როგორ მიიღებს თბილისი ბუდას?!

პარიზი, ლონდონი, დუბაი, პრაღა, კიევი, ვაშინგტონი და ახლა უკვე თბილისიც – პროექტი  რომელიც ფრანგ არქიტექტორს ეკუთვნის და პარიზში შეიქმნა, რიყეზე სულ მალე უმასპინძლებს პირველ სტუმარს. რესტორანი ,  1400 კვ/მ-ს დაიკავებს და თბილისში ყველაზე მაშტაბური იქნება. ავეჯის, ჭურჭლის, განათების, მომსახურებისა და მუსიკის გარდა, მნიშვნელოვანია რესტორნის სამზარეულოც.  100მდე დასახელების კერძის მოსამზადებლად  შეფ-მზარეულს ბუდა ბარის სამშობლოდან ჩამოიყვანენ. ყველაზე მთავარი  დეტალი კი სამმეტრიანი ბუდას ქანდაკებაა, რომელსაც მხოლოდ დეკორაციული დატვირთვა ექნება და არა რელიგიური.

სწორედ ეს ჯერ არ დადგმული ქანდაკება იწვევს ბევრის გაღიზიანებას  ქალაქში, მართლმადიდებლობის დამცველთა ფანატიკურ ფრთა იმუქრება  აქციებით, მშენებარე ობიექტის დარბევით, ამდენი ეკლესიაა რიყეზე, ამდენი სიწმინდეებიაო და რა უნდა მანდ ბუდასო.  აჰყვა მათ ლიბერალური ძალა – რას ამბობთო, ტოლერანტული გარემოო, ბუდისტებიც ხალხიაო.  იქვე, როგორც კი გაირკვა,  რესტორანის გახსნით ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტია დაინტერესებულიო და თბილისში ბუდას ქანდაკების იდეაც მას ეკუთნისო, აშრიალდა ოპოზიციაც  –  სააკაშვილი რელიგიურ კონტექსტებზე მაღლა დგასო, არ ითვალისწინებს ეკლესიის საჭეთმპყრობელის აზრს, ანგრევს და აშენებს ყველაფერს რაც უნდა და სადაც უნდაო და მოკლედ არის მთელი ალიაქოთი🙂

რიყე თანდათანობით გასართობ-დასასვენებელი ტერიტორიის ფუნქციას იძენს და რა მოხდა მერე ბარემ იქვე ბუდა ბარიც რომ ჩავაკვახოთ? სხვა თემაა რატომ ხდება თბილისის ისტორიული კუთხის ასეთი კოსმეტიკური რემონტი მხოლოდ ერთი კაცის ჭკუაზე, მაგრამ რატომღაც ამაზე პროტესტი არავის გასჩენია. მაინც რა ვართ ეს ,,გურჯები”, დღეს რომ საქართველოში არსებობდნენ ბუდისტები, პირველ რიგში თავად  გააპროტესტებდნენ ბუდას ქანდაკების დადგმას, მათთვის ბუდას და ბუდისტური რელიგიის ატრიბუტიკის გამოყენება ბარ-რესტორნის გასართობ დაწესებულებაში ყოვლად მიუღებელია. საინტერესოა რას ვიტყოდით მაშინ ჩვენ?

ყველას კარგად გვახსოვს, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა ისტორიულ ცენტრში მშვიდობის ხიდის გახსნას. კრიტიკის ქარცეცხლში გავლა ბუდა ბარასაც მოუწევს. უკვე მერამდენეჯერ ვარდებით ასეთ სიტუაციაში, ვერადავერ ვისწავლეთ საკითხის სწორად დასმა. ბევრი გვყავს ისეთი ვინც თვლის რომ მთავარი რელიგიური ფასეულობებია, ბევრი  ისეთი ვინც ემხრობა ევროპულ კულტურას, პროგრესს, გახსნილობას, რელიგიაზე მაღლა დადგომას. მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში გვაგდებს ქვეყნის საზოგადოება, რომელებსაც ერთიც უნდათ და მეორეც. ასეთები კი ყველაზე მეტი გვყავს.

და მაინც, არის გამოსავალი? გვეშველება რამე?

2 thoughts on “როგორ მიიღებს თბილისი ბუდას?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s