აგოტა და თანაც კრისტოფი

ხელფას, როგორც წესი, თვის დასაწყისში ვიღებ,  მისი ხარჯვა კი ყველაზე მეტად წიგნების მაღაზიაში არ მენანება. განსაკუთრებული მიზეზი მქონდა კიდეც ორი თვის წინ, სოფელში ვაპირებდი წასვლას და მგზავრობის დროს საკითხავი ერთი კარგი წიგნი უნდა შემერჩია.  რუსთაველზე, მაღაზუია ,,პეპელა”_ში ჩემს მეგობარს გაუვარე, რომელიც წიგნების განყოფილებაში მუშაობს და ერთად დავიწყეთ შერჩევა. პირველი თოლია ჯონათანს დავსტაცე ხელი, რიჩარდ ბახის ეს შედევრი ჩემი უსაყვარლესი წიგნია და უბრალოდ მინდოდა სახლშიც მქონოდა. ადრე  მათხოვეს და  მახსოვს ძალიან გამიჭირდა მისი უკან დაბრუნება :) 

ჩემი სოფლისკენ მიმავალი  გზა გრძელია და გასათვალისწინებელი გვქონდა ის ფაქტიც რომ რამოდენიმე დღეში უკან, თბილისში დაბრუნება მიწევდა.  შესაბამისად იდეალურ ვარიანტად პოლ ოსტერის ნიუ–იორკული ტრილოგია ვარჩიეთ.  აკი გითხარით ფულის ხარჯვა ყველაზე მეტად წიგნების მაღაზიაში მიყვარსთქო –  მიუხედავად იმისა რომ არჩევანი უკვე გაკეთებული მქონდა, მაინც უკმაყოფილობის გრძნობა მრჩებოდა და კიდევ ერთი წიგნის შეძენა მომინდა. მეგობარი შემომიტრიალდა და მკითხა – აგოტა კრისტოფი წაკითხული გაქვსო? – ამ კითხვის ავტორისგან ორი რამ გამიკვირდა🙂 პირველი ის რომ აშკარად შეცდომით ამბობდა ავტორის სახელს და მეორე ის რომ ნამდვილა ვიცოდი დეტექტივების მოყვარული არ იყო, და თანაც  ისეთ იაფფასიანი დეტექტივების, როგორსაც აგატა კრისტი სთავაზობს მკითხველს.  რეაქციაც შესაბამისი მქონდა და ამის დანახვაზე მას სიცილი აუტყდა. – აჰა გასაგებია, შენ აგოტა კრისტოფი აგატა კრისტში აგერიაო – ორმაგად გაკვირვებული სახე მივიღე, გამოვართვი მისი მოწოდებული წიგნი და გადავფურცლე. ახსნა მიჭირს იმისა თუ როგორი აღფრთოვანებული და კმაყოფილი აქებდა აგოტა კრისტოფის რჩეულ თხზულებებს, რომელიც ხელში მეჭირა – აი არ ინანებ, ბევრი კარგი წიგნი წამიკითხავს, ყველა დროის საუკეთესო ნაწარმოებები, მსოფლიო ბესცელერები, ძალიან ბევრი ლიტერატურული პრემიის მფლობელი წიგნებიც, მაგრამ ეს  ნამდვილი ლიტერატრული შოკი იყოო . – საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის ნატას ეს შეფასება და ვიყიდე, თანაც ორი🙂 ერთი ნატას ვაჩუქე, თურმე მასაც ისევე დანანებია ნათხოვარი წიგნის უკან დაბრუნება თავის დროზე როგორც მე თოლიას წაკითხვის შემდეგ დამემართა  და ამიტომაც ჩემმა საჩუქარმა ძალიან გაახარა.

სოფელში მიმავალ გზაზე ნიუ–იორკული ტრილოგიის ნაწილი ჩავარაკრაკე, უკანმომავალმა კი მთლიანად დავამთავრე წიგნის კითხვა. გადამრიათქო ვერ ვიტყვი – ცოტა დეტექტიური ჟანრის, რომელიც მე საშინლად არ მიყვარს, მაგრამ  ნამდვილდა საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი გამოდგა. აგატა კრისტოფი საერთოდ გადამავიწყდა, ერთი პერიოდი მეზობელს ვათხოვე, კარგი წიგნი უნდა იყოსთქო. სულ ახლახანს დამიბრუნა და  როგორც იქნა ჩაუჯექი…. მოვყვე რა შოკი მივიღე? გითხრათ როგორი აღფრთოვანებული და გაგიჟებული ვარ? მასგავსი რამ არასდროს განმიცდია წიგნის კითხვისას! ბოლოს დოჩანაშვილის სიტყვებით დავასრულებ ჩემს პოსტს: ,, მშურს თქვენი, თქვენ ჯერ კიდევ რამდენი ბედნიერება გელოდებათ წინ… პირველად წაკითხვის ბედნიერება”

პ.ს. ნატააა, დიდი მადლობა ამ წიგნისთვის!  :* :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s