2010 წელი

ოთხი დღე დარჩა და 2010 წელიც ისტორიას ჩაბარდება. რა მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები მოხდა გასულ წელს და  რა გვემახსოვრება ყველაზე მეტად? მსოფლიო მოვლენათა მიმოხილვას ქვემოთ მოყვანილ  ვიდეოში ნახავთ. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფაქტების გახსენებას კი  თავად შევეცდები🙂

რაც ყველაზე მეტად მემახსოვრება 2010 წლის მოვლენებიდან, ალბათ უფრო ის ავადსახსენებელი დღეა,  ტელეკომპანია იმედმა ,,იმიტირებული ქრონიკა” რომ შემოგვთავაზა.  ენითაუღწერელი შოკი ჩემს ირგვლივ და მთელი ქვეყნის მაშტაბით ატეხილი ,,აურზაური არაფრის გამო”.  საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, არც რუსის ჯარი შემობრუნებულა ქვეყანაში და ჩვენი საყვარელი პრეზიდენტიც ცოცხალია🙂

სამაგიეროდ შეგვიძლია ვიამაყოთ 2010 წლის დიპლომატიურ მიღწევებით! ტერმინი ოკუპაციის დამკვიდრება რუსულ–ქართულ კომფლიქტში –  ეს ის მნიშვნელოვანი დიპლომატიური მონაგარია , რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს მსოფლიო ლიდერების ასეთ გაუთავებელ და დამაფიქრებელ შეშფოთებას🙂

2010 წელი, დიპლომატიური გარღვევა და უპრეცენდენტო მხარდაჭერა მსოფლიოს მხრიდან.

2010 წელი, ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართველებმა და მსოფლიოს უმრავლესმა ნაწილმა კიდევ უფრო გაიღრმავა გეოგრაფიული ცოდნა და შეიტყო პატარა სახელმწიფოს, ნაურუს არსებობის შესახებ🙂 ჩვენდა სამწუხაროდ ეს მოხდა მას შემდეგ,  როცა ამ პატარა ქვეყანამ ფულის სანაცვლოდ აღიარა აფხაზეთი და ოსეთი როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მალე მათ შეუერთდა ვენესუელა.

სამაგიეოროდ ჯერ ლიტვის სეიმმა, შემდეგ კი რუმინეთისა და სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია რომელიც ჩვენს მტერს როგორც ოკუპანტ ქვეყანას ისე მოიხსენიებს.  ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა 8 სექტემბერს გაეროს სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა დოკუმენტი რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ყველა გადაადგილებულ პირისა და მათი შთამომავლობის საკუთრების უფლებას აღიარებს. რეზოლუციაში წერია, რომ დევნილები დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში! ამის შემდეგ გაეროს ტრიბუნა ორჯერ დაეთმო ჩვენი ქვეყნის ლიდერს, დასამახსოვრებელია მისი მოხსენებიდან ბეჯითი და ოროსანი მოსწავლეს ურთიერთდამოკიდებულება.

1 ოქტომბერი, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ცამოდის. რასმუსენი ამბობს რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ბუნებრივია ისიც გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციის შესახებ🙂

20 ნოემბერი, ლისაბონი.  წლის შეხვედრა – სააკაშვილი და ობამა პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.  საინტერესოა ის ფაქტი რომ ობამა ლისაბონში მხოლოდ ორ ლიდერს შეხვდა, მათ შორის კი ერთ–ერთი სააკაშვილი გახლდათ. ნათლად გამოჩნდა რომ რუსულ–ამერიკული გადატვირთვის პოლიტიკა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება!

23 ნეომბერი, კვლავ ლისაბონი. ვარდების რევოლუციის 7 წლის თავზე, საქართველოს პრეზიდენტს, უკვე მეორედ, ევროპარლამენტის ტრიბუნა დაუთმეს.  ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივად შესრულების პირობაც, სააკაშვილმა სწორედ ამ ტრიბუნიდან გააჟღერა – მაშინაც კი, თუ ოკუპანტი ქვეყანა გააგრძელებს პრობოკაციებს და ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებს, საქართველო გამოიყენებს მხოლოდ თავდაცვის რესურსებს, ტერიტორიის იმ 80%_ზე, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს! –  ისიც გასათვალისწინებელია,  რომ არაწევრი ქვეყნის ლიდერისთვის, ევროსპარლამენტის ტრიბუნის დათმობის ფაქტი  უპრეცენდენტოა.

1 დეკემბერი, ასტანას ეუთოს სამიტი. პრეზიდენტმა სამშვიდობო ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა.  აქვე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთს პირდაპირ მოსთხოვეს საქართველოს დეოკუპაცია! მათ შორის იყო, მედვედევის უახლოვესი პარტნიორები, მერკერი და ბერლუსკონიც. ამან რუსეთის პრეზიდენტი იმდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო,  რომ იძულებული გახდა ასტანა დროზე ადრე დაეტოვებინა.

2010 წლის ნოემბერი, გაშიფრული რუსული აგენტურა, სპეცოპერაცია ,,ენვერი”.   კონტრდაზვერის დეპარტამენტმა, ოთხწლიანი მუშაობა დაასრულა.  გახსნილია ასევე დაგეგმილი ტერორისტული აქტები რომელიც მთელი ქვეყნის მაშტაბით, ნოემბერში უნდა განხორციელებულიყო.

2010 წელს, აქტიური იყო ქართული ოპოზიციური სპექტრი. მათი გაერთიანების მცდელობა უკვე ნოემბერშივე დაიწყო. ალიანსის ინიციატივა, ,,ყველა მინუს ნოღაიდელი” საკმაოდ მომგებიანი აღმჩნდა, თუმცა არა იმდენად, რომ მათთვის,   პირველად ქვეყნის ისტორიაში ჩატარებულ, მერის პირდაპირი არჩევნებში გამარჯვება მოეტანა.   2010 წელს დაფიქსირდა ქართულ პოლიტიკაში უპრეცენდენტო ფაქტი. პირველად დამარცხებულმა კანდიდატმა, ოფიციალურად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება კონკურენტს. 30 მაისს თბილისელებმა პირველად აირჩიეს საკუთარი მერი, გამარჯვებული გიგი უგულავა აღმოჩბდა.

2010 წელი, ტურიზმის განვითარების მხრივაც მნიშვნელოვანია. წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანა 2 მილიონზე მეტმა უცხოელმა მოინახულა.  ქუთაისი, ანაკლია, ბათუმი, განმუხური და მესტია. ეს ის ჩამონათვალია სადაც იმფრასტრუქტურა წელს მნიშვნელოვნად მოწესრიგდა. მესტიაში პირველად აშენდა სამგზავრო აეროპორტი, გაიხსნა ახალი საბაგირო და სასრიალო ტრასები.  საქართველო გახდა ტურისტული ქვეყანა, სადაც ერთ სეზონზე შეგიძლია ისრიალო მთაში და დაისვენო ზღვაზეც.

2010 წელი საინტერესო იყო კულტურის სფეროშიც.  საქართველოში ჩამოვიდა : პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი და  კრის დებური. ახალი წლის დღეებში ველით ანდრეა ბოჩელსაც.  ბათუმს ეწვია როი ჰარგროუ, ძმები ბლუზები და ჩატარდა გრანდიოზული ჯაზ ფესტივალი.

თბილისში მეორედ ჩატარდა თეატრალური ფესტივალი და უკვე გახდა ეს მოვლენა დედაქალაქის ერთ–ერთი სავიზიტო ბარათი.   ოპერაში აღინიშნა ჭაბუკიანის 100 წლის იუბილე, პირადად მე ყველაზე მეტად დამამახსოვრდება ანანიაშვილის ლეკური, რომელიც  ბალერინამ ჩოხაში შეასრულა.  ასევე საინტერესოა, პარიზში პიერ კარდენის ცენტრში გაიმართა ქართული კულტურის დღეები, ლუვრის მუზეუმში ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა მოეწყო, პარალელურად წინანდალი დალის შედევრებს მასპინძლობდა.

ვილა ბორგეზეს პარკში გაიხსნა უკანასკნელი სკულპტურა, ის კი შოთა რუსთაველის გახლდათ, რომის ერთ–ერთ ქუჩას კი თბილისის სახელი ეწოდა.  თბილისს ეწვია დიზაინერი რობერტო კავალი, მოეწყოპირველად მოდის კვირეული, თანაც ორი!  90_იანი წლების შემდეგ პირველად მოეწყო მაშტაბური კინო გადაღებები ქვეყანაში რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმ ,,სეზონი”_თ დასრულდა. ,,გაღმა ნაპირი” კი წელს საერთაშორისო და ქართული კინო ფესტივალების ფავორიტი აღმოჩნდა. სურათი პარიზის კინო თეატრებშიც კი უჩვენეს.  ქართულ კინოთეატრებს დაუბრუნდა რუსული კინოც, აი უკვე რამდენიმე წლის შემდეგ პირველად ჩატარდა რუსული კინოფესტივალი საქართველოში.

ცისანა ტატიშვილი, ლიანა ასათიანი, მარიკა კვალიაშვილი, გიზო ნიშნიანიძე, თამარ სხირტლაძე, ანსამბლი ერისიონი, ანსამბლი მზიური და ბოლოს ზინა კვერენჩხილაძე – მათ წელს ვარსკვლავი გაუხსნეს😉 მუს–კომედიის თეატრში დაიდგა მიუზიკლი ,,ვერის უბნის მელოდიები”.  მაია კეის და სხვა მსოფლიო ვარსკვლავების მშვიდობიანი აქცია ვიხილეთ ენგურის ხიდზე რომელიც დევნილებს მიეძღვნა დევიზით ,,მუსიკა ანთავისუფლებს”!

2010 წელი ქართული სპორტისთვის ტრაგიკულად დაიწყო,  ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. უშიშარი გმირი, ასე მონათლეს თეთრი თამაშების ყველაზე უიღბლო მონაწილე, რომელსაც ამავე სახელწოდებით, სპეციალური სიმღერა მიუძღვნეს.

12 თებერვლის ტრაგედიის შემდეგ, იყო ღირსების მატჩი, რომელშიც  ქართველი მორაგბეებისა და მათი გულშემატკივრების ბენეფისად იქცა.  ტრაპზონში ბორჯღალოსნებმა რუსები გამანადგურებელი ანგარიშით, 36–8 დაამარცხეს.  ნაკრებმა ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ძიუდოში ახალგაზრდა ხუციშვილმა ოქროს დუბლი გაიფირმა, ჯერ მსოფლიო, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.  კალათბურთში ვიზეიმეთ ევროპის ჩემპიონატის  მონაწილე პოლონეთისა და ბულგარეთის  ნაკრებთან გამარჯვება და მალე თავადვე მოვხვდით ევროპის ჩემპიონატში რომელიც მომავალ წელს გაიმართება.  ყველაზე დიდი ნახტომი მსოფლიო რეიტინგში და  2010 წელს ყველაზე ცოტა გაშვებული ბურთი საკუთარ კარში! საქართველოს ფეხბურთის ეროვნული  ნაკრები ამ მაჩვენებელით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია🙂  სამ წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ სირაძის გოლით რომელმაც მალტის ნაკრებს ბოლო წუთებზე შეუგდო! საბოლოოდ მსოფლიო რეიტინგში წელს 122 ადგილიდან 63 ადგილზე გადავედით და ევრო 2012_ზე მოსახვედრად ვიბრძვით.  წლის ყველაზე სკანდალური მოვლენა კი ტოკიოს მსოფლიო ცემპიონატზე დაფიქსირდა, სადაც ირაკლი ცირეკიძე ტურნირს ჭიდაობის გარეშე გამოეთიშა.😦 მწვრთნელების დაუდევრობის გამო, ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა, ტატამზე გასვლა დააგვიანა და არშემდგარი ბრძოლა წაგებით დაასრულა.  ყველაზე სასიხარულო მიღწევად კი საქართველოს რაგბის 19 წლამდელთა ნაკრების შედეგი შეიძლება მივიცნიოთ. ახალგაზრდა მორაგბეებმა რუს თანატოლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში სძლიეს და კონტინენტის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვეს.  ეს ქვეყნის უნიკალური შედეგია, გუნდურ სახეობაში პირველად გავხდით ევროპის ჩემპიონები!  შედეგად თბილისი მსოფლიო შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს სადაც ქვეყნის ნაკრებთან ერთად კიდევ 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტცმენად  დავით ზირაქაშვილი დასახელდა, წლის საუკეთესო მწვრთნელი კი თემურ ქეცბაია გახდა.  წლის კულმინაცია –  თბილისი 2014 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს!🙂

და ბოლოს, ქვეყანაში დაფიქსირდა კიდევ ერთი უპრეცენდენტო შემთხვევა. პირველად წელს, საქართველოში, გათამაშდა ჯეკპოტი.  4 მილიონი ლარი დევნილმა ქალბატონმა მოიგო🙂

მგონი მშვენიერი წელი გვქონდა🙂

ღირსეულად გავაცილოთ 2010 და მიულოცოთ ერთმანეთს 2011 წლის შემობრზანება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s