ცხელსისხლიანო კავკასიავ, გაერთიანდი !

დღეს რაც ხდება მოსკოვში, ყველა კარგად ვხედავთ. არავინ იცის საღამოს დაგეგმილი აქციების ტალღა როგორ ჩაივლის. ვფიქრობ საფრთხე რეალურია და ამ შემთხვევაში, გარდაუალია კომფლიკტი საქართველოს არ შეეხოს. ხშირად გვესმის წინასწარმეტყველური ფრაზები – რუსეთის დაშლის პირასაა მისული და რომ მალე საქართველო ერთიანი კავკასიის ცენტრად მოგვევლინებაო – მაგრამ ეს რამდენად უსაფრთხო და ჩვენთვის სასარგებლო პროცესი იქნება, წინასწარ ვერავინ იტყვის.

გაეროს ტრიბუნიდან პრეზიდენტმა ევროპას ერთიანი კავკასიის კულტურაზე ესაუბრა, ამას მოჰყვა ჩვენი საზღვრების გახსნა კავკასიელებისთვის, არ ვიცი უბრალოდ დაემთხვა თუ ესეც ,,გაერთიანების” პოლიტიკის ნაწილია, გაიღვიძა ეთნიკურმა კომფლიქტმა რუსეთში. დღეს დიდოელები ჩვენთან დაბრუნებას ითხოვენ. 30 000 დიოელიდან, თითქმინს ნახევარი ითხოვს საქართველოსგან დახმარებას. ფაქტიურად შარში ვართ! ეს ის შემთხვევა როცა ჩვენი უმოქმედობა და პროცესში დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა არაფერს მოგვიტანს და გვარგებს. მაგრამ  საინტერესოა რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს ქვეყანამ, რომელიც ყველაზე დემოკრატიულ და წარმატებულ მაგალითად მოიაზრება მსოფლიოსთვის რეგიონში.  დიდოელების ინიციატივაზე პასუხი ადეკვატური იყო, ჩვენგან მათ ამ ეტაპზე,  მხოლოდ ის შეუძლიათ მიიღონ რისი გაცემაც რეალურად შეგვიძლია, კულტურული და მეცნიერული თანამშრომლობა.  საუბარი იმაზე რომ დაღესტანის თუნდაც ის პატარა ნაწილი, რომლის მოსახლეობასაც დიდოელები შეადგენენ, საქართველოს იურისდიქციაში მოექცეს, ეს არარეალურია და ვფიქრობ ორივე მხარე  კარგად აცნობიერებს. თვითონ ფაქტი იმისა რომ ჩვენგან კავკასიელები დახმარებას ითხოვენ, რასაკვირველია კარგია თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა და სახიფათოც კი.  იყო ინგუშების თხოვნა, ეხლა დაღესტანის მოსახლეობა განეწყო დადებითად ჩვენს მიმართ, სავარაუდოა რომ მათ მალე მიჰყვება სხვა კავკასიური ტომები რომელთა ყოფაც რუსეთის ბრჭყალებქვეშ უკვე აუტანელი ხდება. ჯერ არსაიდან ისმის რეგიონის სხვა დამოუკიდებელი ქვეყნების პოზიცია ამ საკითხზე, თუმცა არც უნდა ველოდოთ აზერების ან მითუფრო სომხების გააქტიურებას, როგორც წესი ისინი ყოველთვის ნეიტრალურ მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ.

ოცნება იმაზე რომ დაღესტანის ტერიტორიის სახით, საქართველოს გაფართოვება და კასპიის ზღვაზე გასვლა შესაძლებელია, ალბათ უფრო ნაადრევია მაგრამ პროცესი რომელიც დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ ამ ყველაფრის ლოგიკურ დასასრულამდე მიგვიყვანს. მართალია წარმოუდგენლად რთულია ერთიანი კავკასიის შექმნა, მაგრამ, კულტურული გაერთიანება, საზღვრების მეტი თავისუფლება და რუსეთის კლანჭებიდან საბოლოოდ განთავისუფლება აუცილებლობას წაროადგენს, ამ ბრძოლაში კი ყველა კავკასიელი უნდა ჩაერთოს !!!  რაც დღეს მოსკოვში ხდება, მე როგორც ქართველი, თავს შეურაწყოფილად ვგრძნობ. მინდა რომ იგივეს იზიარებდეს ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი ძმები.  სამივე ქვეყანას ერთად კი ყველაზე მეტად შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა!

ყველა კავკასიელს მოუწოდებ გაერთიანდეს რუსული იმპერიის წინააღმდეგ! დიდი ხნის წინ დაწყებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და დროა ეს ყველამ გავითავისოთ!

6 thoughts on “ცხელსისხლიანო კავკასიავ, გაერთიანდი !

  1. რუსული იმპერიის წინააღმდეგ გაერთიანებაში რა იგულისხმება?

  2. ქილიფ მგონი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რუსული იმპერიული ზრახვები, მათ გეგმებში კავკასიელები როგორც მუშები და მეძავეები, ისე განიხილებიან.

    სიყვარულოვნას კი ვურჩევდი მინიმუმ კურიერს მაინც გადაავლოს თვალი😉

  3. კი გასაგებია ეგ, მაგრამ, ,,რუსული იმპერიის წინააღმდეგ გაერთიანებაში რა იგულისხმება”-თქო? ანუ გავერთიანდით და რა? ვის სად დავასკდეთ?🙂 რით გამოვხატოთ ეს გაერთიანება?

  4. რაღაც პონტში მართალი ხარ ქილიფ, შეიძლება ხმამაღალი პოსტი გამომივიდა, ალბათ იდეალური ვარიანტი იქნებოდა სამი ქვეყნის ლიდერი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი – თუ უფრო სერიოზულ დონეზე განიხილავს ამ საკითხს და გაითავისებენ რომ მათი ქვეყბევიც კავკასიის რეგიონს ეკუთვნის. მართალია ძნელი წამოსადგენია აზერების და სომხების პრეზიდენტების ერთ მაგიდასთან დაჯდომა მაგრამ ეს ის საკითხია სადაც კავკასიელებმა ერთიანი გამოკვეთილი პროტესტი უნდა დავაფიქსიროთ და ევროპას დავანახოთ რომ ქაჯები არ ვართ. მიშა რომ გაჰყვირის კულტურულ გაერთიანებას, მართალია ეგ კაცი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით რამდენი საერთო გვაქვს ერთმანეთთან და კულტურული დაძმობილება და გაერთიანება რამდენად წაგვადგება თვითეულ ჩვენთაგანს

  5. არა ხმამაღალი არ იყო, კაი პოსტი იყო🙂 უბრალოდ დასასრული წინადადება ვერ გავიგე და ჩაგეკითხე🙂 ხალხა ის არ იცის რა ხდება საერთოდ იქ და ვის რა პროტესტის გამოხატვა უნდა მოვთხოვოთ? :შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s