ვანის ,,სულორის”, სულ ორი ფინალი

 

 

1980 წელი. 24 აგვისტო

თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის ,,დინამოს” სტადიონი.

საქართელოს თასის ფინალური მატჩი

სულორი (ვანი) – კახეთი (თელავი)  2:0 (0:0)

სულორი: კიკალიშვილი, ძაგნიძე, გეფერიძე, ტრაპაიძე, ცუცქირიძე, მეფარიშვილი, ლორთქიფანიძე (ორმოცაძე), ჯ.ვერულაშვილი (ს.გიორგაძე), სულაქველიძე, ხარაბაძე, სანიკიძე (გ.ვერულაშვილი)

კახეთი: ზარიძე, ე. სეროფიანი, კირვალიძე, რევაზიშვილი, ბურდული (გ.სეროფიანი), მაისურაძე, ბაღათრიშვილი,  კობაიძე, იმერლიშვილი (აჯიმამუდოვი), ცირეკიძე, აბდულაევი.

მსაჯი: მ.კობიაშვილი (გორი)

საარქივო მასალა

( I ნაწილი )

 

ზაფხუკლის ამ ცხელ კვირა დღეს, თბილისის ცენტრალური სტადიონის დასავლეთ ტრიბუნაზე საკმაო რაოდენობით მოიყარეს თავი ფეხბურთის მოყვარულებმა. აქ იყვნენ ტრადიციული მეტოქეები – ფინალისტთა მხარდამჭერნი და ქომაგები, ისეთებიც, ვინც ძირითადად ნეიტრალიტეტს იცავდნენ და მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ სტადიონზე, რომ კარგი თამაში ენახათ.

და პირდაპირ უნდა ითქვაც, ,,სულორის” მომხრეებმაც , ,,კახეთის” ქომაგებმაც და ნეიტრალიტეტის პოზიციებზე მყოფმა მაყურებლებმაც იხილეს ძალზედ საინტერესო, დაძაბული თამაში, შეუპოვარი ბრძოლა, რომელიც თავისი საშემსრულებლო კლასით, ოსტატობის დონით არ ჩამოუვარდებოდა უფრო მაღალი რანგის მატჩებს.

თავიდანვე გამოვლინდა მეტოქეთა ტაქტიკური ხელწერა. თელაველები გრძელი, შორეული გადაცემებით აწარმოებდნენ იერიშს,  სწრაფად გაყავდათ შეტევის დასასრულებლად აბდულაევი და ცირეკიძე, ვანელთა მასირებული შეტევა კი იწყებოდა მინდვრის შუაგულიდან.  კომბინაციებში, როგორც წესი, მონაწილეობდა რამდენიმე მოთამაშე. სახიფათო მომენტები ხშირად იქმნებოდა ორივე კართან, მეკარეებს, ზარიძესაც და კიკალიშვილსაც, საკმაოდ ჰქონდათ სამუშაო, ამას გარდა, რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს თავდამსხმელებმა.

პირველ წარმატებას ,,სულორმა” მიაღწია მაშინვე, როგორც კი განახლდა თამაში შესვენების შემდეგ. გუნდის აქტიური ფორვარდი ხარაბაძე, წამით დარჩა ღიად და ზუსტად დაარტყა კარში – 1–0

თელაველებმა მარცხს სწრაფი კონტრიერიშებით უპასუხეს, ზედიზედ შეექმნა ორი რეალური მომენტი აბდულაევს, მაგრამ ვანელთა დაცვა და განსაკუთრებით მეკარე, უშეცდომოდ თამაშობდა. მერე კი, 52_ე წუთზე მეფარიშვილმა მეორედ აიღო მოწინააღმდეგის კარი, რითაც განამტკიცა თავისი გუნდის დამსახურებული უპირატესობა.  ვანელმა ფეხბურთელებმა, ბოლომდე თავგამოდებით ითამაშეს ყველა რგოლში  და გუნდის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს რესპუბლიკის  თასი.

აღსანიშნავია სულორის ყველა წევრის მონდომებული, კარგი თამაში, აგრეთვე, ხელმძღვანელობის (უფროსი მწვრთნელი ა. გრძელიძე, მწვრთნელი ნ. გოგოძე, გუნდის უფროსი ლ. ბუბაშვილი ) დიდ დამსახურებას.  ქების ღირსი არიან თელაველენიც და მათი მწვრთნელი გ. ივანიშბილი.

ასპარეზობაზე დანიშნული იყო სპეციალური პრიზები ორივე გუნდის საუკეთესიო მოთამაშეებისთვის.  ისინი გადაეცათ  ბ. ხარაბაძეს (სულორი) და ვ. აბდულაევს (კახეთი)

სულორი დაჯილდოვდა გარდამავალი თასით, ხოლო მწვრთნელები და მოთამაშეები – საქართელოს სპორტ კომიტეტის პირველი ხარისხის დიპლომებით.  ,,კახეთს” გადაეცათ მეორე ხარისხის დიპლომები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s