ენა

ენა არის მშობლიური, სალიტერატურო, სამეცნიერო, საერთაშორისო, საეკლესიო, კუთხური…

ენა არსებობს ტკბილი, მყრალი, მახვილი, ბლუ, წაგდებული, მწარე…

ცოლებს და სიდედრებს რომ ჰკითხოთ, ენის მრავალი სახეობა არსებობს. ასე მაგალითად: ენა – ჩასაგდები, ენა–გასაციებელი, ენა–დასამუნჯებელი, ენა–წაგდებული, ენა–დასაწვავი… მოკლედ სულ რომ ტყავი გადავიძროთ ენაზე, მაინც ყველას ვერ ჩამოვთვლით.

ამის გარდა ენას კიდევ სხვა უამრავი ფუნქცია გააჩნია.

შეიძლება ენის წვერის გარეთ გამოყოფით, ადამიანის გაბრაზება!

ენით შეიძლება ზურგის მოფხანა!

არსებობს კბილებდასაჭირებელი ენა!  ენა მოსაჭრელი!

ენით (მხოლოდ ტკბილით) შეიძლება მთაზე ირმის მოწველა და გველის ხვრელიდან გამოყვანა!

შესაძლებელია ენის ქარზე გასაშრობად გადაკიდება (რეკომენდაცია ჭორიკნებისთვის😉 )!

ასევე ენის ხმალივით მოქნება (რაც ძალზედ საშიშია)!

ენით ცეცხლიდან ნაკვერჩხლის გამოღება!

ენით დაბმა!

ენით დაკერვა!

ენით გაშიშვლება!

ენით აშვება!

ენით დაქცევა!

ენით აშენება!

ენით შეყვარება!

ენით შეძულება!

მოკლედ ენას რომ ძირ–ფესვი არ ჰქონდეს, უეჭველი პირის ღრუდან ამოვარდებოდა, ქვეყნიერებას მოშლიდა და გაათახსირებდა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s