ბრნო თუ თბილისი?

26–27 ნოემბერი შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან თარიღად შევიდეს. საქმე ის გახლავთ, რომ დღეს  სერბეთის დედაქალქ ბელგრადში მუშაობას შეუდგა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა, რომელიც განიხილავს  ორი ქვეყნის, საქართველოს და ჩეხეთის მიერ წარდგენილ პროექტს. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალის მასპინძლის ბედი ხვალ, კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,  რომ ბრნო ამ უფლების მოპოვებას ჯერ კიდევ 2007 წლიდან ცდილობს. ჯერ იყო და კომიტეტმა 2011 წლის ფესტივალის მასპინძლობა ტრაპზონს დაუთმ, ხოლო 2013 წლის თამაშებისთვის ბრძოლაში ჰოლანდიურ უტრეხტი გამოიყვანა გამარჯვებულად. იმედს ვიტოვებთ ხვალ ეს შედეგი გასამდება და ბრნოს ამჯერად თბილისთან მოუწევს ფარხმალის დაყრა.

დღეს და ხვალ, ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წინაშე ჯერ ზამთრის 2015 წლის კანდიდატი ქალაქები – სარაევო (ბოსნია) და ავსტრია-ლიხშტენშტეინი (ერთობლივი განაცხადი) წარსდგებიან პრეზენტაციით, შემდეგ ზაფხულის ფესტივალის მსურველები – თბილისი და ბრნო.

”ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს სპეციალისტები მცირე ოლიმპიადასაც კი უწოდებენ და მისი მასპინძლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყოა. როდესაც სეოკ-ის პრეზიდენტად ამირჩიეს, სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი თბილისელთათვის ამ შეჯიბრის ჩუქებაც იყო.
სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, “თბილისი-2015”ის პროექტზე მუშაობას შევუდექით და თბილისში ევროპის არაერთი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსანი მოვიწვიეთ, მათ შორის ეოკ-ის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, რომლებიც ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ.
ბუნებრივია, შეხვედრებს ჩემს ევროპელ კოლეგებთან აქაც განვაგრძობთ და ვცდილობთ, თბილისის კანდიდატუტურა მათთვის კიდევ უფრო მომხიბვლელი გავხადოთ. ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ თბილისს რეალურად შესწევს ძალა ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლოს.
კარგად ვაცნობიერებთ თუ რაოდენ რთულ საქმეს შევეჭიდეთ და საბოლოო წარმატების იმედიც გვაქვს. აქვე ავღნიშნავ, რომ ბრნოს სახით ძალზედ სერიოზული კონკურენტი გვყავს, მაგრამ იმედია ფორტუნა ჩვენ გაგვიღიმებს” – განუცხადა გაზეთ ,,მსოფლიო სპორტს” სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.

წილისყრამდე, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის კანდიდატ ქალაქებს, რეგლამენტის მიხედვით, პრეზენტაციისთის 20-25 წუთი აქვთ, რათა ასამბლეის მონაწილეებს თავი მოაწონონ.
”თბილისი-2015”-ის პრეზენტაციას ნუგზარ რუხაძე წარუძღვება. ევროპის ოლიმპიურ ოჯახს საქართველოს დედაქალაქიდან მიესალმება ქვეყნის პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ კი ხმის უფლების მქონე დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ჩვენი ქვეყნის მოზარდთა თაობის სახელით ანა ბარამიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა და სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე.
პრეზენტაცია შუალედებში გაჯერებულია ქართული ფოლკლორული ელემენტებით, კლიპებით თბილისის სპორტული ინფრასტრუქტურისა და ზოგადად ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ, და სპეციალურად “თბილისი-2015”-ზე შექმნილი სიმღერით, რომელსაც დუეტი “ჯორჯია“ ცოცხლად შეასრულებს.

პროექტი ,, თბილისი 2015 “

 

1.1. აღწერეთ კანდიდატი ქალაქი და მისი რაიონები, მისი მახასიათებლები, მდგომარეობა, მოსახლეობა, ამინდი და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, მოკლედ განსაზღვრეთ შემოთავაზების უმთავრესი კონცეპცია, თუ როგორ გააერთიანებს ის კანდიდატ ქალაქს და მის რაიონებს.

თბილისი საქართველოს დედაქალაქია, საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, თბილისის კოორდინატებია 41°43`0“N44°47`0“E; 41.71667° N44.78333°E. თბილისის ტერიტორია შეადგენს 500 კვადრატულ კილომენტრს, იგი მოიცავს 150 კილომეტრ პერიმეტერს.

ქალაქის საშუალო ამაღლების დონე არის დაახლოებით 550 მეტრი, საშუალო წლიური ტემპერატურა თბილისში შეადგენს-12.7 გრადუსს, საშუალო წლიური ნალექების დონე-505 მეტრს.

საქართველოს ისტორია მოიცავს 3000 წელს, ზოგადად კავკასია და კერძოდ საქართველო ყოველთვის იყო მსოფლიო ცივილიზაციების და რელიგიების ურთიერმაკავშირებელი ადგილი.

არქეოლოგიური გათხრებით მტკიცდება, რომ თბილისი 5-6 ათასი წლის წინ იყო დასახლებული ადგილი და უძველესი დროიდიან ის აკავშირებდა აღმოსავლეთს დასავლეთთან, ვინაიდან მასზე გადიოდა აბრეშუმის გზა, იგი საქართველოს დედაქალაქი მე-6 საუკუნეში გახდა, მას შემდეგ რაც იგი აღმოაჩინა მეფე ვახტანგ გორგასალმა (452-502). თავისი არსებობის მანძილზე თბილისს ბევრი დამპყრობელი ესხმოდა თავს, თუმცა ის ყოველთვის ახერხებდა თვითმყოფადობის შენარჩუნებას. თითოეული დამპყრობელი თავის კვალს ტოვებდა ქალაქზე, ასე შეიძინა თბილისმა მრავალფეროვანი და მრავალკულტურული ქალაქის იმიჯი, რომლითაც ის ასე ცნობილია.

მეცნიერული კვლევების მიხედვით თბილისი სათავეს ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იღებს. მისი აღმასვლა დაიწყო მას შემდეგ რაც იგი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდა. სწორედ მას შემდეგ იქცა იგი კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ, პოლიტიკურ და სავაჭრო ცენტრად.

შუა საუკუნეებში, ქალაქმა გეზი დასავლეთისკენ აიღო, რაც მის არქიტექტურასა და კულტურაში გამოიხატებოდა, მაგრამ მას არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა ქრისტიანობის შენარჩუნებისათვის. Mმდებარეობდა რა დასავლეთის და აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე, თბილისმა თავის თავში ჩამოაყალიბა დასავლური და აღმოსავლური კულტურა.

ამჟამად ის არის ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი სამხრეთ ევროპაში, მან შეძლო წარმოეჩინა თავისი საუკეთესო ისტორიული რელიქვიები და წარმოაჩინა თავის როგორც შთამბეჭდავმა ისტორიულ-კულტურულმა მონუმენტმა. 21-ე საუკუნეში თბილისი კვლავ აკავშირებს დასავლეთს და აღმოსავლეთს, ქალაქს მართავს თბილისის მერია და საკრებულო, რომელიც რამოდენიმე სტრატეგიულ -ადმინისტრაციულ ერეთულებადაა დაყოფილი.

თბილისის მოსახლეობის 85 % მართლმადიდედებელი ქრისტიანია, საქართველოს მოსახლეობა ქრისტიანად მე-4საუკლუნეში მოინათლა, ლეგენდის მიხედვით საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, 325-326 წლებში,წმინდა ნინო მოვიდა საქართველოში კაბადოკიიდან და მოიტანა ქრისტიანობა, წმინდა ნინომ პირველი ქრისტიანული ჯვარი ვაზისგან გააკეთა და თავისი თმით შეკრა, ამ ჯვარის ნახვა სიონის ტაძარშია შესაძლებელი.

ქართველმა ხალხმა უნიკალური ქრისტიანული ლიტერატურა,საეკლესიო არქიტექტურა და ფერწერა შექმნა, ააშენა ქართული ეკლესია-მონასტრები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც- პალესტინაში, საბერძნეთში, სირიაში, ბულგარეთში და ა.შ.

1, 400000, თითქმის საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს თბილისში. იგი საქართველოს პოლიტიკური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, მეცნიერების, კულტურული და სპორტული ცენტრია. თბილისში არის 90 მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი, 30 თეატრი, 88 ინსტიტუტი და უნივერსიტეტი სადაც 80 000 –მდე სტუდენტი სწავლობს. ქალაქშია 200 საშუალო სკოლა და ასობით სპორტული დარბაზი.

ამჟამად 50 ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, დაახლოებით 300 მსოფლიო ჩემპიონი და პრიზიორი ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.
ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, სხვადასხვა რელიგიური ცენტრები ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ფუნქციონირებს, საქართველოს ქალაქის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი მოსახლეობაა, 100-მდე ეროვნების ადამიანი დედაქალაქი ცნობილია თავისი რელიგიური ტოლერანტობით და სტუმართმოთმოყვარეობით.

ასობით ათასობით ტურისტი სტუმრობს საქართველოს და მის დედაქალაქს, ეცნობიან მის ღირსშესანიშნეობებს.

თბილისის ყოველწლიურად მასპინძლოიბს საერთაშორისო კონგრესს, სიმპოზიუმებს, სამეცნიერო კონფერენციებს, მუსიკალურ, თეატრალურ და ფილმის ფესტივალებს, სპორტულ შეჯიბრებებს და მრავალ სხვა სპორტულ ღონისძიებებს. 2009 წელს ჩემპიონატი ძიუდოში და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა საქართველოს დედაქალაქში.
ევროპის ახლგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები მართლაც რომ ისიამოვნებენ თბილისის კლიმატით. ივლისში საშუალო ტემპერატურა შეადგენს 25-32 გრადუსს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დიდი მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება რომელიც ჩატარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ ფესტივალისათვის მზადება და მისი კეთილმოწყობა საქართველოს სრული ინტეგრაციის პროცესის ნაწილი გახდებოდა ევროპის სპორტულ და ოლიმპიურ სტრუქტურებში.

350 000 თბილისის მაცხოვრებელმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით გამოხატა თავისი სრული მხარდაჭერა მოთხოვნაზე ხელის მოწერით, რომ 2015 წლის ევროპის ახლგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალ ჩატარებულიყო თბილისში.

1.2. რა არის თქვენი შეთავაზების მოტივაცია და რა სარგებლობის მომტანი იქნება ევროპის ახლგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა ქალაქისათვის და მთელი რეგიონისათვის.

თბილისის ამბიცია, რომ უმასპინძლოს 2015 წლის ევროპის ახლგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს განპირობებულია მისი სასიცოცხლო პოტენციალით და მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორებით.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება სპორტის და ახალგაზრდული საქმეების და განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან. შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ სპორტის და ახალგაზრდული საქმეების სამინისტრო მოამზადებს 3 500 მოხალისეს, რომლებიც ფლობენ ინგლისურს და ფრანგულ ენებს, მაშინ როცა განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოამზადებს 300 კვალიფიციურ ინგლისური და ფრანგული ენების გიდს და თარჯიმანს.

1990 წელს კომუნისტური იმპერიის რღვევის შემგედ, რასაც ეკონომიკური და ფინასური კრიზისი მოჰყვა, საქართველოში 5-6 წელში ეკონომიური აღმავლობა დაიწყო. Qქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, მისი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად იზრდება, სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს სპორტის განვითარებას, ყველას შეუძლია ჩაერთოს მოძრაობაში “სპორტი ყველასათვის”.

საქართველოს და განსაკუთრებით თბილისს აქვს მდიდარი სპორტული და ოლიმპიური ტრადიციები. საქართველო 33 ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულის და 420 მსოფლიო და ევროპული ჩემპიონის სამშობლოა. ახალგაზრდა ქართველმა სპორცმენებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც ზაფხულში ჩატარდა და 250 სპორცმენიდან ყოველი მეხუთე პრიზიორი გახდა.

ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის პრივილეგიას გაეცნობიან როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მაცხოვრებლები. ეს არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერა, რომელიც ისწრაფვის გახდეს ევროპის ოლიმპიური საზოგადოეების ნაწილი.

გარდა დიდი პატივისა და პასუხისმგებლობისა, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება სპორტულ ცხოვრებაში და ბევრ ახალ ტალანტს გვაპოვნინებს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი არა მარტო სასარგებლო იქნება ქალაქისათვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის, რადგან ახალგაზრდები, ვინც ჩასრთული იქნებიან მისი მზადებასა თუ წარმართვაში, იქნებიან ეს ლიდერები, ორგანიზატორები, მენეჯერები თუ მოხალისეები, ექნებათ შანსი მიიღონ ის დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წაადგებათ მათ მომავალ საქმიანობაში.

ყოველ საღამოს სპორცემენბს შეუძლიათ მოუსმინონ პოპულარულ ქართველ შემსრულებლებს, დაერწრონ სულ ცოტა 2 წარმოდგენას თეატრში, ისინი ეწვევიან საქართველოს ეროვნულ და ხელოვნების მუზეუმებს, შეხვდებიან სკოლის მოსწავლეებს და გაცვლიან ინფორმაციას.

სტუმრები დროს მთაწმინდის პარკში, აქვა-პარკში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე გაატარებენ. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ბარებსა და ღამის კლუბებში ახვლედიანის ქუჩაზე.

ევროპის ახლგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში დადებითად აისახება EOჩ-სა და ოლიმპიზმზე :

• სპორტისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნება რესურსების ბიუჯეტის რაციონალურად გამოყენების გზით

• ევროპის ახალგაზრდებს შორის უფრო მეტად ჰარმონიული და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

თბილისის მარშუტები

არ უნდა გამოტოვოთ თბილისის მარშუტები, როდესაც მთაწმინდაზე და ნარიყალაზე ადიხარ, გეუდლება შეგრძნება რომ დაფრინავ ქალაქის თავზე, ეს უნდა საკუთარ თავზე გამოსცადოთ რათა შეიგრძნოთ თუ რა არის სიცოცხლე და რას გთავაზობთ თბილისი.

მთაწმინდა

ამჟამად მთაწინმდაზე ასვლა შესაძლებელია კომფორტული კეთილმოწყობილი ბილიკით, მთაწმინდის მარშუტი ნარიყალას გაგრძელებაა, იგი იწყება სოლოლაკიდან და მთავრდება მთაწმინდის პარკთან.

მოკირწყლული ბილიკი განათებულია და ეს შესაძლებლობას გაძლევთ ღამითაც ისეირნოთ. ბილიკზეა სკამები, რუკები, ნაგვის ურნები და სპეციალურად მოწყობილი სავარჯიშო კუთხეები.ქვემოდან ზემოთ ასვლა ფიზიკურად კარგად მომზადებული ადამიანისთვისაა უფრო შესაძლებელი, მაგრამ მთაწმინდადან დაშვება საკმაოდ კომფორტულია.

ასე რომ ვთავაზობთ შეყვარებულებს, ტურისტებს, თბილისილებს და სტუმრებს ეწვიონ მთაწმინდას და დატკბნენ ქალაქის ლამაზი ხედებით.

ნარიყალა

ტურისტული მარშუტი ნარიყალა მართლაც დაუვიწყარი იქნება, იგი მოიცავს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ციხესიმაგრე ნარიყალას, ზედა და ქვედა ბეთლემიის ეკლესიებს (XVIII საუკუნე) კლდისუბანის წმინდა გიორგის ეკლესიას (XVIII საუკუნე)-ქართულ-სომხური სურფ -გევორქს, (XVIII საუკუნე)

ქრისტიანული ეკლესიები, მუსულმანური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა, და ცეცხლთაყვანისმცემლების სალოცავი “ათეშგა” ერთმანეთის გვერდით დგას. თბილისის ვიწრო ქუჩები და გოგირდის აბანოები გულგრილს არავის დატოვებს.

მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ეთნოგრაფიული მუზეუმი გაერთიანებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, იგი დაარსა ეთნოგრაფიის ფუძემდებელმა-Gგიორგი ჩიტაიამ 1966, 27 აპრილს , 1987 წელს მუზეუმს მისი სახელი ეწოდა.

კავასიაში პირველი ღია მუზეუმი მდებარეობს მთაწმინდის ჩრდილოეთ ქედზე ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის. იგი განლაგებულია 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, აქ არის საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობები (გეგმის ავტორია-ლონგიროზ სუმბაძე) მუზეუმში გამოფენილია 8000-მდე საოჯახო დანიშნულების და ხელითნაკეთი ნივთი.

ავტობუსის ტური

მზიან დღეებში სტუმრები ქალაქის ცხოვრების რიტმს ბოლომდე შეიგრძნობენ, ავტობუსის ტური მათ საშუალებას მისცემს თბილისის ღისშესანიშნაობები დაათვალიერონ, ავტობუსი ჩაივლის თბილისი ისტორიულ უბნებს სადაც ყველაფერს პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული და იტაცებენ თვალს ძველი არქიტექტურის ნიმუშებით. თბილისის ძველ უბენებში არის აზიაური კულტურის ნაზავი, თბილისის ხის აივნები სწორედ აზიური კულტურის მახასიათებელია.
გოგირდის აბანოები არის შეკრების და განტვირთვის ადგილი. სტუმრებს ერთი შეხედვითაც შეექმნებათ შთაბეჭდილება თბილისზე, როცა ავტობუსი გაივლის მანძილს ავლაბრიდან ფილარმონიამდე და ჩაუვლის ბარათაშვილის ხიდს, რუსთაველის პროსპექტს (ეს არის ცენტრალური პროსპექტი) და თავისუფლების მოედანს. ბარათაშვილის ხიდზე სტუმრებს ეგებებიან შეყვარებული წყვილების ქანდაკებები და ძველი თბილისი ლამაზი ხედიც იშლება მათ წინ მეტეხის ულამაზესი პანორამით და ნარიყალას ციხესიმაგრით. რუსთაველის გამზირი და თავისუფლებიის მოედანი, ორივე არის ბიზნეს -ადმინისტრაციული ადგილი, რუსთაველის გამზირზე არის მოდური ბუტიკები და მაღაზიები, ამ მაღაზიების ფონზე ოპერის და რუსთაველის თეატრის შენობები გამოიყოფა თავისი უმშვენიერესი არქიტექტურული სტილით, ორივე შენობა არის თბილისი კულტურული ცხოვრების სული და გული. ავტობუსით მოგზაურობის დროს სტუმრები ისიამოვნებენ ქართული სიმღერებით.

გოგირდის წყაროები

როგორც სხვა უძველესო ქალაქები, თბილისიც თავს იწონებს ძველი აბანოებით, რომელიც აგებულია იმ ადგილას სადაც სამკურნალო გოგირდის წყაროები ამოდის მიწის გულიდან. Mმიეხედევად გოგირდის უსიამვნო სუნისა, ბევრი სტუმარი მიდის აბანოში რათა ცოცხლად, ბოლომდე შეიგრძნოს თბილისის მომხიბვლელობა და გემო. ასე იყო წინა საუკუნეებშიც, როცა ყველა ცნობილი ადამიანი ვინც კი თბილისს ეწვეოდა პირველად მიჰყავდათ გოგირდის აბანოებში, რის შემდეგაც სტუმრები ახალდაბადებული ბავშვებივით გრძნობდნენ თავს.გოგირდის წყაროებს აქვს თერაპიული თვისებები და მუდმივად 38-40 გრადუს ცელსიუსია. ეს წყალი კარგია კანის ისეთი დაავადებებისათვის როგორიცაა: ფსორიაზი და ეგზემა, ძვლებისთვის. გოგირდის წყალი სასარგებლოა მათტვის ვისაც აწუხებს ოსტეოპოროზი ან ნერვული დაავადებები ან რევმატიული ართრიტი, ამ თვისებების გამო თბილისის დამაარსებელმა, მეფე ვახტანგ გორგასალმა ბრძანა ამ ადგილას გაეშენებინათ ქალაქი და აქცია ის საქართველოს დედაქალაქად. ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო გოგირდის აბანოები ძალიან პოპულარული იყო ძველ დროში, და ახლაც დიდ ყურადღების იმსახურებენ როგორც თბილისი მაცხივრებლების ასევე ქალაქის სტუმრების მხრიდან. Gგოგირდის აბანოების სტუმრობა დიდი ფუფუნებაა.

ღამის ცხოვრება თბილისში

ღამის ცხოვრება უფრო და უფრო მეტად ვითარდება და პოპულარული ხდება თბილისში. ბოლო დროს თბილისში ბევრი თანამედროვე ღამის კლუბი გაიხსნა.

მყუდრო და ულტრა ელეგანტური ღამის კლუბები გემოვნებიან გართობას გთავაზობენ მთელი ღამის განმავლობაში. კომფორტი და უსაფროთხოება გარანტირებულია. ქლაბერები უნდა ეწვიონ და ისიამოვნონ გართობით მთელი ღამის განმავლობაში.

შარდენი

ერთ-ერთი ყველაზე მოდური ადგილია თბილისში. ხშირად იმართება სხვადახვა ღონისძიებები, აქ არის ყველაზე ძვირფასი რესტორნები და კაფე ბარები. შარდენზე ნახავთ საუკეთესო გალერეებს და სუვენირის მაღაზიებს.

შარდენზე ყველასთვის მოიძებნება გასართობი და საინტერესო, ხშირად იმართება დეფილეებიც.თუ ეწვევით თბილისს ეწვიეთ შარდენს, რადგან ის არის ქალაქის კულტურული და გასართობი ღონისძიებების ცენტრი.
ნაით ოფისი

ნაით ოფისი

ყველაზე მოდური კლუბია თბილისში. იგი აღჭურვილია ულტრა თანამედროვე ლაზერული განათებით, კლუბში ძირითადად ისმის ჰაუსი და ტექნო, მაგრამ იგი შეიძლება შეიცვალოს კიდეც და ეს დამკიდედბულია Dj-ზე, კლუბში არის 3 სხვადასხვა ბარი, 300 დასაჯდომი ადგილი და მთლიანად კლუბში 1000 ადამიანი ეტევა. ნაით ოფისი მდინარე მტკვარის ახლოს მდებარეობს. კლუბი პარასკევსა და შაბათ ღამით მიუშაობს.

დაწესებულია ფეის კონტროლი,18 წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან, შესვლა 25 ლარი ღირს კაცებისათვის, ქალებისთვის კი-15 ლარი.

კლუბი სვიჩი
ეს არის ჰაუსის ადგილი. კლუბი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარეობს, რუსთაველის გამზირის უკან. კლუბ სვიჩში არის პირველი კლასის საკლუბო ადგილი თანამედროვე ინტერიერით. შაბათ-კვირას მოწვეული Dj-ეები ზრუნავენ ქლაბერების გართობაზე. იგი დახურული სტილის კლუბია და ყავს მხოლოდ თავიისი წევრები.

შერატონ J&Rs
ლუბი 5 ვარსკვლავიან შერატონ მეტეხი პალასში მდებარეობს. იგი საუკეთესო ღამის გასართობია სტუმრებისათვის. იგი ქლაბერებს დიდ არჩევანს სთავაზობს რადგან იქ ყვალანაირი მუსიკა ჟღერს: ჰაუსი, ჰიპ-ჰოპი, ტექნო და R&B. კლუბში ხშირად იმართება დეფილეები, მუშაობს პარასკევს და შაბათს, არის ფეის კონტროლი, დაცულია უსაფრთხოება.

ფეშენ ბარი

ეს არის პირველი კლასი გასართობი ადგილი და აგრეთვე ერთადერთი ფეშენ ბარი მთელს კავკასიაში. იგი ფეშენ TV -ს ყველა სტანდარტს ითვალისწინებს. არის 2 სართულიანი სალონი, პირველ სართულზე კლუბია, მეორეზე კი კაფე-ბარი.ფეშენ ბარი იწვევს საერთაშორისოდ ცნობილ Dj-ეებს და მოცეკვავეებს. ეს არის მოდური ადგილი სადაც დეფილეების და მოდელების კონკურსი შეიძლება გაიმართოს

კლუბი მეიდანი

ეს არის ტრადიციული ელემენტებით გაფორმებული კლუბი, სადაც სტუმარი ნახავს ლამაზ შოუს არაბული ცეკვებით, ნუცლის ცეკვას და მოუსმენს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ქლაბერებისათვის სასიამვნოა იქ ყოფნა და ჩილიმით სხვადასხვა არომატების მოწევა. კლუბი გთავაზობთ აზიურ და დასავლურ სამზარეულოს. ეს მართლაც არის უსაფრთხო და განსაცვიფრებელი ადგილი სადაც ღამით გართობა შეიძლება.

კლუბი თუსაიდი

ეს არის ელეგანტური კლუბი ორმაგი ინტერიერით. თუსაიდის რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული ასევე ევროპული სამზარეულო ღამის ნებისმიერ დროს. აქ მართლაც იგრძნობთ ღამის თბილისი მაჯისცემას.

6.1 ადგილები

12 სპორტული კომპლექსი მზადყოფნაშია სპორტული შეჯიბრებებისათვის, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება გახნის და დახურვის ცერემონია. ყველა ეს სპორტული კომპლექსი თბილისში მდებარეობს.

სპორტული შეჯიბრებების ადგილები

ათლეტიკა
შეჯიბრების ადგილი- ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონი.
აღჭურვილობა: ათლეთიკისათვის საჭირო ყველა სახეობის აღჭურვილობა.
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში.
მაყურებელთა რაოდენობა: 65 000 სხვა
მომსახურებები: რესტორანი, ყავის ბარი, ვიპ ოთახები, პრეს-ცენტრი.

კალათბურთი
შეჯიბრების ადგილი- სპორტის სასახლე
სპორტული აღჭურვილობა: ნორმების შესაბამისი იატაკი
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში.
მაყურებელთა რაოდენობა: 7500 სხვა
მომსახურებები: ყავის ბარი, პრეს-ცენტრი.

ველორბოლა

გზატკეცილი, ნატახტარტი-გორის ნაწილი, გზის ზედაპირი ნებისმიერი რანგის ველორბილის მოთხოვნებს შეესაბამება.

ტანვარჯიში

საწვრთვნელი ადგილი: ცერცვაძის სახელობის სპორტ დარბაზი
სპორტული აღჭურვილობა:სპორტული აღჭუვილობა ნორმებთან შესაბამისობაში
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში
მაყურებელთა რაოდენობა: 1200
სხვა მომსახურებები: ყავის ბარი, ვიპ ოთახები, პრეს-ცენტრი

ხელბურთი

შეჯიბრების ადგილი- სპორტული კომპლექსი “ქარიშხალა”
სპორტული აღჭურვილობა: ნორმების შესაბამისი იატაკი
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში.
მაყურებელთა რაოდენობა: 2 000
სხვა მომსახურებები:ყავის ბარი, ვიპ ოთახები, პრეს-ცენტრი.
სამუშაიოები დასრულდება 2010-2011 წელს.
შეჯიბრების ადგილი- სამხედრო სპორტული კლუბი
სპორტული აღჭურვილობა: ნორმების შესაბამისი იატაკი
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში.
მაყურებელთა რაოდენობა: 1500
სხვა მომსახურებები: ყავის ბარი, ვიპ ოთახები.
სამუშაიოები დასრულდება 2010-2011 წელს.

ძიუდო

შეჯიბრების ადგილი-ძიუდოს აკადემია
სპორტული აღჭურვილობა: სპორტ დარბაზი იტევს ნორმების შესაბამის 3 ტატამს
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში.
მაყურებელთა რაოდენობა: 1500
სხვა მომსახურებები: ყავის ბარი, ვიპ ოთახები, რესტორანი,
სასტუმრო, პრეს-ცენტრი

ცურვა

შეჯიბრების ადგილი-წყლის სპორტული კომპლექსი
სპორტული აღჭურვილობა: საცურაო აუზი (50ხ20)
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში
მაყურებელთა რაოდენობა: 1000
სხვა მომსახურებები: ყავის ბარი, ვიპ ოთახები, პრეს-ცენტრი

ტენისი

შეჯიბრების ადგილი- ტენისის აკადემია
სპორტული აღჭურვილობა: ნორმების შესაბამისი 8 ასფალტის კორტი და 2 დახურული კორტი
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში
მაყურებელთა რაოდენობა, ცენტრალური კორტი: 2000
სხვა მომსახურებები: ყავის ბარი, ვიპ ოთახები, რესტორანი,
სასტუმრო, პრეს-ცენტრი

ფრენბურთი
შეჯიბრების ადგილი- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპორტ დარბაზი
სპორტული აღჭურვილობა: ნორმებთან შესაბანისი იატაკი
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში
მაყურებელთა რაოდენობა: 1200
სხვა მომსახურებები: ყავის ბარი, ვიპ ოთახები, პრეს-ცენტრი
სამუშაოები დასრულდება 2013 წელს
შეჯიბრების ადგილი- სპორტ კომპლექსი “ოლიმპი”
სპორტული აღჭურვილობა: ნორმებთან შესაბანისი იატაკი
განზომილება: ნორმებთან შესაბამისობაში
მაყურებელთა რაოდენობა: 1200
სხვა მომსახურებები: ყავის ბარი, ვიპ ოთახები, პრეს ცენტრი

4 thoughts on “ბრნო თუ თბილისი?

  1. რადგან არსაიდან ხმა არსით ძახილი არ ისმის, უნდა ვივარაუდო რომ კენჭისყრის შედეგად ბრნო აირჩიეს? :შ

  2. არ ვიცი შენამდე როგორ ვერ მოაღწია ხმამ🙂 აგვირჩიეს და 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს ახალგაზრდულ ოლიმპიადას🙂 მომიტევეთ, ვერ მოვიცალერომ ბლოგზეც გამომექვეყნებია შედეგები
    აუცილებლად დავწერ ამ თემაზე უახლოეს დღეებში😉 მძიმე კვირა მქონდა და მეპატიება😉

  3. მოაღწია ჩემამდეც🙂 ეს რო წავიკითხე და დავაკომენტარე, მალევე ზურგსუკნიდან კურიერის ხმა მომესმა და ვიხილე საოცრება 26:21 :)) მარა საერთოდ, ინფორმაციის პირველწყარო ამ ბლოგიდან იყო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s