წუხელ 4:20_ზე

ოთხ საათზე მეგობარი დამადგა სახლში – მაგარი მოსაწევი გავაძრე და ,,გავიჩხიროთო” – რომ გითხრათ მარიხუანაზე ,,ვზივარ” მეთქი, მოგატყებთ, მაგრამ ათაში ერთხელ მსგავს შემოთავაზებაზე უარს არ ვამბობ. გუშინ არ ვმუშაობდი, საქმეც არაფერი მქონდა და ვიფიქრე – რატომაც არა მეთქი და დავიწყეთ ,,ჩალიჩი”. ჯერ უსაფრთხო ადგილი შევარჩიეთ სადაც მოწევას შევძლებდით, მერე სიგარეტი დავშალეთ, თუთუნი მწვანე ბალახს გაურიეთ, ბოთლი გავხვრიტეთ, ვინსტონის კოლოფს ,,ფალგა” ამოვაცალეთ, ცერა თითით ფორმა მივეცით, ბოთლს მოვარგეთ, ჩავხვრიტეთ და გაუკიდეთ🙂 პირველივე ,,ნაპასზე” ჩამახველა, ,,ზნაჩიტ” მაგარია😉 მეგობარს გადავაწოდე, მანაც ,,ამოარტყა”, კვამლი ჯერ კიდევ არ ქონდა გამოშვებული რომ საათს დახედა და სიცილი აუტყდა –  რა იყო, ასე უცებ მოიტანა თქო? – ვკითხე.   – ნახე რომელი საათია და მიხვდები რატომაც ვიცინიო🙂  ხუთის ოცი წუთი იყო (4:20). არ ვიცი ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ მარიხუანას ღმერთმა ასე ინება😀😀😀 , მოულოდნელად აღმოვჩნდით 420_ლების მიმდევრები🙂

420 (four-twenty) მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინის წარმოშობის მრავალი განსხვავებული თეორია არსებობს, საყოველთაოდ მიღებული ვერსიით 1971 წელს მოზარდთა ჯგუფი სან-რაფაელის საშუალო სკოლიდან (კალიფორნია) სკოლის შემდეგ 4:20 საათზე იკრიბებოდა მარიხუანის მოსაწევად ლუის პასტორის ქანდაკებასთან. ეს ტერმინი შემდგომში ამ ჯგუფის მისალმება გახდა: “420 Louis!”, და პოპულარული გახდა გვიან 1980-იან წლებში როკ-ჯგუფის “გრეიტფულ დედ” ფანებში. მრავალი მარიხუანის მწეველი დღემდე აგრძელებს 4:20 საათზე ჯგუფური მოწევის ტრადიციას.

 

 

5 thoughts on “წუხელ 4:20_ზე

  1. ვააააა :დ გადასარევი დამთხვევაა :დ მარა ისე აქ რო წერ, რას წერ გუშინდელი მოწევის ამბავს? :)))) ნარკოლოგიური და ეგრევე 500 ლარიანი გაქვს არტყმული… ანუ იმედი უნდა იქონიო რო ჩვენი განყოფილების სამართალდამცავები შენ ბლოგს არ კითხულობენ :დ

  2. ხოდა მაშინ ზარი გამომიშვი ხოლმე მსგავს სიტუაციებში😀

  3. მალე მეც დამიჭერენ, ქილიფასაც დაიჭერენ და მაკაცას დაიჭერეეეენ😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s