ჩემი წიგნის ჭია

ჩემსა და გურამს (მეზობელი) შორის, ლიტერატურული ,,ფლირტი”, ერთი წლის წინ, პერ ლაგერკვისტის წიგნ ,,ბარაბა” და ,,სიბილა”_თი დაიწყო – მთხოვა, რამე მათხოვე, დრო მაქვს და მინდა წავიკითხოვო. მას შემდეგ შემეყარა ,,გურამ გადმოდი”_ფობია მხოლოდ ერთი მიზნით, ჩემზე ორი წლით პატარა ყმაწვილი, საკუთარი ბიბლიოთეკის, ახალ-ახალი წიგნებით გამენებივრებია. წავიკითხავდი რომელიმე ნაწარმოებს, მისით მოვიხიბლებოდი და სასწრაფოდ ვაწვდიდი მეზობელს რათა თავადაც გადაეკითხა.

ერთი პერიოდი, ნანათხოვარ წიგნებსაც ვუთმობდი, ასე ეზიარა ნაბუკოვის – ლოლიტას, ჯორჯ ორუელის – 1984 და ცხოველების ფერმას, პაოლო კოელიოს – ალქიმიკოსს, კავაბატას – ათასფრთიანი წეროს, რიჩარდ ბახის – თოლია ჯონს და ა.შ.
ჩემი ხელგაშლილობით, მალე გურამი ისე გათავხედდა, რომ ახლადშეძენილ წიგნების წაკითხვასაც კი მასწრებდა. მაგალითად, მოახერხა და გამომსტაცა აგოტა კრისტოფისა და ნიუ იორკული ტრილოგიები. ყველაზე გასაოცარი კი ის არის რომ მე ეს ამბავი სულაც არ მაღიზიანებდა, მეტიც, უკვე გარგახანია წიგნების მაღაზიიდან ერთის ნაცვლად ორი შენაძენით გამოვდივარ. სახლში მოსული, პირველად გურამს ვუკაკუნებ, არჩევანის საშუალებას ვაძლევ და ასე მონაცვლეობით ვეცნობით ჩემს შერჩეულ ლიტერატურას. ამ ლიტერატურული ,,ფლირტით” გართულს ნელ-ნელა ჩემი ოთახი კარცერ-ლუქსს ემსგავსება😉 მეზობლად კი საკუთარი კლიმი მყავს🙂

დღეს ის თბილისშია. დავუტოვე ედიტ პიაფის – ,,დიდების მეჯლისი”, მე კი ქუთაისში ზუსკინდის – ,,სუნამოს” ვამთავრებ😉

5 thoughts on “ჩემი წიგნის ჭია

  1. მე გათხოვებდი მაგრამ საშინელება დამემართა😦 თურმე წიგნს რომელშიც 10 ლარი მივეცი, ბოლო 10 გვერდი აკლია და მესამე თავში, 300 გვერდიდან 325 გვერდზე ხტება😦 ამას ყიდვისას ვერ მივხვდი და ასეთ ცუდ დღეში ვარ😦

  2. უიჰ…😐 მაგ წიგნს გარანტიის ვადა არ ჰქონდა?😀

    განვაგრძობ ძებნას ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s