იმერული ესკიზი

 

ერთ კვირაზე მეტია იმერეთში ვიმყოფები, სამწუხაროდ ბიულეტინს, რომელიც სპეციალურას სამსახურისთვის მოვიგონე, ვადა ეწურება და დღეს 12 საათისთვის მოვდივარ დედაქალაქში. შვიდი დღის განმავლობაში ქუთაისი, თერჯოლა და ვანი მოვიარე. მოვინახულე ნათესავები, დავესწარი დაკრძალვას და სამი დღით ბებია-ბაბუასაც ჩავაკითხე. ვანში ჩასვლა განსაკუთრებით მიყვარს, იქაც განსაკუთრებულად მელიან ყოველთვის და ამჯერადაც მშვენიერი მოგონებებით ვტოვებ სოფელს.

სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო ნათქვამია და მეც იგივე მემართება როცა იმერეთს ვსტუმრობ. თითქოს სენსორული სისწრაფით გადავერთვები ხოლმე დასავლურ კილოზე და მეც დროებით მათთნაირი ვხდები. ლაშაიე, ემზარიე, ზაზაიე, მამუკიე… ილია მქვია და შესაბამისად მეც შემარქვეს – ილოია🙂 ამჯერად ზაზაიაზე მოგიყვებით. 28-29 წლის იქნება, ტიპიური სოფლელი, გალოთებული და მუდამ პლანის კაიფით გაბრუებული ახალგაზრდაა. ენამახვილი და იუმორით სავსე იმერელი. ერთხელ თურმე გადაწყვიტა თევზის ბიზნესით ეშოვნა ფული.

ფოთში თხილი ჩაიტანა, გაყიდა, აღებული ფულით საკმარისი რაოდენობის თევზი იყიდა და დიდუბეში წამოიღო გასაყიდად – მსგავს ისტორიებს, ჩემი ჭიშკრის წინ საგანგებოდ მოწყობილ ბირჟაზე ვისმენ ხოლმე. ხილის არაყი და მისაყოლებლად დაკრეფილი მანდარინიც ყოველთვის დევს მაგიდაზე (ზოგჯერ ერთ პეშვ თხილსაც ვკმარობთ). – მოკლედ ზაზაია დგას დიდუბის ბაზარზე და ვაჭრობს თევზით. ერთხელაც მისულა მასთან ტიპიური ქალაქელი, როგორც თვითონ ჰყვება – მოპლაწკუნდა ვინცხა ქალიო და საქონელის ფასი იკითხაო. ფასი მისაღები აღმოჩნდა მაგრამ გაირკვა თურმე ქალს თევზის მომზადების წესი არ ცოდნია და ზაზაიასთვის უთხოვია რეცეპტი მოეყოლა🙂 ზაზამაც დაიწყო – ხო და ასე დაიკო, ეიღებ თუჯიას, ჩაასხამ შითე წყალს და ჩაყრი მარილს, შემოდგამ სამფეხაზე და ნაკვერჩხალას შეუნთებ. მერე ჩაყრი თებზიას და დაფის. მეიმზადებ ქაფჩიას, წყალი რომ აკვარჩხალდება მეიყენებს წვირეს, მერე მოხსნი ქაფჩიათი ამ წვირეს, კიდო ისე, კიდო ისე და ამასობაში თებზიეც ამოტივტივდება, ამოყრი ბლუდაზე და მზადაა! –😀😀 წარმოგიდგენიათ არა რა დაემართებოდა მყიდველს? ხელჩანთა შემოურტყია ზაზასთვის თავში – შენ ვის ეკაიფებიო. უზრდელი, გაუნათლებელი სოფლელიო – მიაძახა და აბზუებული ცხვირით გაბრუნებულა. წავედი ეხლა მე, დარწმუნებული ვარ ქუთაისის ავტო-სადგურზც სახალისო ისტორიები მელის😀 სამ საათში თბილისში ვიქნებიიი😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s