სველი სიყვარული

– წავიდეთ რა უკვე?!  ხომ ხედავ წვიმას აპირებს

– არა არა მოიცა, ხელი არ გამიშვა, მინდა კიდევ ცოტა ხანს ჩაგეხუტო! ნახე რა ლამაზია აქედან თბილისი?

– ხო მაგრამ, უკვე წვიმას იწყებს …

– მერე რა, დავსველდეთ. იცი რა კარგია წვიმაში სიყვარული?

– ვიცი – თავს ჩემსკენ აბრუნებს და მკოცნის.

– მგონი ამინდი არ ხუმრობს– კოცნას ვაგრძელებ – ეხლა თუ დაუშვააა..

– დაუშვას! – მპასუხობს და ისევ მკოცნის.

უცებ ნისლში ჩაიკარგა ჩვენს ირგვლივ გადაშლილი თბილისის ხედი.  თითქოს ცა ჩამოიქცაო, წამიერად ისე დასცხო წვიმამ. მის გარდა ვერაფერს ვხედავდი.  მკლავებში მყავდა, ხელს არ ვუშვებდი!  ცა კი თითქოს აკურთხებდა ჩვენს სიყვარულსო. არ ჩერდებოდა წვიმა, არ ვწყვეტდით  კოცნას  ჩვენც!

მალე თავი გაინთავისუფლა  მკავებისგან, დატრიალდა, ცალი ხელი გამიშვა, ცალი კი გაშალა. თავი მაღლა ქონდა აწეული და იცინოდა – რა სულელები ვართ, რა მაგარია ეს ყველაფერიი! – წვიმის წვეთები მის გამოკვეთილ კისერზე ნაზად მოედინებოდა – მოდი გავიქცეთ! – ორივე ხელით დამქაჩა მისკენ, თვითონ კი საყვარლად მოიხარა. ის წინ მირბის, ხელს არ მიშვებს, მე უკან მივსდევ. ისევ წვიმს, მაგრად წვიმს! მთაწმინდის კიბეებს ჩამოვცდით და  ღია საცხობს შევაფარეთ თავი.

– სულ მთლად დასველებულხართ, მოდით დასხედით, გაშრით. მე  ჩაის მოგიდუღებთ …

– იცით, ჩვენ ფული დაგვისველდა და ალბათ ვერ გადაგიხდით – გაღიმებული ვპასუხობთ შემოთავაზებაზე . მაინც გვიდუღებენ  ჩაის. ვთბებით, არადა სულ არ გვციოდა! ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და ჩაის ისე ვწრუპავთ.

მას მე ვუყვარდი! მე ის მიყვარდა!

Happy End არ იქნება!  ჩვენ დღეს ერთად აღარ ვართ😦

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s