პატრიარქის საშობაო გზავნილები

როგორც წესი, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, ერთნაირი ყურადღებით ეცნობა მართლმადიდებელი, ათეისტი და  სხვა რელიგიის მიმდევარი საქართველოს მოსახლეობა. ზოგი მასში თავის სულის ხსნის გზებს ეძებს, ზოგი პოლიტიკურ გზავნილებს, ზოგს კი უბრალოდ იმედი აქვს რომ აღმოაჩენს ფრაზას რომელითაც თავის ათეისტურ ,,მრწამს” კიდევ უფრო გაიღრმავებს.  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პირადად მე, დღეს საკმაოდ შორს ვარ ეკლესიური ცხოვრებისგან, თუმცა თავს მართლმადიდებლად მივიჩნევ და ველოდები საკუთარ თავში იმ ღვთის შიშის გაძლიერებას, რომელიც ოდესღაც მიმაბრუნებს ტაძრისკენ… როგორც სააღდგომო, ასევე საშობაო ეპისტოლეს, მეც დიდი ყურადღებით ვეცნობი ყოველ წელს, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე ბრძნული და მოკლე მიმოხილვაა გასული წლის და დამაფიქრებელი, საგულისხმო მოწოდება ახალი წლისთვის.

ამ ჯერად, წაკითხულის ჩემეული განხილვა მინდა შემოგთავაზოთ. ეპიზოდები რომელზეც მე გავამახვილე ყურადღება და გზავნილები რომელიც ამოვიკითხე.  პატრიარქი ყოველთვის მიზანში არტყამს, ეპისტოლეც იმ პოლიტიკური და სუფთა ადამიანური სენის გმობით იწყება რომელსაც ჩვენ, მართლმადიდებლები, ამპარტავნობის ცოდვას ვუწოდებთ.  ცოდვა რომელიც სამწუხაროდ ყველაზე მეტად ახასიათებს ჩვენს პრეზიდენტს და ვფიქრობ სწორედ მისი მისამართით არის გამახვილებული ყურადღება თორმეტი ვნებიდან ყველაზე უმთავრესზე.

განასხვავებენ ორი სახის ამპარტავნებას, _ ხორციელს და სულიერს. ხორციელია, როცა ამა თუ იმ პიროვნებას თავი მოაქვს სხვა და სხვა მიწიერი, ამქვეყნიური სიკეთით, მაგ., სიმდიდრით, სილამაზით, თანამდებობით, ჯანმრთელობით, სიძლიერით და ა.შ. ხოლო თუ იგი თვითკმაყოფილებას განიცდის ცოდვებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით, მაშინ სახეზე გვაქვს ამ სენის ყველაზე მძიმე ფორმა, _ სულიერი ამპარტავნება.

ძბელი მისახვედრი არ უნდა იყოს, პატრიარქი აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვამს  ასეთ ზედმეტად თავმომწონე პრეზიდენტის საქციელზე.  დარწმუნებული არ ვარ და სამწუხაროდ ვერც პატრიარქი დებს თავს რომ სააკაშვილი ყურადიღებს შენიშვნას

ადამიანი ან მიდრეკილია უფლისკენ, ან ეშმაკისკენ ანუ საკუთარი თავის განდიდებისკენ.

თუმცა, პირველ ეტაპზე, ამპარტავანნიც ღვთისადმი მადლიერებას სიტყვით გამოხატავენ, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ. შემდგომ საფეხურზე მათ არათუ თავისი ღვაწლის წარმოჩენა `ერიდებათ~, არამედ სხვათა დამსახურებასაც ხშირად საკუთარ თავს მიაწერენ; ამცირებენ გარშემომყოფთ, აზვიადებენ ყველაფერს და ითხოვენ გამორჩეულ პატივს. გულწრფელი აღსარება მათთვის თითქმის უჩვეულო რამაა.

მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს.

ომის პერიოდში, წირვაზე გახლდით და მამა რევაზის (წმ. ნინოს წინამძღვარი) ქადაგებას ვისმენდი. მაშინ მოძღვარმა ასეთი სიტყვები თქვა, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა – გამორიცხულია უფალმა დაუშვას ომში გამარჯვება იმ ლიდერის მხრიდან, რომელიც მხოლოდ საკუთარი სახელით მოქმედებს. ,,მე გავანთავისუფლე აჭარა”, ,,მე დავიბრუნებ აფხაზეთ” , თუნდაც – ,,ჩვენ დავამარცხებთ მტერს”. საქართველოს ისტორია მაგალითია ყველასთვის, ჩვენი დიდი მეფეები, ომში წასვლის ეინ ჯარს ყოველთვის იმით ამხნევებდნენ, რომ მათ წინ წმინდა გიორგი მიუძღვის, რომ ღმერთის ძალით ისინი მტერს დაამარცხებენ და რომ ჩვენთან არს ღმერთი! … – სწორედ  ხელისუფლების ამ ცუდი სენის წამალს გვთავაზობს პატრიარქი ეპისტოლეს მოერე ნაწილში:

როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას? თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს `მე~-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, _ უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად.

პატრიარქი აქვე ამახვილებს ყურადღებას სხვა სოციალურ პრობლემებზე  და მისი გადაჭრის აუცილებლობაზეც საუბრობს:

გარდა სულიერისა, სიძნელეები სხვაც მრავლად გვაქვს: მასიური უმუშევრობა, ჩვენი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაცია, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რიცხვის ზრდა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის, სოფლის მეურნეობის პრობლემები…

და ყველაზე მთავარი, აგერ უკვე მერამდენე წელია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეპისტოლეშიც, უმთავრეს ნაწილად რჩება. ამჯერად პატრიარქი ვფიქრობ მიმართავს ბლოგერებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ინტერნეტ სივრცეში, ინფორმაციის გავრცელების წყარო გააჩნია:

პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოების ძალისხმევა, რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ვებ-გვერდები, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნეთ. ამ საქმეში დიდი სამსახური შეიძლება გაწიონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა; მათ ვებ-გვერდები იმ ენაზე უნდა გააკეთონ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ამით ისინი სამშობლოს ინტერესებს შესაძლებლობისამებრ დაიცავენ.

ეპისტოლეს ბოლოს, პატრიარქი ერთის მხრივ იწონებს სახელმწიფოს გააქტიურებას და მის მიერ გატარებულ პროგრამებს, ქვეყნის მთიან რეგიონებში. თუმცა აქვე კვლავ იმეორებს თავის მოწოდებას, რომ საჭიროა იმ სოფლების აღდგენაც, რომლებიც უკვე წლებია მოსახლეობისგან დაიცალა.

ჩვენ ადრეც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა (თავისი მეურნეობებით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის.

ბუნებრივია, აქ უნდა ასევე განვითარდეს მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, ხელსაქმე, მიწის ერთობლივი დამუშავებისათვის კი, უნდა შეიქმნას კოოპერატივები.

აუცილებლობად მიიჩნევს პატრიარქი, ყველაფერთან ერთად განვითარდეს სოფლის მეურნეობის რესურსებიც, განსაკუთრებით მთიან რეგიონში.

მოკლედ როგორც ყოველთვის, ეპისტოლე გამოეხმაურა ყველა იმ მნიშვნელოვან და მტავარ პრობლემას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.  პირადად ჩემთვის იყო, არის და ყოველთვის დარჩება პატრიარქის მიერ მიჩნეული პრიორიტეტები მნიშვნელოვნად. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და გააძლიეროს უწმინდესი და უნეტარესი!

2 thoughts on “პატრიარქის საშობაო გზავნილები

  1. ძალიან კარგი და საინტერესო ანალიზია მისი უწმინდესობის ეპისტოლის!ბევრ რამეში (ყველაფერში თუ არა) გეთანხმებით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s