ტაქსები პენსიაზე გადიან

დღეს მამაჩემი შემოვარდა შეშლილი სახით სახლში და შემომყვირა – ნახე შენმა სააკაშვილმა რა ქნა? ტაქსის ლიცენზია 1500 ლარი გახადაო – არც მამაჩემია ტაქსისტი და არც მე, სამაგიეროდ ორივე გარეუბან ,,აფრიკაში” ვცხოვრობთ და სავარაუდოთ რუსთაველიდან სახლამდე, ტაქსით მოსვლა 15 ლარი დაგვიჯდება. 😦  თუმცა ამაზე მეტად მამაჩემს ალბათ იმ გაჭირვებული ხალხის ბედი ანაღვლებდა, დანგრეული 06 რომ ტაქსაობდნენ და 5–10 ლარი შექონდათ ოჯახშ. ისინი 1500 ლარს ნამდვილად ვერ გადაიხდიან😦 ეს ცუდია!

სამაგიეროდ ქალაქში მოწესრიგდება მოძრაობა, ცოტა ხანში  მიკროავტობუსებსაც შეამცირებენ და დავლაგდებით – მოწესრიგებული მოძრაობა ვჭამოთ? – ესეც მართალია😦 უჭირს ხალხს მაგრამ რა ვქნათ? თბილისი ევროპული ქალაქია და ასეც ხომ არ შეიძლება?! ყოველი მეორე ტაქსაობს.

ამას წინათ, შუადღეზე, ტაქსით მომიწია მგზავრობა. აი იმ ტაქსით, რაციები რომ უდგათ და ოპერატორის მითითებით მოძრაობენ. დამაინტერესა და მძღოლს გამოვკითხე ამ სისტემის შესახებ. – ეს მეხუთე, ბოლო რაციაა, მასზე 30 მანქანა მუშაობს და დღეში 45 ლარი გვაქვს თითოს  შესატანი.  დღეს ვალით ვიწყებ, ეხლა ექვსი საათია და ჯერ ნორმა ს 5 ლარი მიკლია, 9 საათამდე ალბათ ნორმას გადავაჭარბებ და მოგებაზეც წავალ, როგორც წესი ყველაზე კარგი მუშაობა მაგ დროს იწყება და ღამის ოთხ საათამდე ვფიქრობ საკმარის თანხასაც მოვაგროვებ. მოკლედ ამ საქმით ვერ გამდიდრდები მაგრამ იმის საშუალებას მაინც გაძლევს კაცს რომ იარსებო.  მანქანა გაზზეა, ,,სუტკაში” სამჯერ ვავსებ, გაზი ბენზინზე იაფია და ასე უფრო მოსახერხებელია. ველოდებით კანონს, ამბობენ 1500 ლარი გახდება ლიცენზიაო, ეს ალბათ შეამცირებს ულიცენზიო ტაქსების მუშაობას ქალაქში და ცოტა ჩვენც მოგვემატება ,,კლიენტი”. თან 1999 წლის ქვეოთ გამოშვებული მანქანები აიკრძალება, სავალდებულო იქნება დანარჩენების ყოველთვიური ტექ–დათვალიერება, ეს უსაფრთხოებას გაზრდის. 1500 ლარის შემთხვევაში, დღეში 3 ლარის გადახდა მოგვიწევს, ედიკას დროს დღეში 5 ლარი ღირდა მაგრამ მაშინ უფრო არ გვიჭირდა, ალბათ იმიტომ რომ მაშინ მოწესრიგებული იყო ეს სისტემა, ტაქსო–პარკები ფუნქციონირებდა და ასე თუ იქნება დღეს, რათქმაუნდა კარგია, იმ სამი ლარის გადახდაც არ გაგვიჭირდება. მაგრამ მაინც მეცოდება ის ხალხი, ვინც ვოლგებით და ნოლ–შესტებით ტაქსაობენ დღეს, იმათ ხო ძალიან უჭირთ და რა ქნან?😦

კარგი მოსაუბრე გამოდგა ჩემი ტაქსის მძღოლი, ალბათ ორი დიპლომიც ჰქონდა, მოკლედ კმაყოფილი დავრჩი, თან 7 ლარი გამომართვა, ვოლგის მძღოლი ალბათ 10 ლარს მომთხოვდა  ;) კანონი ძალაში 2011 წლიდან შევა, მოუწევთ გაჭირვებულ ტაქსისტებს საახალწლოდ გაორმაგებული მუშაობა. ახალი წლის შემდეგ მათ მანქანებს  საპენსიო ასაკი უწევთ და იმედი მაქვს მანამდე მოაგროვებენ ახლის ფულს😉

2 thoughts on “ტაქსები პენსიაზე გადიან

  1. მაინც მინუსი უფრო მეტი აქვს ამ ამბავს ვიდრე პლიუსი :შ

  2. უი, მე როგორ გამომეპარა ტაქსების ამბავი?😦 სახლიდან აღარ უნდა გახვიდე რაააა :შ:ს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s