ალი და ნინო

 

ყურბან საიდის მსოფლიო ბესტსელერს, უკვე ბათუმის ბულვარში დაუდგეს ძეგლი. მოძრავი სკულპტურა, რომელიც ქართველისა და აზერბაიჯანელის სიყვარულს ეძღვნება, ორი ქვეყნის მრავალწლიანი მეგობრობის სიმბოლო გახდა.  სიმართლე გითხრათ, ამ რომანის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია.  ძეგლის დადგმის ფაქტმა კი ჩემში, თავისდაუნებურად, დიდი პიარი გაუკეთა წიგნს და მეც რაღათქმაუნდა მაშინვე მისი შეძენა და წაკითხვა მოვინდომე.  

ეს არის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს აზერბაიჯანელი ბიჭის – ალისა და ქართველი თავადიშვილი – ნინოს სიყვარულის შესახებ.   ამ ორის სიყვარულს უამრავი რამ ეღობება წინ. ის, რომ სხვადასხვა ნაციას ეკუთვნიან, რომ აქვთ განსხვავებული რელიგია,ღირებულებები და ფასეულობები. ნინოს უყვარს ტყე, ბუნება, სიმწვანე. ის გარემო, რომელშიც გაიზარდა. ალის კი უდაბნო იზიდავს.
მათ შეხვდებათ უამრავი პრობლემა, ხიფათი, მაგრამ  სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი დანარჩენი მეორე პლანზე იწევს…

…  ნინო საცოლეს განასახიერებდა, რომელიც უნდა მოეტაცათ. მის ყოველ მოძრაობაში შიში, სასოწარკვეთა, თუ უსასოობა გამოკრთოდა. მარცხენა ხელში მანდილი ეჭირა. მთელი სხეული უცახცახებდა, მაგრამ მონეტები ქუდზე ოდნავაც არ ირხეოდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს იყო ამ ცეკვის ურთულესი ნიუანსი: მონეტები ერთხელაც არ უნდა გაწკტიალებულიყო.
მხოლოდ ქართველს თუ შეეძლო ასე სხარტად მოძრაობა. ბიჭი გასაქანს არ აძლევდა. რაც მეტი სიმტკიცე შეიგრძნობოდა ვაჟის მოძრაობაში, მით მეტი სინაზე იფრქვეოდა ქალის სხეულის მოძრაობიდან. უცბად ნინო შეჩერდა. ის ნადირობის  ჟამს დამფრთხალ შველს გავდა . ბიჭი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა და გზას უღობავდა. ნინოს თვალებში მორჩილება და სინაზე გამოკრთოდა. მოულოდნელად, მუსიკის ველურ ჰანგზემარცხენა ხელი გაშალა და ცხვირსახოცი იატაკზე დაეშვა. არც ილიას ბეგის ( ალის მეგობარი ) ხანჯალმა ააყოვნა, უცბად გაიზუზუნა და ცხვირსახოცის შუაგულში ჩაერჭო……

ძალიან კარგი წასაკითხია, ვერ ვიტყვი რომ აღვფრთოვანდი მაგრამ,  იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ საკმაოდ საინტერესო, დრამატული და სიტყვაკაზმული რომანია.

ყურბან საიდი  1905 წელს დაიბადა ბაქოში. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ლევ ნასიმბაუმი, თუმცა ახალგაზრდობაში, მას შემდეგ რაც მაჰმადიანობა მიიღო, ასად ბეი დაირქვა. როცა აზერბაიჯანში რევოლუცია მოხდა, მამასთან და აღმზრდელ ქალთან ერთად გაიქცა სტამბულში. იქიდან ჩავიდნენ ბერლინში. მერე ფაშიზმს გაექცა ავსტრიაში და როცა ნაცისტები იქაც შევიდნენ, იტალიაში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხივრობდა.  ასად ბეის სახელით გამოცემული აქვს მუჰამადის, რეზა შაჰის, ნიკოლოზ მეორის და ლენინის ბიოგრაფიები. რატომღაც “ალი და ნინო” ყურბან საიდის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.  თუმცა არსებობს სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ რომ ეს რომანი ასად ბეის არ ეკუთვნის  (ამაზე  ვრცლად წიგნის წინასიტყვაობაში ამოიკითხავთ).

ჩემს პოსტს აქ დავასრულებდი მათთვის ვისაც ჯერ არ აქვს  რომანი წაკითხული და ვფიქრობ ამით საკმარის ბიძგსაც მივცემდი, თუმცა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

“ვისხედით მე და ჩემი მეგობარი, ვსაუბრობდით ”ალი და ნინოზე”. წაკითხვა მინდოდა ამ რომანის და წიგნი არ მქონდა ხელთ. ერთი წლის გამოსული იყო, დიდი აჟიოტაჟი მის გარშემო – საოცრება საქართველოს შესახებ უცხოელი
მწერლის მიერ დაწერილი. ვიშოვე ეს წიგნი, მათხოვეს, წავიკითხე.
წავიკითხე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პირველად არ ვკითხულობდი, რომ ბევრი რამ იყო ნაცნობი, მაგრამ ეს ჩვეულებრივად მივიღე და არ მიმიქცევია არავითარი ყურადღება. თავში აღვნიშნე, რომ ვისხედით მე და ჩემი მეგობარი, ვსაუბრობდით ”ალი და ნინოზე”. ერთი ადგილი გადავშალე შემთხვევით, სადაც საუბარია სპარსელებზე, რომ ”არ გეგონოთო, სპარსელს წვირე და მტვერი უყვარს”. ეს ფრაზა ამოვიდა გონებაში და ნამდვილად ვიცოდი, რომ წაკითხული მქონდა ადრე, ძალიან ადრე და არ უნდა ყოფილიყო ამ ავტორის. მე არ ვიცი, როგორ მოხდა, რა იყო? ავდექი, გადმოვიღე გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგი”, დავიწყე გადაფურცვლა და ზუსტად ის ფრაზა ვნახე. მერე ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ ასეთი ფრაზები უნდა მეძებნა და დავიწყე საგანგებოდ კვლევა”

ქართველმა ლიტერატურულმა მკვლევარმა თამარ ინჯიამ, საგანგებო კვლევა მიუძღვნა ამ რომანს და დაასაბაუთა მისი გრიგოლ რობაქიძის ასევე ცნობილ რომან ”გველისპერანგთან” განსაკუთრებული მიმართება” – პროფესორ თამარ ინჯიას თქმით, ”ალი და ნინო” დიდადაა დავალებული გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგით”.
2005 წელს მკვლევარმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით ”გრიგოლ რობაქიძე… ყურბან საიდი – ლიტერატურული ძარცვა”.

ჩემდა სამარცხვინოთ, უნდა ვთქვა რომ ,,გველის პერანგი” წაკითხული არ მაქვს და ამიტომაც  კომენტარის გაკეთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ.   დღეს უკვე ჩემს მომავალში წასაკითი წიგნების სიაში, გრიგოლ რობაქიძის რომანი პირველია.  ამის შემდეგ ვფიქრობ ნამდვილად შემექმნება შთაბეჭდილება თამარ ინჯორიას კვლევაზე და აუცილებლად მიუბრუნდები თემას

 

9 thoughts on “ალი და ნინო

  1. ”ალი და ნინო” ძალიან ბულვარული რაღაცაა, სისულელეა. არ მომეწონა. რაც შეეხება ”გველის პერანგს”, რა დაინახა მკვლევარმა ამ ორ ნაწარმოებს შორის საერთო, ძალიან მაინტერესებს🙂

  2. ეგ მეც არ ვიცი, მითუმეტეს ჯერ გველის პერანგი არ მაქვს წაკითხული😦 უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე🙂 ისე საინტერესოა მათი აზრი ვისაც ორივე რომანი წაკითხული აქვს http://ka-ge.facebook.com/note.php?note_id=129349903767136 გადახედეთ ამ პოსტს და იქნებ გაგვიზიაროთ აზრები🙂

  3. ილო მეც თითქმის შენს დღეში ვარ,პირიქით ვარ უფრო სწორად,ანუ “გველის პერანგი” მაქვს წაკითხული,”ალი და ნინო” არა.ახლა შეიძლება ვინმემ დამაბრალოს მეტისმეტად კრიტიკულად ხარ ყველაფრისადმი განწყობილი და ყველაფერს იწუნებო,მაგრამ ჯერ ერთი,ქართული ლიტერატურის შედევრები დაილია?(სკულპტურის ამბავში)მეორეც,რაღაც ბათუმთან ვერ ვაკავშირებ ამ ყველაფერს:)))

  4. მე ძალიან მომეწონა ეს წიგნი, თუნდაც მარტო იმიტომ რომ სულ სხვა კუთხით დამანახვა აზერბაიჯანი და მუსლიმანური სამყარო. დამაინტერესა მაგათმა ტრადიციებმა და ზოგმა რაღაცნაირად შემძრა კიდეც, თუნდაც ორი მაგალითი რომ გავიხსენო –
    1. ნინომ რომ სტუმრად მისულ მამათილდ ფეხები დაბანა.
    2. ქალის მოტაცების დროს საქმრომ გამტაცებელიც უნდა მოკლას და ქალიც.
    ასეთი საინტერესო მომენტები ბევრია მანდ და საკმაოდ კარგად იკითხება ბოლო ჯამში.

  5. წაკითხული მაქვს ორივე ნაწარმოები დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ვერ ვიტყვი, რომ მათ საერთო ავტორი ჰყავს, მე ვთვლი, რომ სხვადასხვა ,,ხელწერა” თვალშისაცემია ამ ორ ნაწარმოებს შორის. თუ ყურბან საიდი გრიგოლ რობაქიძეს დაესესხა ამა თუ იმ პასაჟით, ეს სხვა ამბავია ….

  6. ქართულად ძალიან ცუდადაა ნათარგმნი… რამე სხვა ენაზე წაიკითხე და დეტალებს მიაქციე ყურადღება… მაგ: კავკასიელთა ქმედებაზე რომაა დამოკიდებულა კავკასია ევროპად იქცევა თუ აზიად… ან ნინო რომ „ევროპელობს“…და დეტალებში ჩანს რამდენად კავკასიელია…

  7. ეს წიგნი ინგლისურადაც გამოვიდა შმდეგი სახელწოდებით “ალი და ნინო – ლიტერატურული ძარცვა!”. შეგიძლიათ ნახოთ და შიძინოთ ამ ლინკზე http://geoliteka.weebly.com/

  8. ვედზებ ალი და ნინოს წიგნის რუსულ თარგმნით ტუ ვიჰმემ იცით სად ვიყიდო დამეხმარეთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s