ტიმ სევერინის ,,არგო”

1984 წლის 3 მაისს ახალი დროის ,, არგონავტებმა” კაპიტან ტიმ სევერინთან ერთად სტარტი აიღო ქალაქ ვოლოსთან – არგოლიკისის ყურედან, იქედან , საიდანაც მოგზაურობა დაიწყო იაზონმა.  ,,არგოს” ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები,  მენიჩბეები საბერძნეთიდან და თურქეთიდან.  საქართელოს სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებშ შემოსვლისას კი მათ დაემატებოდათ საქართველოს მენიჩბეები, ამიტომ შეარჩიეს სპორტის ოსტატები ნიჩბოსნობაში…

  მაშინ როცა საქართელოში დიდი სამზადისი იყო ტიმ სევერიანის ექსპედიციის შესახვედრად, არგოს უკვე გავლილი ჰქონდა ეგეოსის ზღვა., ანტიკური ,, ჰელესპონტი” (დღევანდელი დარდანელის სრუტე), პროპონტიდა (ანუ მარმარილოს ზღვა), ბოსფორი.  ანატოლიის, პაფლაგონიისა და თემისკირის სანაპიროების გასწვრივ სერავდა ზღვას – ევექსინის პონტოს ანუ ,,სტუმართმოყვარე ზღვის” (მიკენურ ეპოქაში იგი ,,აქსონიის პონტო” იყო, ე.ი. არასტუმართმოყვარე ზღვა).  შავი ზღვა ოდითგანვე რთულ სანაოსნო ზღვად ითვლებოდა და შემთხვევითი არ იყო, რომ ამ ზღვაში შემოსული უცხოური გემების კაპიტნები დამატებით გასამრჯელოსაც იღებდნენ.

,,არგო” საბერძნეთის და თურქეთის ტერიტოტიულ წყლებში, ამ ქვეყნების მენიჩბეებმა გამოაცილეს, ხოლო საქართელოს ტერიტორიულ წყლებშ ქართელი მენიჩბეები ჩაენაცვლნენ.   1984 წელს ,,არგო” საქართველოში შემოვიდა, მის შესახვედრად ბათუმიდან გავიდა იახტებისა და კატერების ფლოტი აფრებიანი ხომალდის ,,ტოვარიშჩის” ფლაგმანობით, რომელიც ერთ–ერთი უდიდესი ხომალდია მსოფლიოშ და ხერსონის საზღვაო სასწავლებელს ეკუთვნის, მასზე პრაქტიკას გადის, შავი ძრვის  ყველა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი.  ხომალდ ,, ტოვარიშჩიდან” ,,არგოზე” გადავიდნენ ნუგზარ ფოფხაძე – საქ. ტელე–რადიო კომიტეტის თავჯდომარე  და სსრკ_ს ცნობილი კინორეჟისორი იური სენკევიჩი, ისინი საქართელოშ ამ ღონისძიების მომზადების ორგანიზატორები იყვნენ.  იახტა ,,კოლხიდა”, რომელიც  პირველი შეეგება არგოს, პირველი შეუძღვა ფოთის ნავსადგურში, სადაც ზღვა ხალხი ელოდა სტუმრებს., მათმა მისალმებებმა, სიმღერებმა და ტაშმა სულ გადაფარა ყველაფერი.  ექსპედიციის შემადგენლობას საყვირებით მიესალმნენ საოკეანო გემები.  საპატიო სიტყვით გამოვიდა მოგზაურთა ხლემძღვანელი კაპიტანი ტიმ სევერიანი, მან აღნიშნა, რომ ,,ეკიპაჟი თითქმის სამი თვე ღია ზღვაში ებრძოდა გრიგალსა და უამინდობას, მენიჩბეებს ძალზედ გაუჭირდათ, მაგრამ ბოლო სამი კვირის მანძილზე აღფრთოვანებული ვიყავით ფოთთან შეხვედრის მოლოდინშო.”  მან ექსპედიციის მონაწილეთა სახელით, მადლობა მოახსენა შეკრებილთ. ხანმოკლე, გულთბილი შეხვედრის შემდეგ ,,არგო” 22 ივლისს ანტიკური ფაზისიდან გეზი აიღ კავკასიის მთების  და მყინვარწვერების თვალწინ მონარნარე მდინარე რიონისკენ.   მოგზაურებს  მდინარე რიონზე მძიმე სირთულეები შეექმნათ ძაბვის, კაშხალების, ხიდების, ზოგან მეჩეჩებისა და სხვა დაბრკოლებების გამო.  ამას თან დაერთო კოკისპირული წვიმები., უამინდობა, მდინარე რიონის ადიდება.  ადიდებულ მდინარეს თან მოჰქონდა ქვა–ღორღი, ხის მორები და საშიშროება ექმნებოდათ მოგზაურებს.  ხომალდის მეჩეჩებზე გადაყვანისთვის საჭირო შეიქმნა დამხმარე ძალები.   1984 წლის 24 ივლისს, ნაშუადღევს, ტიმ სევერინის ხომალდი, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით მოაღწია კოლხეთს.  ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოშ სახელდახელოდ აღმართეს ქვის სტელა ქართულ–ინგლისურ–რუსული წარწერით.  ჭყვიშში თავმოყრილი იყო რაიონის მოსახლეობა, დედაქალაქიდან, რესპუბლიკის ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები.  ტიმ სევერინს მიეგება თეთრ კაბაში გამოწყობილი თანამედროვე მედეა (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ნინო კაციტაძე ).

,,ჭყვიშის პორტიდან” დაიწყო ტიმ სევერინის მეცნიერული მოგზაურობა საქართველოს მიწაზე. პირველ რიგში იგი ეწვია ვაბის არქეოლოგიურ გათხრებს.  მან გამოთქვა იმედი რომ ვანის არქეოლოგიური მონაპოვარი მას დიდად დაეხმარება არგონავტთა მითის, ისტორიულობის საბოლოოდ დამტკიცებაშ ვანის შემდეგ მან მოინახულა ნოქალაქევი და სვანეთი სადაც ადგილობრივებმა გააცბეს თუ როგორ მოიპოვებდნენ მათი წინაბრები ცხვრის ტყავისგან ოქროს.

1984 წლის 2 აგვისტოს ,,არგონავტები” გამოემშვიდობნენ ვანს და ვანელებს, იყო აღტაცება და განშორების სინანული,  გამოსამშვიდობებელი კონცერტი, ,,მრავაჟამიერი” , ,,სულიკო”, ინგლისური მეზღვაურული სიმღერები…  იმავე დღეს, ,,არგო” ბათუმამდე მატარებლით ჩაიტანეს, აქედან კი ღამით, ხომალდმა ,,ტოვარიშჩმა” გააცილა სტამბულამდე.

რამოდენიმე თვეში, ,,არგოს” ასლმა გალაკტიონის სახლმუზეუმის გვერდით სამუდამოდ დაიდო ბინა, სწრაფადვე გადაწყდა არგონავტების მუზეუმის აგებაც და ჭყვიშში, საქვეყნოდ სახელგანთქმული გალაქტიონის და ტიციანის სახლ–მუზეუმის გვერდით ამოუდგა არგონავტების მუზეუმი , მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მისი არსებობა, იგი რამოდენიმე წლის შემდეგ ხანძარმა შთანთქა.

4 thoughts on “ტიმ სევერინის ,,არგო”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s