წინასაახალწლო ანომალია ?!

უკვე ტრადიციად გვექცა –  ყოველი წლის ბოლოს  სოფელში ჩავდივართ და ღორის დაკვლის  ,,რიტუალს” ვასრულებთ.  შემდეგ მიდის მწვადაობა, ქეიფი, დროსტარება… ბოლოს ვტვირთავთ მანქანას სოფლის ნობათით და თბილისაკენ მოვემგზავრებით – შემოდგომაზე ამოვლებული ჩურჩხელები,  ყურძნის წვენი ფელამუშისთვის,  ეზოს მანდარინი, ვაშლის და კარალიოკის ჩირი, ჭადის ფქვილი, ყველი, ინდაური, ქათამი, ღვინო,  არაყი… მოკლედ ყველაფერი რისი წამოღებაც წლის ამ დროს სოფლიდან შეიძლება.  მოგვაქვს რათა საახალწლო სუფრა   უფრო მრავალფეროვანი და ნატურალური გამოგვივიდეს – თან ოჯახის ბიუჯეტიც იზოგება!

როგორც წესი, დასავლეთისკენ წასვლა, წლის ამ დროს, ცოტა სარისკოცაა. მაგალითად მახსოვს ერთხელ, ისეთი თოვლი მოვიდა, რიკოთის უღელტეხილი ჩაიკეტა, უკან დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ და ახალი წლის შეხვედრა რაიონში მოგვიხდა.  ლეგენდარული  ციკლონის მოახლოვების შიშით, წელს განსაკუთრებით საშიში გვეჩვენებოდა სოფელში წასვლა და ტრადიციადქცეული  ,,რიტუალის”  ჩატარება.  მაგრამ რისკი–რისკია, ჩვენს  ,,ცეტროინში” ჩავჯექით და გეზი დასავლეთისკენ ავიღეთ.

… დაიკლა ღორი, შეიწვა მწვადი, გაივსო მანქანაც სოფლის ნობათით და აი დღეს უკვე თბილისში ვარ.  ციკლონი კი არა, თოვლის ნასახი არ იყო რიკოთზე. ბაბუაჩემი იძახის – ამხნის კაცი ვარ და ასეთი რამ ჯერ არ მომსწრიაო! სოფელში, საზაფხულო შორტით და მაისურით დადიან, საახალწლოდ დაკლულ ღორის მწვადებს კი  ახალ ტყემლის წვენს აყოლებენ🙂

მოკლედ ასე, ჩემს საახალწლო სუფრას წელს სოფლის, საკუთარ ეზოში დაკრეფილი, ნატურალური  ტყემალი და  ბალი დაამშვენებს🙂

დაინტერესებულმა პირებმა ჩაიწერეთ მისამართი😉 – გუმადჰესის 16 ა.  ბ|33.

სუFრის ვიზუალური დათვალიერება – 10 ლარი

ანომალიური პროდუქტის დაგემოვნება – 25 ლარი

😛😛😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s