საქართველო – რუსეთი 1-2

სოჭი 2014 – ზამთრის ოლიმპიური თამაშები

თბილისი 2015 – ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (ახალგაზრდული)

რუსეთი 2018 – მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

ახალგაზრდული ოლიმპიადა თბილისში – ეს დიდი მიღწევაა და გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ვიდრე სიტყვაზე სოჭის ოლიმპიადა რუსეთს. მე ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ იმაში რომ 2014 წელს გასამართი დიდი სპორტული ფორუმი სოჭში, საშუალო დონეზეც კი ვერ ჩაივლის. მიმდინარეობს გაცხოველებული მზადება, თითქოს ყველაფერი რიგზეა მაგრამ არსებობს პრობლემები რომელიც სავარაუდოდ, უშუალოდ თამაშების დაწყებამდე ერთი–ორი წლით ადრე გახდება აქტუალური.  არც იმას გამოვრიცხავ, საქმე იქამდეც მივიდეს რომ ოლიმპიადში მონაწილეობის მიღებაზე, რამოდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადოს პროტესტის ნიშნად. ამ ქვეყნების სიაში რათქმაუნდა საქართველო პირველი იქნება.  რადიკალური ქმედებების მომხრე არც მე გახლავართ მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის რომ საქმე სერიოზულადაა ეს ფაქტია.  გამოსწორება ზიანისა, რომელიც გარემოს მიადგა სოჭში, მის შემოგარენში, გზებისა და სარკინიგზო კომუნიკაციების მშენებლობის დროს, შეუძლებელია.  მიმდინარეობს დაახლოებით 200 ოლიმპიური ობიექტის მშენებლობა. მათთვის სოჭის ეროვნულ პარკს ორ-ნახევარი ათასი ჰექტარი ჩამოაჭრეს. სამაგიეროდ, სხვა ტერიტორია მიუერთეს, მაგრამ ჩამოჭრილს აღარაფერი ეშველება. გაიჩეხა, სერიოზულად დაზიანდა ის ბუნებრივი გაშენება, რაც იყო ბზასთან დაკავშირებული. ეს არის კავკასიური ბზა, რომელიც „წითელ წიგნშია“და პრაქტიკულად მთელ მსოფლიოშია დაცვის ქვეშ. სერიოზული საფრთხე შეექმნა დაცულ ტერიტორიებს ამ ზონაში და პრაქტიკულად რუსეთის ფედერაცია შეეცადა უკანონოდ შეემცირებინა დაცული ტერიტორიის, „უტრიშის“, ფართობები. სერიოზული პრობლემები შეექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ დაზიანებულია ამ მშენებლობის შედეგად ისეთი ადგილები, რომლებიც არის რეკრეაციული ზონები სოჭის მიდამოებისთვის.  აფხაზეთის ტერიტორიიდან მასიურად მიმდინარეობს  ინერტული მასალების გატანა რაც პრაქტიკულად ახდენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლის განადგურებას. ბუნების დაცვის პირობების გათვალისწინება-არგათვალისწინება ერთი საქმეა. მეორეა მუშახელი, რომელიც ამ ობიქტებზეა დასაქმებული. ამას წინათ ასამდე მუშა გაიფიცა, რადგან თვეების განმავლობაში ხელფასი არ მისცეს. მათვე „იუთუბით“ ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რა არაადამიანურ სანიტარულ პირობეში უხდებათ ცხოვრება. მაგრამ ამას ეშველება, განადგურებულ ტყეს და ზღვის სანაპიროს კი – არა.

ამ ყველაფრის ფონზე, უკვე გამოაქვეყნა  გაეროს ბუნების დაცვის პროგრამამ ანგარიში, რომელშიც წერია, რომ მოსკოვი უგულებელყოფს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მზადებისას ბუნების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ საფრთხეს. ბუნების დამცველმა ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „უორლდ უაილდლაიფ ფანდმა“ და „გრინპისმა“, მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობა უარს ამბობს მათი რჩევები ყურად იღოს, მოსკოვთან საკონსულტაციო თანამშრომლობა შეწყვიტა. ჩემი ვარაუდით, ზეწოლა, პროტესტი, აღშფოთება და შეშფოთება კიდევ უფრო იმატებს ოლიმპიადის მოახლოვებასთან ერთად, რაც დღეს სირაქლემას პოზაში მყოფი რუსეთისთვის უკვე საგანგაშო იქნება.

ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა კიდევ  გვიახლოვდება რაც ხელს შეგვიშლის  ოლიმპიადისთვის ისედაც შენელებულ მზადების პროცესშიო, გულახდილად აცხადებენ რუსეთში და ამ ყველაფერს დაემატა მათთვის დიდი პატივი, 2018 წლის მუნდიალი. საფეხბურთო ფორუმი რომელის მომზადებასაც თითქმის კოლოსალური თანხები სჭირდება – ამას ქვია ,,გავიჩალიჩეთო”.  მართალია ოლიმპიადასაც და მსოფლიო ჩემპიონატსაც არანაკლებ დიდი მოგება მოაქვს ქვეყნისთვის მაგრამ ამ ეკონომიური კრიზისის პერიოდში, ორივე მნიშვნელოვანი მოვლენის მზადება რომ რუსეთს ,,შეტენეს” ეს უკვე მგონი მათთვის უფრო საგანგაშო უნდა იყოს. რამდენად შესრულდება მოთხოვნები, რამდენად ღირსეულად უმასპინძლებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამ სპორტულ მოვლენებს, ჩვენი თვალით ვნახავთ.  საქართველოს კი თავის საქმე აქვს – თბილისი 2015 !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s