საბრალო ჯიმბო

ვიკიპედიის საიტზე გამოქვეყნდა მისი დამაარსებელის, ჯიმი უეილზის თხოვნა საიტის მომხმარებლებისადმი:

ათი წლის წინ ჯერ კიდევ ბევრი მიყურებდა დამცინავი ღიმილით, როდესაც საზოგადოებაში ვიკიპედიის შესახებ საუბარს ვცდილობდი.

მოდით, დავიწყებ იმით, რომ ზოგიერთი ბიზნესზე ორიენტირებული პიროვნება სკეპტიკურად უყურებდა თვით იმ მოსაზრებასაც კი, რომ ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეიკრიბებოდნენ და ერთობლივად შექმნიდენ ცოდნის მნიშვნელოვან წყაროს — კაცობრიობის ცოდნის უდიდეს საგანძურს — და ეს ყველაფერი სულ უბრალო მიზეზით, მხოლოდ ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარების სურვილით მოხდებოდა.

არანაირი რეკლამა. არანაირი იმედი ფულის მიღებისა. არანაირი მოქმედების სქემა.

მისი შექმნიდან მხოლოდ ერთი დეკადა გავიდა, და უკვე 380 მილიონი ადამიანი იყენებს ვიკიპედიას — ეს არის ინტერნეტთან დაკავშირებული მსოფლიოს მესამედი.

ვიკიპედია მსოფლიოში პოპულარობით მეხუთე საიტია. დანარჩენი ოთხის შექმნაში, განვითარებასა და გავრცელებაში ჩაიდო მილიარდობით დოლარი და მუშაკთა უზარმაზარი შტატების საქმიანობა.

მაგრამ ვიკიპედია როდია ჩვეულებრივი კომერციული პროექტი. ეს არის საზოგადოების ქმნილება, შექმნილი მოხალისეთა მიერ, რომლებიც რედაქტირებას ხანდახან აკეთებენ. თქვენც ჩვენი საზოგადოების წევრი ხართ. და დღეს მე მოგმართავთ თქვენ ვიკიპედიის დაცვისა და წაშველების თხოვნით.

ერთად ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ უფასო და რეკლამისგან სრულიად თავისუფალი ვიკიპედია. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ იგი მოქმედი — თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიკიპედიის ინფორმაცია თქვენი სურვილისამებრ. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მისი განვითარება — ცოდნის ყველგან გავრცელებით და ყველა ადგილიდან მონაწილეთა მოზიდვით.

ყოველი წლის ამ დროს ჩვენ მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ მცირე შემოწირულობით — $20, $35, $50 ან მეტით.

თუკი თქვენ თვლით ვიკიპედიას ინფორმაციის წყაროდ, ან შთაგონების წყაროდ, მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ ამწამსვე იმოქმედებთ.

საუკეთესო სურვილებით,

ჯიმი უეილსი

ვიკიპედიის დამფუძნებელი

P.S. ვიკიპედია არის ჩვენნაირი ადამიანების მიერ საოცრების გაკეთების ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენნაირი ადამიანები წერენ ვიკიპედიას, მცირე სიტყვა დროის მცირე მონაკვეთში. ჩვენნაირი ადამიანები ეხმარებიან ვიკიპედიას – მცირე შემოწირულობით დროის მცირე მონაკვეთში. ასე რომ, ვიკიპედია არის ჩვენი, უბრალო ადამიანების მიერ მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

ვისთვის როგორ მაგრამ ჩემზე ამ გულისამაჩუყებემა წერილმა საერთოდ ვერ იმოქმედა და ვფიქრობ არც თუ ისე წარმატებით იმუშავებს ,,მათხოვრობის” ეს ფორმა.
ეჭვის შეტანა იმაში რომ ჯიმბოს ეს წერილი ჰაკერული აფიორაა, უკვე არადამაჯერებელია. ვფიქრობ აქამდე ,,გასკდებოდა” ეს ფაქტი და საყოველთაო გამოხმაურებაც მოჰყვებოდა მაგრამ ასე არ მოხდა, ესეიგი ვიკის ბოსი ნამდვილად გამათხოვრდა. შეიძლება გადამეტებული შეფასება მაქვს მაგრამ მსგავსი ფორმით გამდიდრება ჩემთვის მიუღებელია!!!
თან რაზე ვკაიფობ😀 თურმე მისტერ ჯიმი, 35 დოლარზე ნაკლებს არ იღებს😀 ეს ნამდვილად მარაზმია

აქამდე ვიცოდი რომ ვიკიპედია არაკომერციული პროექტი იყო და სწორედ ამიტომ არ ჩანდა მის გვერდებზე სარეკლამო ბანერები. მაგრამ ფულის შოვნის ასეთი ფორმულა თუ ჰქონდათ შემუშავებული ნამდვილად არ მეგონა

საერთო ცოდნა. საერთო განძი. დაგვეხმარეთ შევინარჩუნოთ იგი!

ჩვენ შევქმენით კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ცოდნის წყარო. დაგვეხმარეთ შევინარჩუნოთ იგი.

გმადლობთ იმ ინტერესისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ. ჩვენ შევქმენით კაცობრიობის ცოდნის წყარო, ეხლა კი დაგვეხმარეთ შევინარჩუნოთ

ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობა (მილიონებში)
14 მილიონი
25 მილიონი
დაგვეხმარეთ შევინარჩუნოთ ეს ზრდა. გაუმარჯოს ვიკიპედიას!
ვიკიპედიის მკითხველთა რაოდენობა (მილიონებში).
330 მილიონი
500 მილიონი
დაგვეხმარეთ შევინარჩუნოთ ეს ზრდა. გაუმარჯოს ვიკიპედიას!
ვიკიპედიის მონაწილეთა რაოდენობა (ათასებში)
100 ათასი (100 000)
250 ათასი (250 000)
დაგვეხმარეთ შევინარჩუნოთ ეს ზრდა. გაუმარჯოს ვიკიპედიას!

გაიღეთ თანხა ეხლავე
ვიკიპედიას არ აქვს შემოსავალი და მარტო საზოგადოების შემოწირულობით არსებობს. ნუ დაიზარებთ და გააკეთეთ თქვენი შემოწირულობა.
აირჩიეთ თქვენი შემოწირულობის ზომა:
□ $35 □ $50 □ $75 □ $100 □ სხვა თანხა [USD]
□ $250 □ $100 □ $75 □ $50 □ $35 □ სხვა თანხა [USD]
«ყველა შემოწირულობა $100-ში იქნება გაზდრილი პრინციპით «დოლარი-დოლარში». ეს აქცია ვადებით არის განსაზღვრული. მეტის გაგება თუ გნებავთ, მიჰყევით ბმულს.»
ყველა შემოწირულობას $100-ში Omidyar Network გაზდრის პრინციპით «დოლარი-დოლარში». მეტის გაგება თუ გნებავთ, მიჰყევით ბმულს.»
აირჩიეთ გადახდის საშუალება:
[საკრედიტო ბარათი — Visa, Mastercard, Amex]
[Paypal]
[საკრედიტო ბარათი]

მოკლედ ასე – ყველამ შევიტანოთ წვლილი, რათა ვიკიპედიაში არ გაჩნდეს რეკლამა – ამ აზრს და მიდგომას მე კატეგორიულად არ ვიზიარებ! ღმერთმა ხელი მოუმართოს მისტერ ჯიმბოს და მის 30 თანამშრომელს მაგრამ პირადად ჩემგან პაას!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s