სოციალური ქსელი

როგორც ყველა ახალმა გამოგონებამ დედამიწაზე, ინტერნეტმაც წლების განმავლობაში კონკრეტული ცვლილებები განიცადა და ადამიანების ამჟამინდელი მოთხოვნებების გათვალისწინებით, ინფორმაციის უშრეტი წყაროდან, გართობის უზარმაზარ ცენტრად იქცა. დროსიტარება კი, ადამიანის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, სხვა ადამიანების გარეშე, როგორც წესი, წარმოუდგენელია.

ამიტომაც ზოგმა ადამიანმა საკუთარი გვერდების შექმნა დაიწყო, ზოგმა ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად – აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალის გაზიარება. ამ საქმიანოდბის მხარდასაჭერად შეიქმნა უამრავი პროგრამა. ქართულ ენაში დამკვიდრდა სიტყვა ,,ჩეთი”, პრიმიტიულ ვებ გვერდებს კომენტირების ფუნქცია დაემატა, ხოლო ინტერნეტის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ყველაფერი ეს გაერთიანდა და კაცობრიობას სოციალური ქსელის სახელით მოევლინა.

შეიქმნა MSM Spaces, MySpace, hi5, და უფრო ვიწრო ინტერესების მქონე ადამიანების გამაერთიანებელი ქსელები.  თუმცა დღეს სიტყვათშეთანხმება ,,სოციალური ქსელის” გაგონებაზე სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს პირველად  Facebooc ახსენდება. ამაში უცბაური არაფერია, მარკ ცუკერბერგის ქმნილება ამჟამად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია და, ამას გარდა, 21_ე საუკუნის ბრენდის საუკეთესო მაგალითია, რომელზეც იწერება წიგნები და სტატიები, იღება სრულმეტრაჟიანი ფილმები…

სოციალური ქსელი

ბილ გეიტსი და სტივ ჯობსი, სერგეი ბრინი და მარკ ცუკენბერგი – ეს ადამიანები არ გვანან სხვებს და არასტანდარტული აზროვნებითგამოირჩევიან. მათი გაგება რთულია, მათი ქმედებები კი სამყაროს ცვლის. FAacebook_ის წყალობით, მსოფლიოს გარშემო მიმოფანტულ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ: იქნება ეს ძველი კლასელები, მეზობლები თუ ათასობით კილომეტრზე ემიგრირებული ნათესავები.

ეს ურთიერთობა კი მხოლოდ მიმოწერას არ გულისხმობს, რადგან Facebook_ის დახმარებით შესაძლებელი გახდა იმის გაგება, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი. ამაში კი ამა თუ იმ ადამიანის ფოტოალბომები, ვიდეომასალა და სხვადასხვა ჩაბაწერები გვეხმარება. გარდაამისა Facebook_შივეა უამრავი ჯგუფები, რომლებშიც ადამიანები ინტერესებივ მიხედვით ერთიანდებიან და იცნობენ ერთმანეთს. ცბობილი ადამიანების დაკომპანიების მიერ შექმნილ ჯგუფებში გაწევრიანებით კი მათი საქმიანობის შესახებ მუდმივ საქმის კურსში ყოფნა შეიძლება.

ბევრ ქვეყანაში, Facebook_ის წყალობით, ადამიანის გაცნობის პრინციპი ც კი შეიცვალა. ტელეფონის ნომრის ნაცვლად ახლა სულ უფრო პოპულარული ხდება Facebook_ის პირადი მისამართების გაცვლა. თუმცა, რა სჯობს – უცნობისთვის ტელეფონის მიცემა თუ პირადი სურათებით, აზრებით, კომენტარებით და სხვა ინფორმაციით გაჯერებული გვერდის მისამართის – ეს უკვე ყველას ინდივიდუალური არჩევანია.

შემქმნელი

მარკ ცუკერბერგი 1984 წლის 14 მაისს, ნიუ იორკის შტატში, ქალაქ უაით პლეინში დაიბადა. ბავშობიდანვე გამოირჩეოდა ცნობისმოყვარეობით და მთელი სერიოზულობით შეისწავლიდა ანრიკურობას და ძველ ენებს. დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ, იგი, მისი ასაკის მოზარდების უმეტესობის მსგავსად, კომპიუტერული დაპროგრამების სამყაროთი დაინტერესდა. საგულისხმოა, რომ სამუშაო ენად მან არა Basic  თუ Pascal აირჩია, რომელიც დამწყებ  დამპროგრამებლებს შეეფერებათ, არამედ სერიოზული C++.

მეცხრე კლასში მან დაწერა თამაში, რომელსაც სახელად ,,რისკი” ერქვა , თუმცა წარმატებას მოგვიანებით, ნიუ პემპშირის სკოლა–ინტერნატში სწავლისას მიაღწია. მან შექმნა ერთგვარი დამატება Windows Media P layer_ისთვის, რომელიც მომხმარებლის გემოვნებიდან გამომდინარე, მათ მუსიკალურ რეკომენდაციას აძლევდა და საყვარელი მუსიკის სიებს ქმნიდა. ცნობისთვის:  კომპანია Apple_მა ეს ფუნქცია თავის iTunes_ს მხოლოდ 2008 წელს დაამატა. ცეკემბერგმა კი Facebooc_ის  გაშვებამდე გაცილებით ადრე გამოიგონა.

დამატებამ, რომელსაც Synapse ერქვა, მსხვილი კომპანიების ინტერესი მოიპოვა, რომელთა შორის იყვნენ WinAmp_ის მწარმოებელი Nullsoft და მისი უდუდებულესობა Microsoft. ახალგაზრდა გენიოსს გამოგონებისთვის 2 მილიონი დოლარი და უმაღლესი განათლების გარეშე სამსახურში აყვანა შესთავაზეს., თუმცა როგორც უცნაურ ადამიანებს შეეფერებათ, ცეკენბერგმა უარი თქვა ჰარვარდში ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო.

კარგად სწავლის გარდა, მან უნივერსიტეტის სერვერის გატეხვაც მოახერხა, სადაც სტუდენტების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ინახებოდა. ასეთი გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა ელექტრონული ცნობარის შექმნის იდეაზე. მოპოვებული სურათებით მან საიტი Facemash შექმნა, სადაც სტუდენტების ფოტოები წყვილ–წყვილად გამოდიოდა, მომხმარებელი კი ირჩევდა იმას, რომელიც მისი აზრით უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა.

ამ საქციელისთვის მან სერიოზული გაფრთხილება მიიღო, თუმცა იმავე კომისიამ ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ნიჭიერი კომპიუტერის სპეციალისტია. სწორედ ამ პერიოდში, ცეკერბერგს Facebook_ის შექმნის იდეა მოუვიდა, თუმცა თავიდან უფროსკურსელებთან ერთად, საიტზე ConnectU დამპროგრამებლად დაიწყო მუშაობა, რომელიც ჰარვარდის სტუდენტებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ამ პროექტიდან იგი მალე წამოვიდა, მსოფლიოს კი ცოტა ხანში სოციალური ქსელი Facebook მოევლინა. ცუკერბერგის პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ მარკმა იდეა მოიპარა, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში, დღემდე გაურკვეველია.

სტარტი

Facebook_ ის ამქვეყნად მოვლენის დღედ 2004 წლის 4 თებერვალი ითვლება. თავდაპირველად, ქსელი მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებზე იყო გათვლილი,  ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, რეგისტრაცია უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლოთ. სწორედ ამ დროს გახდა უკვე დამატებითი ფინანსური წყაროს მოძიება და ცეკენბერგი ინვესტორების ძიებას შეუდგა.

გაფართოვების აუცილებელი პირველი თანხა მას პიტერ ტილმა, კომპანია PayPal_ის ერთ–ერთმა დამაარსებელმა გამოუყო. 500 აღასი აშშ დოლარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა Facebook_ის დამაჯერებელი უახლოესი გეგმების ხორცშესასხმელად. ამის შემდეგ კი, პროექტის გაფართოება კიდევ უფრო დაჩქარდა. ინტერნეტში გაშვებიდან ნახევარი წელიც კი არ იყო გასული, როცა მის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონ ადამიანს მიაღწია.

2005 წელს განათლების სფეროს გაცდა და ნებისმიერ მსურველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მომხმარებლების ასეთი ინტერესი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ იმდროინდელი სხვა სოციალური წარმონაქმნებიდან განსხვავებით, Facebook რეალურად ნაცნობ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე იყო გათვლილი.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, პროექტს მისი შემქმნელებისთვის საერთოდ არანაირი მოგება არ მოჰქონდა. ჩანაფიქრში, ფული რეკლამას უნდა მოეტანა. რომელიც დეტალურად შევსებული, პირადი ინტერესების წყალობით, ინდივიდუალურად მოერგებოდა მომხმარებელთა შეფასების ჯგუფს. თუმცა, გარკვეული დრო, ქსელი მხოლოდდამხოლოდ იზრდებოდა.

იმ დროს, როცა მისი მომხმარებლების რაოდენობამ, 50 მილიონს გადააჭარბა, ცეკენბერგს პროექტის შეძენის არაერთი წინადადება შესთავაზეს. მაგალითად, კომპანია Yahoo! მზად იყო დამაარსებლისთვის 900 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა ცეკენბერგისთვის  ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.

2007 წელს Facebook_ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კომპანია Microsoft_მა ქსელის აქციების 1,6% 240 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც Facebook_ზე პირადად ბილ გეიტსი დარეგისტრირდა.  გარკვეული დროის განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათი გეიტსი სოციალური ქსელის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ესაუბრებოდა.  თუმცა, ბუნებრივია, ,,მსურველთა” რიცხვიც თანდათანობით იზრდებოდა, რაც საბოლოოდ მისი Facebook_ის  პროფილის გაუქმებით დასრულდა. რადგან იგი ფიზიკურად ვეღარ ასწრებდა ყველასთან ურთიერთობას. თუმცა გეიტსის წყალობით, სოციალურმა ქსელმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

სიახლეები და უპირატესობები

Facebook_ის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა კომპანიებისთვის საკუთარი პროგრამის შექმნის და სოციალური ქსელის ფარგლებში მათი დანერგვის შესაძლებლობების მიცემაში გამოიხატება. ამის წყალობით, ქსელი სხვადასხვა ტიპის პროგრამებით გამდიდრდა. კალენდრები და გამოკითხვები, მალე მინი თამაშების მთელმა არმიამ დაჩრდილა. ამის წყალობით, მათმა შემქმნელებმა უამრავი ფული იშოვეს. Facebook კი ამისთვის არანაირ თანხას არ ითხოვდა.

რეკლამის და სპონსორების გარდა, კომპანიის შემოსავლის წყარო რეალური საქონლის გაყიდვიდან მოსდის: ერთ–ერთი მომხმარებელი ყიდულობს მეორესთვის რაიმე ნივთს, ღებულობს კოდს და ამ კიდის საშუალებით ადამიანს Facebook_ის  პარტნიორი მაღაზიიდან ნივთის აღება შეუძლია.

დღეს

Facebook_ის რეალური ღირებულება ანალიტიკოსთა შორის დღემდე დავის საგანია. მისი ფასი 5_დან 15 მილიარდ დოლარამდე მერყეობს., თუმცა ბევრს ეს ვარიანტებიც ზედმეტად გავერილად ეჩვენება. საქმე კი ისაა, რომ კომპანიის შემოსავლები მის მიახლოვებით საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა კი მისი აქციების საჯარო გაყიდვაზე გატანა მინიმუმ 2012 წლამდე გადაავადა.  თავად კომპანიის ატმოსფერო დღემდე სამოყვარულო პროექტის შთაბეჭდილებას ტოვებს. მასში არ არსებობს დრეს–კოდი, სამუშაო დღე თავისუფალია, შემქმნელი კი სანდლებით გადაადგილდება. თუმცა, კომპანია Google_დან შერილ სენბერგის გადმოსვლის შემდეგ, სიტუაცია ოდნავ შეიცვალა და დისციპლინაც გამკაცრდა, Facebook კორპორაციად გარდაქმნის გზას დაადგა.

დროთა განმავლობაში მსგავსი პროექტების რაოდენობის მიუხედავად, ცეკერბერგის ქმნილება ინტერნეტში ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის პოზიციას მყარად ინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ერთ დღეს სოციალური ქსელების ბუმიც დასრულდება, მაგრამ Facebook, მისი მიზნობრივი ბუნებიდან გამომდინარე მუდამ იქნება, როგორც ტელეფონი, რომელიც ნორმად იქცა და ვეღარავინ ამჩნევს

© დიალოგი

One thought on “სოციალური ქსელი

  1. მშვენიერი პოსტია ილო

    რა თქმა უნდა, ერთ დღეს სოციალური ქსელების ბუმიც დასრულდება, მაგრამ Facebook, მისი მიზნობრივი ბუნებიდან გამომდინარე მუდამ იქნება, როგორც ტელეფონი, რომელიც ნორმად იქცა და ვეღარავინ ამჩნევს

    ეს ფრაზა მომეწონა განსაკუთრებით. ოდნოკლასიკიზეც ვყოფილვარ დარეგისტრირებული ახლაც ვარ მაგრამ არ ვხმარობ ხშირად. აი ფეისბუქის გარეშე აღარ შემიძლია მართლა.

    უკკვე იმაზეც დაიწყეს საუბარი რომ ნარკოტიკია და ა.შ. სერიოზული წარმატება ჰპოვა ფეისბუქმა საქართველოში, და პოსტს რაც შეეხება კიდევ ერთხელ გეტყვი ძალიან კარგია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s