საუკუნის ავტოგრაფი

კადრები რომელიც ყოველთვის არის და დარჩება ჩვენს მეხსიერებაში! ცეკვა რომელიც არ არის ჩვეულებრივი! ის რაც გვინახავს და აუცილებლად ვანახებთ ჩვენს შვილებს!

საუკუნის ავტოგრაფის არა ჩვეულებრივი გამოფენა ილოს ბლოგზე:

1.  ნინო რამიშვილის ჯეირანი, რომელმაც ეპოქა შექმნა! ლა-სკალას  კედლებს ახსოვს პუჩინის, რუსინის, ვერდის უკვდავ მელოდიათა ჰანგები და კიდევ ნინოს ჯეირანი!  ცეკვა რომელიც ერთიანად აღაფრთოვანებს როგორც ქართველს ასევე ნებისმიერ უცხოელს!

2.  სამწუხაროდ სოფიკოს ,,კინტაურის” ხილვა სტურუასეულ ხანუმაში,  ჩემი ასაკის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო.  უნდა ვუმადლოდეთ არჩილ ჩხარტიშვილს, რომელმაც მსახიობის ცეკვის ეს უნიკალური კადრი ფირზე ჩაწერა, სხვათაშორის სპეციალურად სუხიშვილების კონცერტისთვის. კადრი დოლის და ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაუშვეს დიდ ეკრანზე ერთ–ერთ ნომრად, ანსამბლის თბილისურ კონცერტზე.

3. კინტაურის კიდევ ერთი უბადლო შემსრულებელი. ამჯერად პროფესიონალი მოცეკვავე. კადრი მიუზიკლიდან ,,ფიროსმანი”, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია.  მიუხედავად ასაკისა, ფრიდონი შესანიშნავად ასრულებს ამ ცეკვას!

4. ლეგენდარული კადრი ფილმიდან ,,მზე შემოდგომისა” გუდიაშვილის ცეკვა. სამწუხაროდ ნაწყვეტი ფილმიდან ვერ ვიშოვე😦

5.  სამწუხაროდ ვერსად მოვიძიე ჭაბუკიანის შესრულებით ,,ლეკური”.  ერთხელ მაქვს ნანახი საზოგადოებრივ არხზე და იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატობა ჩემში რომ, ეხლაც თვალწინ მიდგას. თუმცა ლეგენდარული ქართველი ქორეოგრაფის მიერ შექმნილი, აღდგენილი საბალეტო ნომრი,  ნინო ანანიაშვილის შესრულებით ვნახე და დარწმუნებული ვარ მასაც ცეკვის ავტოგრაფად შემოინახავს საქართველო

6. ჭაბუკიანი ვახსენეთ და არ შემიძლია მისი პარტია ოტელოდან არ დავდო. გენიალური შესრულება, ეს კადრი არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს  სიმდიდრეა!!!

7. ისევ სოფიკო, ისევ მისი პლასტიკა და ნიჭიერება! ჩემი უსაყვარლესი სპექტაკლი ,,ეზოში ავი ძაღლია”  და სოფიკოს სარე.  ბოშა ქალის თავისებური ცეკვა რომელიც მშვენიერებად აქცია ჭიაურელმა! მიყვარს ეს კადრი!

8. ფილმი ,,ქეთო და კოტე” თავიდან ბოლომდე ქართული კინო– კლასიკად, თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ! მასში ბევრია დასამახსოვრებელი ცეკვის კადრები მაგრამ მე მაინც სიკო და ნიკოს მონაკვეთს გამოვყოფდი. ცნობილია რომ გიორგი შავგულიძე როგორც მსახიობი, ასევე უნიჭერესი იყო  ქორეოგრაფიაშიც, მისი მშვენიერი პლასტიკა არაერთ ფილმში ვნახეთ მაგრამ აქ  ოსტატურად ასრულებს სახასიათო როლსაც, ასევე საოცარია ვასო გოძიაშვილის შესრულება

9. შენგელაიას ,,შერეკილები” და ბრეგვაძეების საფირმო ცეკვა! კადრი კიდევ ერთი ქართული კლასიკად ქცეული ფილმიდან!

10.  დარწმუნებული არ ვარ, რომ  რეზო ესაძის ფილმი ,,ერთი ნახვით შეყვარება” ყველას აქვს ნანახი მაგრამ ის კი ვიცი, ვინც ნახა, დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატომა მასში ცეკვა ფლირტმა

მოკლედ, ეს მცირე ჩამონათვალია კადრების, რომლებიც ჩვენში რაღაც ამაღლებულ გრძნობას  და საოცარ შთაბეჭდილებას გვიტოვებს. იმედი მაქვს ამ პოსტით კიდევ უფრო გაიღრმავებთ მეხსიერებას, რომელშიც ყოველივე ზემოთმოყვანილს მყარად აქვს ადგილი  დამკვიდრებული.

გილოცავთ დამდეგ ახალწელს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s