საფრთხე ,,ჩოხოსნებისგან”

LGBT საზოგადოება – ეს იმდენად გადაღეჭილი თემაა ქართულ ბლოგებზე, ფორუმებსა თუ ჟურნალ–გაზეთებში, ამაზე ალბათ უკვე აღარც უნდა ვწერდე. სიმართლე გითხრათ არც ვაპირებდი მაგრამ საზოგადოებრივზე, ხოფერიას შოეუს ნახვის შემდეგ, თავი ვალდებულად ჩავთვალე რაღაც მაინც დამეწერა.

დღევანდელი ,,აუდიტორია”_ს თემა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანის სკოლებში შეშვება არშეშვება იყო და რა გასაკვირია რომ მთელი ,,დაკა–დაკა” აიწია ეკას შოუში.  ნუ სადაც ძიძიგურია, ეს ალბად არავის უნდა უკვირდეს.

მე არ მინდა რომ ბავშვებს ვიღაც ჰომოსექსუალები, ბრმები, ყრუები და ინვალიდები ასწავლიდნენ

მსგავსი განცხადების შემდეგ, მითუმეტეს ტელევიზიით, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში,  პოლიტიკოსს  პოლიტიკურ სანაგვეზე  მოისროდნენ!  ჩვენთან კი ძიძიგური,  დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერს გაიჩენს.

დღეს საქართველოს ტელე სივრცეში ხშირად ვხვდებით რეკომენდაციის მაჩვენებელ ნიშნებს ( +16, +18, U…) რომელიც გვაძლებს საშუალებას გადაცემის, ფილმის ან რაიმე სიუჟეტის დაწყებამდე განვსაზღვროთ რა შინაარსის მატარებელი იქნება ის. ძიზიგურის მსგავს პოლიტიკოსებს კი ვფიქრობ საერთოდ ბანი უნდა დაედოს მედიაში! არამგონია რომელიმე თამამ ეროტიულ კადრზე მეტ გავლენას ახდენდეს მისი ბოდვა თუნდაც მოზარდის ფსიქიკასა თუ აზროვნების ჩამოყალიბებაში. რა მნიშვნელობა აქვს ეს საბავშვო გადაცემა იქნება თუ ,,ღამე ეკასთან”?  მისმა და მისნაირების საუბარმა, ამხელა ჩამოყალიბებული ადამიანი, ჩემდაუნებურად,  გეების პირველი დამცველად მაქცია😦

რაც შეეხება  გადაცემის თემას, რაღაც მეც მსმენია ზუგდიდელ ფლეტჩერზე, გეი მასწავლებელი რომელმაც თავისი თამამი სურათები ფეისბუქზე დადო.  გაუგდიათ ამერიკელი სკოლიდან ამ ამბის შემდეგ და მოჰყვა სკანდალი.

უნდა ჰქონდეს არატრადიციული ორიენტაციის  ადამიანს პედაგოგიური საქმიანობის  უფლება თუ არა?–  ამაზე შეიძლება ვიდაოთ, ზოგი ალბათ იტყვის რატომაც არაო, ზოგი კატეგორიული წინააღმდეგი იქნება მაგრამ საინტერესოა კანონი რას გვეუბნება? როგორც ვიცი მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს საქართველოში, ვფიქრობ არც უნდა არსებობდეს. დღეს იმ პერიოდში ვცხოვრობთ როცა თავად ვწყვეტთ საკუთარ შვილს როგორი განათლება მივცეთ. უამრავი კერძო კოლეჯი და სასწავლებელი არსებობს. პირადად მე ბავშვს იქ შევიყვანდი სადაც უკეთეს პირობებში მიიღებს საშუალო განათლებას, მის მორალურ აღზრდაზე კი თავის დროზე მე და ჩემი მომავალი მეუღლე ვიზრუნებთ.

სოფოკლე
მიქელანჯელო
შექსპირი
რაფაელი
ალექსანდრე მაკედონელი
გაიუს იულიუს ცეზარი
თომას მანი
ლეონარდო და ვინჩი,
სოკრატესი,
პლატრონი,
კარავაჯიო,
ოსკარ უალდი…

რა ვუყოთ ეხლა ამათ? იქნებ საერთოდ ყველა გეი ისტორიიდან ამოვშალოთ და მათ შესახებ არაფერი წავაკითხოთ  ჩვენს შვილებს?

პრობლემა ერთია – გარყვნილობა!

ორიენტაცია კი პირადობის მოწმობაში არ იწერება.  ასე რომ დავწყნარდეთ😉  LGBT საზოგადოებაში საფრთხე არ გვემუქრება.  საფრთხე უფრო ძიძიგურისნაირ ,,ჩოხოსნებშია” ! პოლიტიკოსი რომელიც ბრმას, ყრუს და სხვა ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანების დისკრიმინაციას ქადაგებს, ყველაზე მეტად საზიზღარი და მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის !!!

7 thoughts on “საფრთხე ,,ჩოხოსნებისგან”

  1. საოცარი იყო კომენტარი ლუბა ელიაშვილის შეკითხვაზე – მწყევლიო…

  2. გული მერევა ძიძიგურზე, არც არასოდეს მეხატებოდა გულზე მაგრამ, მეზიზღება დღეიდან, საინტერესოა შვილიშვილი ინვალიდი რომ ეყოლოს? მერე რას იზამს,,,? ვისურვებდი მალე გაუთხოვდეს ძალით ჩოხოსანი ვაჟი…🙂

  3. am adamianebma emociis motokva unda iscavlon. iseti agresia antxia.

    am eka xoferias gadacemis gamo ojaxshi didi jaxi maqvs.
    ise gamoiyvanes, rom gei ufro moklavs adamians vidre chveulebrivi orientaciis mqone.
    es orientaciaa da meti araferi, ar sheidzleba matze ase laparaki.
    ორიენტაცია კი პირადობის მოწმობაში არ იწერება.

    martla dzalian mainteresebs dzidzigurisnairs rom shvili yavdes sxva orientaciis ras izams?
    gaafrina am SAZOGADOEBAM..

  4. მაგ სიტყვების თქმა დასავლეთში პოლიტიკური კარიერის (საქართველოში თუ არსებობს ასეთი:))) დასასრული იქნებოდა, მაგრამ ჩვენთან…😦

  5. Pingback: ,,ილოს ბლოგი” 1 წლის გახდა « ილოს ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s