რა? სად? როდის?

 

რა? სად? როდის? – ვლადიმერ ვოროშილოვის მიერ შექმნილი ინტელექტუალური თამაში. პირველად 1975 წლის 4 სექტემბერს გადაიცა ტელეეთერით, სადაც მონაწილეობას ორი ოჯახი ღებულობდა. გადაცემას ასეც ერქვა – „ოჯახური ვიქტორინა „რა? სად? როდის?”

ვლადიმერ ვოროშილოვი – ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ავტორი, ტელეგადაცემის “რა? სად? როდის?” შემქმნელი, რეჟისორი და წამყვანი. პროფესიით თეატრალური მხატვარი. 1989 – 2001 წლებში “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი. ვოროშილოვის გარდაცვალების შემდეგ საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა მისი ქვრივი – ნატალია სტეცენკო.

1976 წელი – „ოჯახური ვიქტორინა „რა? სად? როდის?” გადაკეთდა სატელევიზიო ახალგაზრდულ კლუბად – „რა? სად? როდის?”
1976 წელი – გადაცემაში ჩნდება ბზრიალა; ისარი ირჩევდა მოთამაშეს, რომელსად უნდა ეპასუხა შეკითხვისთვის

გადაცემის პირველი წამყვანი ალექსანდრე მასლიაკოვია

1977 წელი – წამყვანი გადადის კადრს მიღმა, ხოლო ბზრიალა ირჩევს მაგიდაზე განლაგებულ კონვერტებს და თამაშში კიდევ ერთი სიახლეა -პასუხის მოსაფიქრებლად ჩნდება 1 წუთი
1978 წელი- ვოროშილოვი ხდება კადრს მიღმა წამყვანი
1979 წელი – მოთამაშეებს პირველად უწოდეს მოაზროვნეები
1981 წელი – კლუბის პირველი ღირსეული ჯილდო – „ბუ” (ხისგან გამოთლილი)
1983 წელი – პირველი შავი ყუთი
1984 წელი – პირველი „ბროლის ბუ”
1986 წლის 24 ოქტომბერი გადაცემის პირველი პირდაპირი ეთერი
1993 წელი – მოაზროვნეები პირველად გამოჩნდნენ სმოკინგებით
2002 წელი – თამაშობენ სეზონურ ოთხ სერიას
1975 წლის სექტემბრიდან 2007 წლამდე 259 თამაში გაიმართა
მოაზროვნეებს დაუსვეს 2 962 შეკითხვა

წესები, პრიზები, და თვით გადაცემის და მოთამაშეების სახელწოდებები იცვლებოდა დროის მანძილზე. 1991 წლამდე პრიზების სახით რიგდებოდა ფასეული წიგნები. 1991 წელს გადაცემამ იცვალა სახე და გადაკეთდა “ინტელექტუალურ კაზინოდ”, სადაც “ზნატოკები” წინასწარ დებდნენ ფსონებს კითხვის გამოცნობაზე. ამ პრინციპმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ტელემაყურებელში, რის გამოც 2001 წლიდან მოთამაშეები ფულზე აღარ თამაშობენ.

რა?სად?როდის? საქართველოში

საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” დაარსდა 1994 წლის დეკემბერში. დღემდე კლუბს ხელმძღვანელობს გიორგი მოსიძე.

გიორგი მოსიძე (დ. 5 მაისი, 1972) – ქართველი ტელეწამყვანი, პოლიტიკოსი, ტელეშოუს “რა? სად? როდის?” ავტორი და წამყვანი, პ/გ ახალი მემარჯვენეები (ახლები)-ს მთავარი კომიტეტის წევრი და საერთაშორისო მდივანი, საქართველოს კლუბის “რა? სად? როდის?” პრეზიდენტი.

1978-89 წწ სწავლობდა თბილისის 183-ე საშუალო სკოლაში.

1989-95 წწ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

1994 წელს იყო თსსუ-ს სტუდენტური კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი და უძღვებოდა სტუდკავშირის დამფუძნებელ ყრილობას. 1994-95 წლებში იყო სტუდკავშირის გამგეობის წევრი და სტუდკავშირის სახელით ესწრებოდა თსსუ რექტორატის სხდომებს.

1995 წლის გაზაფხულზე თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საქართველოს სტუდენტ-მედიკოსთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც იყო 1995-96 წლებში.

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ექიმი-ინფექციონისტის სპეციალობით. 1995-96 წწ გაიარა ინტერნატურა ინფექციური პათოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში.

1991 წლის შემოდგომაზე თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თსსუ-ს “ინტელექტ-კლუბი”, რომელიც შემდგომში გაფართოვდა და 1994 წელს გარდაიქმნა საქართველოს კლუბად “რა? სად? როდის?”.

1996 წლის 6 ოქტომბერს ეთერში პირველად გავიდა ტელეგადაცემა “ინტელექტ-კლუბი – რა? სად? როდის?”, რომლის ავტორი და წამყვანიც იყო გიორგი მოსიძე. 1996-2000 წლებში “ინტელექტ-კლუბი” ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე, 2000-02 წლებში “მე-9 არხზე”.

2000 წელს მოიგო სამხრეთ კავკასიის I ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “Jeopardy!” (ფინალში დაამარცხა აზერბაიჯანელი “მოაზროვნე” როვშან ასკეროვი).

2001-05 წლებში იყო “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის წევრი და სამხრეთ კავკასიის კოორდინატორი.

2007 წლის ზაფხულში გიორგი მოსიძემ და ლაშა კილაძემ დააფუძნეს პროდიუსერული ცენტრი “GameTV”, რომელიც ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო პროგრამის ”რა? სად? როდის?” (“Что? Где? Когда?”) წარმოების ექსკლუზიურ უფლებას.

2008 წლის 13 იანვრიდან განახლებული ელიტარული კლუბი “რა? სად? როდის?” ეთერში გადის “რუსთავი–2″–ზე.

გამოყოფენ თამაშის 2 ნაირსახეობას:
სატელევიზიო „რა? სად? როდის?“
სპორტული „რა? სად? როდის?“

რა? სად? როდის? (სპორტული ვერსია)

სპორტული რა? სად? როდის? — ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სპორტული ნაირსახეობა, როდესაც თამაშში ერთდროულად მონაწილეობს რამდენიმე (2-დან 100-მდე) გუნდი. ყველა გუნდს დაესმება ერთიდაიგივე შეკითხვა ერთდროულად. მოსაფიქრებელი წუთის გასვლის შემდეგ გუნდები ფურცელზე წერენ პასუხს და აბარებენ ჟიურის. გარკვეული რაოდენობის კითხვების (როგორც წესი 12-15 შეკითხვა ერთ ტურში) გაჟღერების შემდეგ, ჟიური (წამყვანი) აცხადებს გამარჯვებულს, რომელსაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი დაუგროვდა.

საქართველოს პირველი ჩემპიონატი სპორტულ „რა? სად? როდის?“-ში გაიმართა 1995 წელს. საქართველოს ჩემპიონები:

1995 — „ინტერფერონი“ (თბილისი), კაპ. ვალიკო ლობჟანიძე, ლიდერი: გიორგი ნაკაშიძე
1996 — „პარაბელუმი“ (თბილისი), კაპ. ლევან ნამორაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ცოტნე მირცხულავა, ირაკლი თოდრია
1997 — „გრაალი“ (თბილისი), კაპ. გედევან ფოფხაძე, ლიდერები: ნიკა გვარამია, ცოტნე მირცხულავა, ირაკლი თოდრია
1998 — „მხიარული როჯერი“ (ქუთაისი), კაპ. გიორგი მიქელთაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ლაშა კილაძე
1999 — „მხიარული როჯერი“ (ქუთაისი), კაპ. გიორგი მიქელთაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ლაშა კილაძე, ზურაბ მაღრაძე
2000 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ზურაბ მაღრაძე
2001 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ზურაბ მაღრაძე
2002 — „მესამე გზა“ (თბილისი), კაპ. ბესიკ ბუთურიშვილი, ლიდერები: ვახტანგ ელერდაშვილი, გიორგი ლაშხი
2003 — „მესამე გზა“ (თბილისი), კაპ. ბესიკ ბუთურიშვილი, ლიდერები: ვახტანგ ელერდაშვილი, გიორგი ლაშხი
2004 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ნიკა გვარამია, ზურაბ მაღრაძე
2005 — „ინკოგნიტო“ (თბილისი), კაპ. თემურ დანელია, ლიდერები: ირაკლი თოდრია, ლევან თოფურიძე, გიორგი მარქარიანი
2006 — „პენტიუმი“ (სოხუმი), კაპ. დავით რაფავა, ლიდერები: ია მეტრეველი, თემურ პაპასქირი, გოგა ტარიელაშვილი
2007 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. გიორგი ბაქრაძე, ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურაბ მაღრაძე, ლევან ჩხეიძე
2008 — „მიმინო“ (თბილისი), კაპ. გიორგი ლომიძე, ლიდერები: ლაშა კილაძე, მიხეილ ბრეგვაძე
2009 — „კოზა ნოსტრა“ (ქუთაისი), კაპ. კახა მაჩიტიძე, ლიდერები: სერგო თევდორაძე, გიორგი ჭეიშვილი

თბილისის ახალგაზრდული ლიგა (FG)

2008 წელს ფორუმ Gametv.ge_ს ბაზაზე შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი F.G. (Forum Games) ილია ლეჟავას ხელმძღვანელობით. ჯგუფი ახალგაზრდა ინტელექტუალებით იყო დაკომპლექტებული და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა არაოფიციალურ ტურნირებს ინტელექტუალურ თამაშებში.

2008 წლის თებერვალში, F.G. ჯგუფის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, საფუძველი ჩაეყარა  რეგულარულ ახალგარდულ ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში რა?სად?როდის? (სპორტული ვერსია), რომელიც ემსახურებოდა საქართველოში ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვას და პოპულარიზაციას, ქვეყნის სტუდენტი–ახალგაზრდების ინტელექტუალური დონისა და ერუდიციის ამაღლებას, მათ მომზადებას ინტელექტუალური საერთაშორისო შეჯიბრებებისა და სატელევიზიო თამაშებისთვის. ტურნირში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სკოლების მოსწავლე ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა 16 გუნდმა. პირველივე სეზონი უმაღლეს დონეზე ჩატარდა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალურად ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის წამყვანი ქართველი რედაქტორების მიერ მომზადდა უმაღლესი დონის კითხვების კრებული. პირველი არაოფიციალური შეჯიბრების გამარჯვებული გახდა გუნდი ,,არგონავტები“. კაპიტანი გ.ტუღუში.

2009 წელს კვლავ F.G. ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა არაოფიციალური ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე სეზონი რომელიც მიმდინარეობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მიუხედავად დიდი დაინტერესებისა რომელიც გამოიხატა იმაში რომ მონაწილეობის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია გაიარა 25_ზე მეტმა გუნდმა, შესაძლებელი გახდა მხოლოდ 16 უძლიერესი გუნდის შერჩევა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დამზადებული სიგელები და F.G._ს გარდამავალი თასი. იმავე წელს გაიმართა F.G. სუპერ თასის გათამაშება რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა რეგიონის (გურია, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, სამტრედია და ა.შ.) ახალგაზრდულმა გუნდებმა

2009 წლის 27 ივნისს, Forum Games ჯგუფის ორგანიზებით, პირველად საქართველოში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრება საიტებს შორის. ჩემპიონატს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში. დარეგისტრირდა 20_ზე მეტი საიტი და ფორუმი (www.forum.ge www.ucnauri.com. www.teen.ge www.Georock.ge www.tbiliso.ge www.church.ge www.gol.ge www.pirvelebi.ge და ა.შ.) სპეციალურად ამ ტურნირისთვის, საქართველოში მოქმედ სამ უძლიერესი რედაქტორის (ვახტანგ ელერდაშვილი, ირაკლი ნაზღაიძე, ირაკლი გუნია) მირე შეიქმნა 40 კითხვიანი კრებული, პაკეტი რომელიც დღემდე ითვლება სქართველოში შექმნილ საუკეთესოდ კითხვების კრებულად და რომელიც უკვე ითარგმნა რუსულ ენაზე სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებისთვის.

გაწეული მუშაობის და მიღწეული წარმატებების შემდეგ, F.G. ჯგუფს 2010 წლის თებერვალში, საქართველოს  ინტელექტ კლუბ რა?სად?როდის? პრეზიდენტის ბატონ გიორგი მოსიძის თხოვნით,  დაევალა პირველი, ექსპერიმენტალური თბილისის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ორგანიზება. 6 მაისს სტარტი აიღო თბილისის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ სეზონმა რომელშიც 44_მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რეგულარული ჩემპიონატი ორ – უმაღლეს და პირველ ლიგად იქნა დაყოფილი. ტურნირს მასპინძლობდა საქართველოს უნივერსიტეტი. თბილისის ახალგაზრდული ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო ასევე რეგიონების სხვადასხვა გუნდებმა რომლებიც სპეციალურად ამ თამაშებბისთვის ჩამოდიოდნენ თავიანთი რეგიონებიდან. ამჟამად მიმდინარეობს თბილისის ახალგაზრდული ლიგის მეორე ოფიციალური სეზონი.  ჩემპიონატის მასპინძელია ილიას სახელმწიფო უნიბერსიტეტი.

თბილისის ახალგაზრდული ლიგის საიტი: http://www.fg.tbiliso.ge

თბილისის აზალგაზრდული ლიგის გამარჯვებულები:

2009 წელი: უმაღლესი ლიგა –,,არგონავტები” კაპ. გიორგი ტუღუში.
2010 წელი : (მიმდინარე სეზონი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s