გამოგურჯისტანებული საზოგადოება

2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, საქათველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გაიმართა ვეტერანთა აქცია.  მათი მოთხოვნა ყურადსაგდები და გასათვალისწინებელი იყო მთავრობის მხრიდან. ომში მონაწილეები საკუთარი გაუსაძლისი  მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯამრთელობის დაზღვევას და სხვა სოციალური პროგრამებში ჩართვას ითხოვდნენ. მალე, როგორც ყველა მზგავსი საპროტესტო გამოსვლა საქართველოში, ისიც გადაიზარდა ოპოზიციონერების ტრიბუნად და რამოდენიმე რადიკალური განცხადებაც გაკეთდა მათი მხრიდან.  მიმოხილვა დასასრულამდე რომ მივიყვანო, მოკლედ ვიტყვი – საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ომის ვეტერანებისგან შემდგარი ჯგუფისთვის, გამართოს მიღება და მათი პრობლემების განხილვა და მოგვარება დაიწყოს. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, გავრცელდა მოწოდება, გმირთა მოედანზე აქციის დაშლის შესახებ.  რაც შემდეგ მოხდა, ყველამ კარგად ვიცით.

ჩნდება უამრავი კითხვა: რის საფუძველზე ითხოვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის შეწყვეტას; რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფებოდნენ ადგილზე სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები და რატომ მოხდა ძალის გადამეტების ფაქტები.

როგორც წესი, სამართალ დამცველებს უფრო მეტი მოეთხოვებათ, განსაკუთრებით ხაინდრავასა და ბათიაშვილის მსგავს ინტრიგანებთან მოქცევის დროს. ყველაზე სამწუხარო და სამარცხვინო საქციელი კი, მათი მხრიდან, მანდილოსანის ცემის ფაქტი აღმოჩნდა, რომლის ამსახველი კადრები, თითქმის ყველა ტელევიზიამ გადმოსცა.

ამ საქციელით აღშფოთებული საზოგადოების მხრიდან, მალევე სოციალური ქსელის დარბევის ამსახველი ერთ-ერთი 

ფოტო გავრცელდა. ფოტოზე კარგად ჩანს იმ მამაკაცის სახე, რომელმაც ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა .

სასწრაფოდ მოხდეს ამ პიროვნების იდენტიფიცირება და დასჯა სრული სიმკაცრით, ეს მოთხოვნა მიემატოს დღევანდელი ჩვენი აქციის მოთხოვნებს.

ყველამ ვისაც გაქვთ იმფორმაცია ამ ნაბიჭვრის სესახებ აუცილებლად გაავრცელეთ.

ფოტოზე გაკეთებული კომენტარები, ცოტა ხანში, ფორუმულ საქმის გარჩევებში გადაიზარდა:

ჩემი მამიდაშვილია და ცუდი არაფერი თქვათ თორე იმენნა ჩემთან მოგიწევთ პასუხისგება
ვისაც რამე პრეტენზიები გაქთ მომწერეთ პიმიში და დღესვე აგიყვანთ მაგასთან და თუ ვაშკაცები ხართ პირში უთხარით

პასუხს პასუხი მოჰყვა:

მე მაგრად გამიტყდებოდა ჩემი მამიდაშვილი რომ იყოს ეგ ტიპი, და კიდევ რა ვაჯკაცობაზე ლაპარაკობ?/ ქალს რომ ხელს ურტყამ მაგ ვაჟკაცობაზე?? შევარცხვინე ეგეთი ვაჟკაცობა. ხთფუუ

მოკლედ მალე გაირკვა ,,დამრტყმელი მექალთანეს” ვინაობა. სურათმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც პრესაში, ასევე ტელევიზიაში. მიეძღვნა სიუჟეტები და სტატიები, სადაც ყველა ერთ ხმად მოითხოვდა – ვინმე ოთარ გვენეტაძეს საჯაროდ დასჯას(!)  აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ აქციის დაკავებული მონაწილეები, სასამართლომ, 400 ლარიანი ჯარიმის დაკისრებისა და მათ მიერ გადახდის შემდეგ გაანთავისუფლა, რამოდენიმე მოშიმშილეს დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე.  სიტუაციას გამოეხმაურა თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, სახალხო დამცველი, ჩვეული აღშფოთება გამოხატა ამერიკის ელჩმა და სხვა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა.

ყველაფერი კი იმით დასრულდა,  რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლი – ოთარ გვენეტაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მიზეზი – მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას.

ყველაფერი აქ დასრულდებოდა მაგრამ:

მარტო გათავისუფლება არ შველის მაგას ისე

თუ იყო სოდში გადაიყვანენ კუდში, ან პირიქით.

ეს კაცი გამოიყვანეს განტევების ვაცად.
რომ აი რა პატიოსნები ვართ
ვინც კოდექსს არღვევს, ყველას ვუშვებთ სამსახურიდან.
მაგ კოდექსის მიხედვით, 7 ნოემბრის დარბევისას (და არა მხოლოდ) ნახევარზე მეტი რომ გასანთავისუფლებელია, მაგას არა უშავს?

კომენტარები გრძელდება, მოთხოვნების სია იზრდება, და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ქართველები კიდევ მეტის ღირსები ვართ! ყოველთვის მთავრობის დამცველს და მათი პოლიტიკის შემლამაზებელს მეძახიან, სინამდვილეში კი არც პოზიციონერად და არც ოპოზიციონერად არ ვარგივარ, უბრალოდ ვხედავ თვალებით, მესმის ყურებში და ვამბობ იმას რაც მე მიმაჩნია კარგ და ცუდ საქციელად როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან! არ გინდათ მიშა? მე კი არ მნდა გრეჩიხა, არ მინდა ნოღაიდელი, არ მინდა ბურჯანაძე… არ უყურებთ რუსთავი–2 და იმედს? მე კი არც ერთს ვუყურებ და არც მეორეს! თან თქვენგან განსხვავებით, მეზიზღება ,,კავკასია” თავის აქუთი!

3 thoughts on “გამოგურჯისტანებული საზოგადოება

  1. eh ilo ilo…
    amaze ramdenjer gvilaparakia.

    rom vkitxulobdi megimeboda : )
    ici ra aris?
    gaizrdeba motxovnebi da unda gaizardos kidec.

    darbevis faqtze kide samcuxarod sakmaod gvian gavige,
    dzalian momeconsa saxalxo damcvelis gancxadeba.

    http://netgazeti.ge/GE/41/News/3967/ომბუდსმენის-განცხადება–ომის-ვეტერანების-აქციის-დაშლასთან-დაკავშირებით.htm?sms_ss=facebook&at_xt=4d237c47f9ba4edb%2C0

  2. გენათალეეე :* :*
    კიდევ კარგი გვიან გაიგე თორემ დარწმუნებული ვარ შეუერთდებოდი აქციას :*
    მესმის, ვიცი რა პრობლემებიც აქვთ და აუცილებლად უნდა მოაგვაროს მთავრობამ და მოუსმინოს მათ მაგრამ ადეკვატური უნდა იყოს საზოგადოება მთავრობის წინ გადადგმულ ნაბიჯზეც! ეს აუცილებელია ჩემო კარგო თორემ ისე არაფერი გამოვა, კაცი დასაჯეს და კიდევ იმას იძახიან ეგ ფარსიაო, ვეტერანების მოთხოვნების განხილვა დაიწყეს და არიქა დათმობაზე წავიდნენ, გავედით ყველა ლეიბებით გარეთ და რაც გვინდა ის მოვითხოვოთო… მოკლედ არც ეგ თქვენი მხარეა დაკაგებული :* ამიტომ ვართ ყველა ერთად ტრაკში😦

  3. სტატია პათოსით: “გვეშველება რამე”?

    პოლიციის პასუხი: არა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s