პასუხისმგებლობა ეკლესიის წინაშე მოხსნილია

ნახევარი საუკუნეა გასული მას შემდეგ, რაც XX საუკუნის საქართელოს უპირველესმა პოეტმა გალაკტიონ ტაბიძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამის გამო 2007 წლამდე გალაქტიონს ქართული ეკლესია არ მოიხსენიებდა გარდაცვალებულთა მოსახსენიებელში. თუმცა,  არავინ იცის ზუსტად,  რა მოხდა მარტის იმ ცივ და უსიამოვნო დღეს ,,ლეჩკომბინატად”  წოდებულ საავადმყოფოში.  ეს იყო გაუცნობიერებელი ნაბიჯი, თვითკონტროლს სრულიად მოკლებული კაცის საქციელი, რომლის პასუხის მოთხოვნაც, ალბად არ ეგების.

,,თქვენო უწმინდესობავ, ქართული სამედიცინო საზოგადოების სახელით, უმორჩილესად გთხოვთ, თუკი რაიმე გამოსავალი არის ამ მდგომარეობიდან, თქვენი მადლიანი ლოცვა–კურთხევა მიიღოთ ამ მართლაც ღვთიური ხმის მგოსნის საფლავისათვის. გენიალური გალაკტიონის მბორგავი სული, საოხსა და მოსვენებას ნატრობს”, – ნათქვამია ექიმთა სხვადასხვა პროფესიული გაერთიანების მიმართვაშ საქართველოს პატრიარქის მიმართ… ,, ჩენთვის, ქართელ მკურნალთათის ნათელია გალაკტიონის სამედიცინო ანამზენი და უეჭველია დასკვნა იმის შესახებ, რომ იმჟამინდელი მდგომარეობა  სრულიად ათავისუფლებდა პოეტს პასუხისმგებლობიდან კანონის, საზოგადოების, ეკლესიის, ზნეობისა და განგების წინაშე”.

მანამდე კი, პირველად  მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა გაერთიანება ,,ეფემერას” წარმომადგენლებმა მიმართეს უწმინდესს იმავე თხოვნით, რომლთა გათვალისწინებით სრულიად საქართელოს კათოლიკოს–პარტიარქმა ილია მეორემ 2007 წლის 25 ივნისს, კვირას, 12 საათზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში, პოეტების მეფეს, გალაკტიონ ტაბიძეს წესი აუგო, ხოლო იმავე დღეს 15:00 საათზე პოეტის საფლავზე, მთაწმინდაზე, გადახდილ იქნა საეკლესიო პანაშვიდი.

– ეს არის გალაკტიონის მეორედ დაბადება, – ასე შეაფასა ეს მოვლენა გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილმა, პროფესორმა ნოდარ ტაბიძემ.

ამიერიდან გალაკტიონი ტაბიძის  სულის მოხსენიება  საეკლესიო მიცვალებულთა მოსახსენიებელში ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია.  ,, სულთათანა განუსვენე ქრისტე ღმერთ, სულსა მიცვალებულისა ამის შენისა, სადა იგი არა არს ჭირი მწუხარება”…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s