50 ფილმი რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ

მაქსიმალურად ვეცადე ობიექტური ვყოფილიყავი, სიაში შეყვანილი ფილმების უმრავლესობა მეც ძალიან მიყვარს მაგრამ არის ისეთებიც რომლის ნახვაც უბრალოდ აუცილებელია, აი თუ რატომ? – ნახეთ და მიხვდებით 😛 მოკლედ გადახედეთ ჩემს მიერ შერჩეულ 50 ფილმის სიას, თუ რომელიმე ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი – თავად იცით როგორც უნდა მოიქცეთ 🙂 კომენტარებში კი შეგიძლიათ მიაწეროთ ის ფილმები რომელიც  მე გამომრჩა მაგრამ თვლით რომ აუცილებელია ადამიანმა თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც იხილოს

ნათლიმამა – ფრენსის ფორდ კოპოლა
ერთხელ ამერიკაში – სერჯიო ლეონე
ნაიარევი სახე – ბრაიან დე პალმა
ცხოვრება მშვენიერია – რობერტო ბენინი
უკანასკნელი იმპერატორი – ბერნარდო ბერტოლუჩი
სილამაზე ამერიკულად – სემ მენდესი
ამელი – ჟან–პიერ ჟენე
ემანუელა – ჯო დამატო
სალო, ანუ სოდომის 120 დღე – პიერ პაოლო პაზოლინი
შინდლერის სია – სტივენ სპილბერგი
რექვიემი ოცნებაზე – დარენ არონოფსკი
რიგითი რაიანის გადასარჩენად – სტივენ სპილბერგი
შერეკილები – ელდარ შენგელაია
ნატვრის ხე – თენგიზ აბულაძე
მონანიება – თენგიზ აბულაძე
ლეგენდა პიანისტზე – ჯუზეპე ტორნატორე
ქალის სურნელი – მარტინ ბრესტი
21 გრამი – ალეხანდრო გონსალეზ–ინიარიტუ
მექანიკური ფორთოხალი – სთენლი კუბრიკი
ამადეუსი – მილოშ ფორმანი
თმები – მილოშ ფორმანი
იესო სუპერ ვარსკვლავი – ნორმან ჯუისონი
მამაცი გული – მელ გიბსონი
კაბარე – ბობ ფოსე
კარგი, ცუდი, ბოროტი – სერჯიო ლეონე
ლიფტი ეშაფოტზე –
როკო და მისი ძმები – ლუკინო ვისკონტი
მაკრატელხელება ედვარდი – ტიმ ბარტონი
ორასი წლის ადამიანი – ქრის კალამბუსი
პერსონა(1966) – ინგმარ ბერგმანი
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა – მილოშ ფორმანი
ლოცვა ბობისთვის – რასელ მალკახი
მოკლე ფილმი მკვლელობაზე – კრჟიშტოფ კიშლოვსკი
გაქცევა შოუშენკიდან – ფრენკ დარაბონტი
უსახელო ნაბიჭვრები – კვენტინ ტარანტინო
მაკულატურა – კვენტინ ტარანტინო
რეი – თეილორ ჰექფორდი
დოგვილი – ლარს ფონ ტრიერი
წაიკითხე და დაწვი – ჯოელ ქოენი
პატარა – ჩარლზ ჩაპლინი
უძილობა – ქრისტოფერ ნოლანი
ეშმაკის ადვოკატი – თეილორ ჰექფორდი
ფორესტ გამპი – რობერტ ზემეკისი
წვიმის კაცი – ბარი ლევინსონი
ჯუმანჯი – ჯო ჯონსთონი
ნიღაბი – ჩაკ რასელი
ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს – ბობ რეფელსონი
ბეტმენი – ტიმ ბარტონი
ინტერვიუ ვამპირთან – ნილ ჯორდანი
იესო ნაზარეთიდან – ფრანკო ძეფირელი

45 thoughts on “50 ფილმი რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ

  1. მართლაც რომ “აუცილებლად სანახავ ფილმთა” სიააა… 😉 დავამატებდი: “მოდილიანი”, პოლინსკის – “პიანინსტი”, ლუკ ბესონის – “მეხუთე ელემენტი”, Notebook, August Rush, City Light… ნუ ჰიჩკოკის და ჩაპლინის ფილმები ყველა უნიკალურია და არ უნდა გამოვტოვოთ… 🙂

  2. ხო, ალვათ მიხვდი რომ ჩარჩო (50 ფილმი) არ ეყო 😉 შენი ჩამოთვლილი ფილმებიც მართლაც რომ შედევრებია 😉

    • საერთოდ არ ვთვლი რომ ავგუსტ რაში და ნოუთბუქი შედევრებია არათუ 50 ფილმში შესაყვანი)) მაგრამ ერთი კითხვა მაქვს ბერტოლუჩის მეცონებენი არ შედის და ამერიკული სილამაზე რატომ მოგწონს იქნებ ამიხსნა რაა)

  3. სოლარისიიიიიი
    ვაიმე ვაიმე მიყვაარს ტარკოვსკიი 🙂
    აი ფინჩერი კი კარგია მაგრამ რავი, თავიდან რომ ვწერდე მაინც არ შევიტანდი მის ფილმს 50 საუკეთესოში 😉

  4. არჩევა გამიჭირდებოდა, მაგრამ სოლარისი-სტალკერიდან ერთ-ერთს შევიყვანდი. ფინჩერს რაც შეეხება, მანდ ობიექტური ვერ ვიქნები, ჩემი გავორიტი რეჟისორია და 50 -ეული რომ შემედგინა მინიმუმ ორ ფილმს ჩავწერდი 😀

  5. მაინც უფრო სოლარისი 🙂
    ფინჩერის ალბათ უფრო ბოლო ნამუშევარი 🙂 თან წუხელ გლობუსზე დააფასეს ხო? 🙂

  6. რამდენიმე ვიცი აქედან, და ისინი ზეობაა, თუმცა მეორეჯერ ყურების თავი არ მაქვს.
    მოკლედ, ჩემი კინოები არ არის.

  7. კარგი სიაა… მოდილიანი და ქარწაღებულნი აკლია, კიიდევ მალენა, თვითმკვლელი ქალიშვილები, ქალის სურნელი, ტერმინალი… :)))))))))

  8. dzalian kargi pilmebia magram ieso qriste super varskvlavi amoige gtxov. daamate mcvane biliki. shemodgoma new yorkshi. shemodgomis legendebi. me semi var. gadaixade cinascar sami samze. ise natlia pirveli ro giceria jigari xar. magas pilmi ar jobia

  9. + “გაქცევა შოუშენკიდან” ( ეს ფილმი მთელ მსოფლიოში – “ყველა დროის საუკეთესო ფილმადაა” აღიარებული) , “ქალის სურნელი”, “ბრწყინვალე გონება”, გლადიატორი”, “ლოურენს არაბი”, “ლეონი” … კარგ ფილმებს რა გამოლევს, მაგრამ ეს ფილმები აუცილებლად შესაყვანია ნებისმიერ სიაში .

  10. მე მაგალითად ”ხელოვნურ ინტელექტს” დავამატებდი, და კიდევ “shutter island”-ს

  11. Lasha Koncelidze , ” იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი” ამოიღოს? მოდი რა ჯერ დაფიქრდი რაებს დაწერ…შენ თუ ამ მიუზიკლს ვერ აფასებ ეგ შენი პრობლემაა, და სხვას ამ ფილმის მიმართ აგრესიას ნუ უღვიძებ.. ყველა დროის შედევრია ეგ ფილმი…

  12. მართალია, ,,რვანახევარი” და ,,პროფესია რეპორტიორი” გამახსენდა მეც. ისე ეს ყველაფერი პირობითია, გემოვნების საკითხია და ზოგჯერ დროისაც. სხვადასხვა ვითარებაში შეიძლება სხვა ნაწარმოები იყოს აქტუალური.

  13. რავიცი შერეკილების ნახვამ გამაკვირვა საუკეთესო 50 ფილმში. … თუმცა საბოლოო ჯამში ნორმალური სიაა მე დავამატებდი პიანისტს, მოდილიანს, გლადიატორს, ზეციურ სამეფოს…

  14. მიხარია, რომ ფორესტ გამპი არ ,,გამომიტოვე.” დავამატებდი ,,პიანისტს”, ,,შეშლილთა კუნძულს” , მგონი არც ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” გაქვს, მოკლედ, ძალიან ბევრია და რაოდენ რომანტიკულიც არ უნდა იყოს ,,ქარწაღებულნიც” უნდა ნახოს კაცმა. და საერთოდ, ჩემი აზრით, 50 ფილმი ძალიან ცოტაა, გაცილებით მეტი და მეტი :))))))

  15. ძალიან მაგარი ფილმებია ) მაგრამ გამიკვირდა ჩამონათვალში შინდლერის სია როვერ ვიპოვე ) 1 ადგილზე უნდა იყოს შინდლერის სია-სტივენ სპილბერგი ) ვინც ოდესმე ერთ სიცოცხლეს გადაარჩენს, გადაარჩენს მთელ მსოფლიოს ! ❤

  16. ინტერსტელარი, დასაწყისი, ღრუბლის ატლასი და ავრორა. ამ ფილმებს დავამატებდი აუცილებლად ❤ შედევრია ყველა მათგანი უდაოდ…

  17. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა ” ულანასკნელი სამორაი” რომ არ იყო სიაში

Leave a reply to ანონიმური კომენტარის გაუქმება