ბოშები

ევროპელების მიერ ყოველთვის განიხილებოდნენ როგორც მათგან განსხვავებული ხალხი. ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში ისინი მოხეტიალეები იყვნენ, ერთი ადგილიდან გადადიოდნენ მეორეზე როგორც ხელოსნები, მუსიკოსები და მოვაჭრეები. ისტორიის მანძლიზე ისინი იყვნენ ძალადობრივი ასიმილაციის საგანი; ბოშების ენა აკრძალული იყო ზოგიერთ ქვეყანაში და შვილებს ძალით ართმევდნენ მშობლებს. ბოშები მონები იყვნენ ბევრ ქვეყანაში, ბოლო ქვეყანა იყო რუმინეთი სადაც მათი მონობა გაუქმდა 1856 წელს. ბოშებს არასოდეს ჰქონდათ სახელმწიფო და არასოდეს უბრძოლიათ სხვა ხალხის წინააღმდეგ. მე-20 საუკუნის განმავლობაში ისინი ითვლებოდნენ მაწანწალებად და ბევრ ქვეყანაში გამოცემული იყო კანონები, რომლებიც აიძულებდა მათ ერთ ადგილას დასასახლებას. დღეს, ბოშების საზოგადოება კვლავ არის პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის, დევნის და იზოლაციის საგანი ყველა ევროპულ ქვეყანაში.

ყველაზე მხიარული, ყველაზე უდარდელი, მუსიკალური და პლასტიკურები, ასეთებად გვიხატავდნენ საბჭოურ ფილმებში ბოშა ხალხს. არც დღეს აკლიათ უდარდელობა თანამედროვე ეგრედწოდებულ თბილისელ ,,ციგნებს” თუმცა ფაქტია, ანა კალანდაძისეულ ბოშა ქალს დღეს იშვიათად თუ შეხვდებით. ისედაც დაჩაჩანაკებული და წყალწაღებული ,,ერი” კიდევ უფრო გატყიურდა და კიდევ უფრო უსარგებლოები გახდა  კაცობრიობისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენგან ასე ჩანს.

თბილისის ქუჩებში მოწანწალე ბინძური, უკულტურო და სამათხოვროდ გამოყრილი ,,ციგნები” ჩემში ზიზღის ნაცვლათ, მაინც ყოველთვის სიბრალულს იწვევდა. ხშირად ისმის კითხვა – რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ,,ნაგავი” მოვაშოროთ ქალაქს? – ალბათ ვერც ვერაფერს ვიზამთ, ან რას გვიშლის? ისინი ხომ ჩვენი სირცხვილი სულაც არ არიან. ნებისმიერ ევროპულ ქალაქში დგას ეს პრობლემა და არამგონია დღეს სადმე მომხდარიყო მათი ,, პარაიმოსი” (ბოშების ენაზე “განადგურება”). – ხო და იყვნენ, იყვნენ მაგრამ მე მაინც მაწუხებს  პრობლემა რასაც ამ ხალხის კიდევ უფრო გადაგვარება ქვია. მეტი გამართლება ექნებოდა მათ არსებობას, თავიანთ კულტურას, ტრადიციებს და ადათ-წესებს რომ ინახავდნენ. სამწუხაროა რომ დღევანდელ ,,ჟღვინტიან” უზრდელ ციგნის ქალში მე ვეღარ ვხედავ, ეშხიან, პლასტიკურ, ფიცხ და ძლიერ ბოშა ქალს რომლიც არაერთხელ გამხდარა მხატვრებისა თუ პოეტების მუზა.

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები…
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი…
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები…
შეხედეს და… შეუკურთხეს გამჩენი…
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და… ისიც ეტყვის ურიგოს…
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე…

ამას თავი დავანებოთ, იყო დრო ბოშებს თავისი ფუნქცია ქონდათ  ჩვენს ქალაქში🙂 მაგალითად გამიგია, ლოტკინზე, ქემელი, მალბორო და სენტ-მორისი მხოლოდ მაგათთან შეგეძლოთ გეშოვნათ, ასევე პედრო და დონალდო. აი დღეს კი უფუნქციოდ არიან დარჩენილები. საბჭოურ პერიოდში ბოშა არასდროს მათხოვრობდა, ის ყოველთვის გთავაზობდა რაიმე სახის ,,მომსახურებას” ფულის სანაცვლოდ, მაგალითად მკითხავ თუთიყუშს – ბორიას.
ამას წინათ, საბჭოურ ფილმს – ,,ბოშათა კარავი ცას მიემგზავრება”_ს ვუყურე, ხოდა მენატრება მე ეს ხალხი. აღარც სარე გვის თბილისის ეზოებს😦 სამაგიეროდ ,,ჟღვინტიანი” ბოშ(მჟ)ები იცოცხლე, მომრავლდა ჩვენს ქალაქში…

”შენ კი, გენაცვა, ხეირიანად წერა, ან კითხვა, ანდა ციფრები მაინც გესწავალა, თუმც, რა ჯანდაბად გინდოდა, თორემ კი, ისეც მშვენივრად მოგეხსენებოდა შენ-შენი უარყოფითი, მზაკვრული საქმე, და ძლიერ მიკვირს, ბნელით მოსილი, ისე ძალინ როგორ ჩახჩახებდი, დიადმა ხელმა ვრცელი მოთხრობა დაწერა შენზე, მაშინ როდესაც რამდენ უბიწო ქალთა სქესისი წარმომადგენელს შეცდომითი დეპეშაც კი არ ღირსებია, ის კი არა და, გადასარევი ოპერაც კი შეგვითხზეს შენზე, მაშინ, როდესაც რამდენ დადებით კარგ ოჯახიშვილს აბღავლებული გლახა სიმღერაც კი არ სმენია, რა ნახეს მაინც შენში ისეთი, მაგრამ მიყვარხარ. მტკივიხარ, კარმენ, იმაზედაც კი შევკრთები ხოლმე, ფეხშიშველა რომ თავისუფლად დაშტრიგინებდი, არ შეგსობოდა ბოროტი ხიწვი.
ის ბოლო დანა, ძაან გეტკინა?..”

გურამ დოჩანაშვილი

ბოლოს კი ანა ჩერქეზიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს დაგიტოვებთ თანამედროვე ,,კარმენებზე”

3 thoughts on “ბოშები

  1. ანუ გინდა თქვა რომ ბოშები რომლებიც მე მახსოვს მაგ ფრთებით გაფრინდნენ?🙂

  2. არა შენ რო ბოშები გახსოვს, იმათ უკვე “პროპელერები” ჰქონდათ ზურგზე :პ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s