ლარი კლარკის გაკვეთილები

ბევრჯერ მომისმენია დისკუსია, სკოლებში სექსოლოგიის გაკვეთილების შეტანის თაობაზე.   იმ ფორმით, რა ფორმითაც ადრე სცადეს  ამ საგნის შეტანა, ვგულისხმობ პორნოელემენტებით გაჯერებულ ანიმაციურ სახელმძღვანელოს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები!  თუმცა მართლა მაღელვებს ეს საკითხი და ვფიქრობ ერთხელ და სამუდამოდ, განათლების სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს! არ ვიცი რა აზრი აქვთ ფსიქოლოგებს და სასულიერო პირებს,  პირადად ჩემი ინიციატივა კი იქნება – დანერგონ სკოლებში ლარი კლარკისა და სხვა მსგავს თემაზე მომუშავე რეჟისორების ფილმების  გაკვეთილები🙂 აჩვენონ ბავშვებს ის ნამუშევრები, რომლებიც მოზარდთა პრობლემებზე, ამ პრობლემების გადაჭრის სირთულეებზე  და მათი ფსიქოლოგიის დადებითად  ჩამოყალიბებაზეა გათვლილი!

მანამ სანამ ეს ინიციატივა შაშკინის ყურამდე მივა (თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომც მივიდეს, განიხილავს და გაითვალისწინებს), მე შემოგთავაზებთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელებმაც პირადად ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.

 

1.  ბავშვები – დღე თინეიჯერების ცხოვრებიდან, რომლებიც მანხეტენის გარეუბნებში დაეხეტებიან. სექსი და ნარკოტიკები, ბინძური გინება და მგრძნობიარე დაუცველობა… მოზარდების კომპლექსები და ამბიციები, ბავშვობის სილამაზე და ტრაგედია დაუმორჩიებელი ახალგაზრდობის, მთელი 90-ნი წლების სიგიჟე, მოზარდების ყველა კომპლექსი და ამბიცია, მათი სილამაზე და ტრაგედია…

2. ექსპერიმენტი – გერმანია. ჩვენი დრო. გიმნაზიის მასწავლებელი რაინერ ვენჯერი გადაწყვეტს არაჩვეულებრივი ექსპერიმენტის ჩატარებას იმისათვის, რომ დაუმტკიცოს თავის მოსწავლეებს რას ნიშნავს დიქტატურის ქვეშ იცხოვრო. ზუსტად ერთი კვირით ნაცისტების ტერორი და სასტიკი დისციპლინა სკოლის კედლებში გაცოცხლდება. ძალიან მალე ეს ჩანაფიქრი კონტროლიდან გამოვა და საშინელ შედეგებს მოიტანს.

3.  კლასი  – ფრანსუა და მისი კოლეგები–მასწავლებლები ემზადებიან ახალი წლისთვის საშუალო სკოლაში. მას არააქვს ფეთქებადი ხასიათი და არც ძალიან მკაცრია, მისი ექსტრავაგანტული პირდაპიროპა მოსწავლეებს ხშირად აკვირვებს. მაგრამ მისი პედაგოგიური ეთიკა გამოცდის წინ აღმოჩნდება, როდესაც მოსწავლეები კითხვის ქვეშ დასვამენ მისი სწავლების მეთოდებს…

4. მკვდარი პოეტების საზოგადოება – ჯონ კიტინგი – კონსერვატიულ სასწავლებელში ინგლისური ენის ახალი მასწავლებელია. სხვა პედეგოგების საწინააღმდეგოდ, თავის მოწაფეებთან ერთად ის ქმნის “მკვდარი პოეტების საზოგადოებას” და საიდუმლო შეკრებებზე ყოველ მათგანს ეხმარება პოეზიაში საკუტარი “ხმის” მოსაძებნად, გახსნას თავისთვის ბუნების და პოეზიის მშვენიერი სამყარო სკოლის ნაცრისფერი ღობეს მიღმა. ჯონ კიტინგის ყოველშემძლე კოლექტივთან ბრძოლის შედეგი შეუძლებელია იწინასწარმეტყველო ფინალური სცენის დადგომამდე, რომელიც არავის დატოვებს ემოციის გარეშე…

5.  კალათბურთელის დღიური – ოპიუმს შეუძლია ლოდინი… მისი ძალაუფლების ქვეშ როდესმე ჯიმიც აღმოჩნდება. მორიგი დოზისთვის ის მზადაა მოიპაროს, მოკლას და გაიყიდოს! ეს იქნება… როდესმე… დროის ამბავია… მოთხრობა ცნობილი მუსიკოსის და პოეტის – ჯიმ კეროლის – ქუჩის ყველაზე ღრმა ძირზე დაშვებაზე. ფილმი გადაღებულია სასტიკ სტილში, რომელშიც შოკის მომგვრელი სცენებია ნანჩვენები…

6. Christiane F – ფილმში აღწერლია ნამდვილი ამბავი გოგონასი, რომელიც 12 წლამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო ერთი წლის შემდგომ იგი ჰეროინის მომხმარებელი გახდა და ქუჩაში ცხოვრება დაიწყო

7. ამოუცნობი კანი – როდესაც ბრაიანი რვა წლის იყო, ერთ დღეს თავისი სახლის სარდაფში მოვიდა გონს. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ როგორ მოხვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა – მას სიბნელის ეშინია, ძილში ლოგინს ასველებს და საშიშ სიზმრებს ნახულობს. ახლა ბრაიანი 18 წლისაა. ნოლიც მისი თანატოლია…

8.   უხილავი ბავშვები – ისინი ცხოვრების ყვავილები არიან. მათ ყველაზე მეტედ ჩვენი მხარდაჭერა, ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. და ზოგჯერ ბავშთა წილზე ტვირთი ხვდება, რომლის სიმძიმეს ისინი ვერ აუდიან. ეს ფილმი – (UNICEF)-ის მსოფლიომაშტაბის პროგრამის ნაწილია და საერთაშორისო (WFF)-ის პროგრამის. მთელი ფილმი გაჭირვებული ბავშვების ფონდში ჩაირიცხება…

9.  აღმზრდელები – ახალგაზრდა იდეალისტები იანი, პეტერი და ჯული თვლიან, რომ ეს მაძღარი მსოფლიო, რომელიც ჩაციკლულია კეთილმოწყობაზე, მხოლოდ რადიკალური ბრძოლის მეთოდებს იმსახურებს. ისინი ირჩევენ მაძღარ მდიდრებს და ჭკუას ასწავლიან… მაგრამ მდიდართა სამყარო არც ისე სუსტია, როგორც მათ გონიათ…

და კვლავ ლარის ფილმი 🙂

10. სადისტი – ბობი და მარტი ბავშვობიდან მეგობრობენ, მაგრამ მათ შორის უცნაური მეგობრობაა: პათოლოგიურად სადისტი ბობი საშინლად დასცინის და აწვალებს მარტის და არა მარტო მას… და ერთხელაც გადაწყვიტავს სამუდამოდ შეწყვიტოს დაცინვები…

One thought on “ლარი კლარკის გაკვეთილები

  1. კარგი ფილმები გაქვს არჩეული )))

    საეროდ, ლარი კლარკის ყველა ფილმი ერთმანეთს ჰგავს და ყველას შეტანა შეიძლება მაგ სიაში )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s