანელები და ერთ ,,ვზვოდიც” არ იქნებოდა, დაახლოვებით 20 კაცამდე, ჩემი ერთგული გერმანელები, სულ დაახლოვებით 2000 კაცი,  გვყავდა ცხებენიც და გვქონდა ქვემეხებიც. ჯანყიში დაკითხვა მომიწყო ორმა გერმანელმა – თურმე ,, ბერგმანელებს” დავუსმენივართ. რატომ დარჩითო, სად დარჩითო, როგორ გადარჩითო, რატომ მარტო ქართველები დარჩითო. მე ვუპასუხე, რომ ბოდიშის მოსახდელი სწორედ იმათ აქვთ, ვინც მე ურუხის ხეობაში ჩამტოვა მეთქი და დაუკავშირდით გერმანელ კესტრინგს და გეტყვით მე რას წარმოვადგენთქო. მართლაც ორი საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ კესტრინგს. იმას გახარებია, რომ მე ცოცხალი დავრჩენილვარ – თურმე იქ ჩათვალეს რომ მაღლაკელიძე თავის ბატალიონით დაღუპულა. ასე რომ მოვიდა ეს ორი გერმანელი და დიდი ბოდიში მომიხადეს. დავბრუნდი პოლონეთში, ლეგიონში ჩვენი ერთი ბატალიონი უკვე ,,ფრონტზე ნამყოფია” და ვატორიტეტით სარგებლობს. შეგვეგებნიენ გერმანელები – გვუილოცავდნენ გადარჩენას.

დიახ ჩემო ბატონო. ახლა როგორც ვთქვით, ამ ჩვენი ლეგიონის ტერიტორიაზე გახსნეს კლუბი, აქვე იყო ბიბლიოთეკა, მოიყბანეს სათნოების დები და სხვა. ვზივართ ახლა ამ კლუბშ მე და ორი გერმანელი გენერალი მაგიდასთან. ამ დროს შემოვარდა ლეიტენანტი, მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და აღელვებული იძახის, რომ მე_2 ბატალიონი არ მემორჩლება, ჩაიკეტნენ ყაზარმაშ, ბარიკადები აღმართეს და ბრძანებას არ ასრულებენ–საფრანგეთში არ მიდიანო.  ელდანაკრავივით წამოვარდი მე და გიჟივით ამ ლეიტენანტს – თქვენ ტყუით, ეს პრობოკაციაა! – ამ გერმანელმა მორიგე ლეიტენანტმა მიპასუხა, რომ მე თქვენ დიდ პატივს გცემთო, ეს სიმართლეაო. მართალი გითხარით,  მე იმან გამამწარა რომ ვერ წარმომედგინა, თუ უჩემოდ უბრძანებდნენ ამ ბატალიონს და ისიც სადა, კაცო, მე რომ ვეუბნებოდი, მარტო რუსეთს უნდა გაებრძოლოთთქო და ახლა საფრანგეთში უკრავენ თავს. აქ მე ჩავიდინე ერთი უტაქტო საქციელი, რასაც დღესაც ვნანობ. მე ვუთხარი ამ ლეიტენანტს, რომ შენი წოდების გამო მე შენ დუელში არ გიწვევ, მაგრამ ვიწვევ აქ მყოფ გენერლებს მეთქი. ამის თქმაზე წამოდგნენ გენერლები და ცივად დატოვეს იქაურობა. ამაზე სულ გავგიჟდი და გარეთ გამოვვარდი. თითქმის სირბილით გავეშურე იმ ყაზარმებისკენ. გზაგე გაიოზი შემხვდა ვიღაც ოფიცრებთან ერთად და შემძახა: რა ამბავია მამაო! მე კი მას ხელი ვკარი და კინაღამ იქვე თხრილში გადავაგდე, მამა გაგიჟდიო? – მომდევს გაიოზი, წადი– მეთქი, შენ და გერმანელები, თან ვაგინებ. მივედი იმ ყაზარმებთან, ჩახერგილები იყვნენ შიგნიდან. მათ მეთაურობს ლოლაძე, ყოფილი მფრინავი, მაშინ ასეულის მეთაური, შემდგომში ტექსელის გმირი. ლოლაძე ყვირის –  მოვიდეს  ,,პატრონიო” ! აქ ვარ მეთქი და გასწიეს ბარიკადები.  ლოლაძე მუშაობდა:  ბატონო შალვა თქვენ გვავმადებდით რუსების წინააღმდეგ და ახლა ამათ სად მივყავართ? მე ვუთხარი: თქვენ ხელსაც ვერავინ შეგახებთ უჩემოდ.  შემდეგ მომგვარეს ცხენი და ამ ცხენზე ამხედრებულმა გამოვიყვანე ბატალიონი, ტყის პირას ჩავამწკრივე და მივმართე: ბიჭებო, ბრძანება არის ბრძანება და მითუმეტეს ეს თქვენს საზიანოდ არ კეთდება. გამოვიდნენ წინ გერმანელები! – გამოვიდნენ – მათ ნაცვლად ასმეთაურებად მხოლოდ ქართელებს ვნიშნავ! გერმანელები იქნებიან საინდენდანტო სამსახურში.  – მართლაც ასე მოხდა და გავუშვი ეს ბატალიონი დასავლეთისკენ.  შემდეგ იგი კუნძულ ტექსელზე აღმოჩნდა,  ხოლო ჩემი სახელობის – I  ბატალიონმა საფრანგეთში, ქალაქ შერბურთან ამერიკელებს ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ ამაზე შემდეგ. ეს ხდება 1943 წლის ნოემბერში.

ამ ბატალიონის უფროსი, ჩემგან ნახსენები სოსო ლომთათიძე ამ ორიოდ წლის წინ დაბრუნდა საქართველოში არგენტინიდან . გურიაში უნდოდა დასახლება მაგრამ იქ ამის ნება არ მისცეს და შორაპანში  (ვითომ იქ რაღა იყო?!) წავიდა დასთან, რომელიც მასწავლებლონდა.  დამ განიზრახა მისი დაქორწინება და ,,მმაჩში” რომ მიდიოდნენ, საწყალს გული გაუსკდა.

1944 წელს, ჩემი 50 წლისთავზე, წერილობით მივიღე უწყება და მომანიჭეს გენერალის წოდება – გენერალ–მაიორობა.  მე ეს არ მითხოვია– ამას არ ვიკადრებდი. თუმცა მე კვინიტაძემ აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად რომ დამნიშნა, ამიყვანა გენერლის ხარისხშ – იქნება ეს იმ დროინდელ საბუთებში. მაგრამ მე ახალგაზრდა კაცი ვიყავი და მერიდებოდა, ისევ ვპოლკოვნიკობდი.  უნდა ითქვას რომ გერმანულ გენერალიტეტშ უცხო კაცი ვერ მოხვდებოდა, ეს განსაკუთრებული კასტაა. გენერალს გადაეცემა ხოლმე ალამი, ქუჩას არქმევენ მის სახელს და უბრალო საზოგადო ტრანსპორტშიც ვერ შევა გენერლის ფორმით. ასე, რომ 1934 წლიდან მათთან ერთგულად ვმსახურობდი.

– ბ–ნო შალვა, მე მგონი იწყება ახლა თქვენი ურთიერთობა ვლასოველებთან.

– არა, ვლასოველებთან ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო., მაგრამ იგი გაგრძელდა ომის დასრულებამდე. ამ დროს ჩავედი ჩეხიაში, სადაც ვლასოვის I დივიზია იყო, ერთადერთი შეიარაღებული დივიზია. სხვათა შორის, ამ დივიზიის შეიარაღებისათის ფულს, შვეიცარიიდან ჩემს სახელზე რიცხავდნენ. ახლა მოვედი აქ და ვხედავ ვლასოვი შინელშა, ტრუხინი კი ცივილურ, სამოქალაქო ტანსაცმელში.  ამის გამო შეაგინა ვლასოვმა ტრუხინს – ახ ტი ტრუხა ტრუხაო – ტრუხინმა კი უპასუხა – ა ჩტო, ნამ დოვერიალი დო სიხ პორ? – ამ დროს ჩეხიაში შემოჭრილია საბჭოთა უკრაინის ფრონტის არმია. მოვარდა ჩვენთან სახაროვი, ამ დივიზიონის მეთაური, დენიკინელი, გენერლის შილი, რომელსაც ბოლშევიკებმა მამა დაუხვრიტეს. კანკალებს და გვეხვეწება პირდაპირ: ,, რაზრეშიტე უდარიც პონიმ, დაიტე მნე ოტომსტიც ზა სვოეგო ოტცა! – მე ვუთხარი ვლასოვს, რას ეტყვი მეთქი. ,, რეშაიტე სამი” – მიპასუხა. მართლაც გაილაშქრა მერე სახაროვმა, მაგრამ მთელი დივიზია საბჭოელების მხარეზე გადავიდა.  ძლივს გამოასწრო უკან თვითონ სახაროვმა და ჩვენმა ქართელებმა, ვინც ვლასოვთან იყვნენ: ექიმმა ვეფხვაძემ, ასათიანმა, გრამიტონის შვილმა, ბაღათურიამ. საბჭოელებმა კი ყველას ვისაც როა (როსიისკაია  ოსვობიტელნაია არმია) ეწერა – დახვრიტეს . მაგრამ ამ დროს მე უკვე პატარა ქალაქ ვანგენში ვიმყოფები და მაბარია  ინვალიდთა დივიზია – ზოგს თვალი აკლია, ზოგს ხელი –აღარ ჰყავდათ გერმანელებს ჯარი.  პატარა ხნით კიტა ჩხენკელი იყო გადმოსული ჩემთან და ისევ დაბრუნდა შვეიცარიაში.  არადა ქალაქზე მომდგარი არიან ფრანგული ჯარიები.  ქალაქის თავმა მათთან დელეგაცია მიავლინა – დაგნებდებით, თუ ქალაქში ფრანგების ნაცვნალ მაროკოელები შემოვლენო (ფრანგები გერმანელებს სასტიკად ექცეოდნენ).  შეთანხმდენ და მართლაც შემოვიდნენ მაროკოელები თავიანთი მოლებით., მაგრამ ჩემდა ბედად, ახლა ამათ მოუძღვებოდათ დათა ვაჩაძე.

(გაგრძელება იქნება )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s