1 დეკემბერი

მიყვარს თუ არა ზამთარი? ალბათ უფრო არა.  განსაკუთრებით ვერ ვიტან ზამთარს თბილისში, თავის ჭუჭყიანი და სველი თოვლით. ვერ ვიტან სიცივეს ვერც ბუნებისგან და ვერც ადამიანებისგან.  ამიტომ სულაც არ მიხარია  1 დეკემბრის დადგომა მაგრამ მაინც გადავწყვიტე  ამ დღეს ერთი პოსტი ვაჩუქო ჩემს ბლოგზე .

დღეს დაიწყო თბილისმა ,,ოფიციალურად” მზადება ახალი წლისთვის. განათდა დედაქალაქი სადღესასწაულო ნათურებით, დაიდგა ნაძვისხისდამაგვარი ქმნილება თავისუფლებაზე და მიდის ფუსფუსი.  უკვე შემიძლია ვთქვა რომ მზადება დავიწყე მეც. დღეს დავწერე შვებულება სამსახურში და 10 დეკემბრიდან თავისუფალი ვარ🙂 მუშაობის სამწლიანი  სტაჟი მაქვს და ყოველთვის ამ პერიოდში ვიღებ კუთვნილ შვებულებას რათა თითქმის ერთთვიანი დღესასწაული გემრიელად შევირგო🙂 გადაწყვეტილი არ მაქვს სად შევხვდები ახალ წელს მაგრამ ის კი ვიცი რომ თბილისური ,,Новый год”_ი უკვე ყელში მაქვს. ამიტომ ვფიქრობ საყვარელ ადამიანთან ერთად წასვლას სადმე დიდთოვლიან კურორტზე სადაც ერთად დავითვლით ათიდან ერთამდე, რომელსაც შემდეგ აუცილებლად მოჰყვება შამპანიურის ჭიქების წკარუნი და წლის პირველი კოცნაც.  ვნახოთ, იმედი მაქვს ჩანაფიქრს განვახორციელებ, თუმცა იქამდე დრო ჯერ კიდევ არის.

ხო მართლა, დღეს მსოფლიო ზამთრის დადგომის გარდა შიდსთან ბრძოლის  დღეს აღნიშნავს, ამაზეც მინდოდა ერთი–ორი სიტვის თქმა. ნუ ახალს ვერაფერს ვიტყვი, ისედაც ყველამ კარგად ვიცით რომ შიდსი საშინელებაა, მისით დაავადებული ადამიანი კი უბრალოდ შიდსით დაავადებული ადამიანია და ის სულაც არაა საშინელი. ვიცით რომ შიდსი კოცნით არ გადადის და მისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პრეზერვატივია, უბრალო რეზინა რომელსაც ბუენოს-აირესში, სწორედ 1 დეკემბერს 67 მეტრიანი ქანდაკება დაუდგეს😉

ხო კიდევ რითია ეს დღე გამორჩეული? ალბათ იმით,  რომ 1925 წლის პირველ დეკემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა  ;)  1 დეკემბერს დაიბადა ვუდი ალენი და მოკვდა ალექსანდრე I – რუსეთის იმპერატორი🙂

პოსტს კი აქ დავასრულებ და დაგიტოვებთ ამ მშვენიერ მუსიკას🙂

2 thoughts on “1 დეკემბერი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s