მივაფსათ ,,გმირებს”

მთელი დღე სახლში მომიწია ჯდომა, ვზივარ კომპთან და  ჩემდაუნებურად  გულის ამრევ სიტუაციაში აღმოვჩნდი. უკვე ერთი საათია forum.ge_ს ვათვალიერებ და ნელ–ნელა კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ ერი სირდება! უფრო სწორედ, დღითი–დღე კიდევ უფრო და უფრო სირდება! ჩემი აღშფოთება, ამჯერად ფოეუმზე გახსნილიმა მისალოცმა თემამ გამოიწვია. თემა ამ შინაარსისაა:

დღეს 6 იანვარია, გილოცავთ!

ნუ გასაგებია, იუზერი დიდი შანსია დამდეგ შობას გვილოცავდეს რომელიც ამაღამ აღინიშნება. შევედი გახსნილ თემაში და ვკითხულობ:

1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას, ზ. გამსახურდია თანამზრახველებთან ერთად გაექცა ხალხის რისხვას, მიატოვა დედაქალაქი და გადაიხვეწა ჯერ სომხეთში, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გროზნოში, საიდანაც განაგრძობდა საქართველოს რესპუბლიკისათვის ძირგამომთხრელი და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებასა და მათ განხორციელებას;… ხელს გააყოლა 40 კილო ოქრო და 200 მილიონი ამერიკული დოლარი

დავიგრუზე😦 აი გეფიცებით ნამდვილად არ მეგონა ამ ხალხს კიდევ თუ არ სცხვენოდა თავის საქციელის. თან გვილოცავენ! თან გვადანაშაულებენ რომ არ გვახსოვს მათი გმირობის დღე, თან ბრალს გვდებენ რომ ძეგლს არ ვუდგამთ!

გამარჯვების ფასი იყო დიდი – მართალია მრავალი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ქვეყანამ, მსოფლიო დონის პოლიტიკოსის მეშვეობით, სხვა დემოკრატებთან ერთად სწრაფად დაიწყო აღმშენებლობითი პროცესები – გაჩნდა შუქი, გაზი….. ხალხს მატერიალურადაც დაეწყო წინსვლა-თითქმის ყველა მილიონერი გახდა კუპონებში..
და ყველაზე მთავარი-აღსდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

თქვენ ისეთი თავმდაბლები ხართ, არ გიყვართ საუბარი ქვეყნის წინაშე შეტანილი თქვენი წვლილის შესახებ. არც ამ თემაში გამოჩნდებით მადლობის მოსახდელად. შვილებიც წამოგეზარდნენ და ისინიც თქვენსავით თავმდაბლები არიან-არც მათ უყვართ მათი მამების გმირობაზე საუბარი. ეს თქვენი დამახასიათებელი თვისებაა ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ჩვენ მუდმივად გავიხსენებთ ამ დღეს და მუდამ გავიხსენებთ თქვენს სახელებს – შთამომავლობამ უნდა იცოდეს თავისი გმირების სახელები

ისე ერთის მხრივ კარგია, კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მსგავსი აზროვნების მქონე საზოგადოებისთვის შემეხსენებინა რა დღეს ზეიმობს,  ვისი მიღწევების ეამაყება და ვისი ნახმარი საზოგადოების წევრია!

იოსელიანი,კიტოვანი,სიგუა, ხაინდრავები,ბერძენიშვილები,არველაძე, პრეს-კლუბი,გია ჭანტურიას ედპ, ზურაბ ჟვანიას მწვანეები,იმედი,ავაზა,თეთრი არწივი,ბათიაშვილი (სიას აკლია ყარყარაშვილი, მგონი ერთადერთი მათთაგანი რომელმაც ერის წინაშე მოინანია სამოქალაქო ომში მისი როლი და დღევანდელი დღის რცხვენია) … რუსეთის 100 000 ჯარისკაციანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი,როსტოვის სპეცნაზი, ძერჟინსკის დივიზია(9 აპრილის შემომქმედი) ედუარდ ბალტინის შავი ზღვის ფლოტი(აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი როლის შემსრულებელი!) – ვის ებრძოდით თქვე საცოდავებო, რითი ამაყობთ?!

1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ, კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა! ზვიადი და მერაბი ქართველმა ხალხმა ეროვნულ გმირად შერაცხა, გამსახურდიას ნეშთი საპატიოთ დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში! – თქვენ? ყორღანიშვილებო, სანაგვეზე რომ მოგისროლეს, თქვენი ,,გმირების” სურათები რომ საპატიო დაფიდან ჩამოხსნეს ეგ გეწვით? მიონანიეთ თორემ მართლა მოგელანდებათ პეტრიაშვილი, გრცხვენოდეთ მაინც!

გამოვდივარ ინიციატივით, გავადიდოთ ჩვენი ,,გმირების” სურათები, გამოვფინოთ რუსთაველზე და საჯაროთ მიფსმის აქცია მოვაწყოთ! უტყდებათ რომ დაგვავიწყდა მათი სახეები, შარდის ბუშტი დავიბეროთ და ყოველ 6 იანვარს მივაფსათ ჩვენს ,,გმირებს” !!!

One thought on “მივაფსათ ,,გმირებს”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s