არშემდგარი გმირი

არ მინდა იფიქროთ, რომ ამ პოსტით ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ ან რაიმე სახით ირონიას აქვს ადგილი.  უბრალოდ სურვილი მაქვს დავწერო ის რაც რეალურად მოხდა ჩემს ირგვლივ და წარმოვიდგინო, ჩემი დაღუპვის შემთხვევაში, როგორ აღწერდა ამ ყველაფერს ქართული პრესა. ან თუნდაც დავარქვათ რეპორტაჟი ,,პროფილისთვის”.

ლევან ზუროშვილი (ილიას მეგობარი) – დილით ადრე დავურეკე,  წინ დღით გვიანობამდე ვსვამდით და ჯერ კიდევ ეძინა. ვკითხე ბიჭები გამოიძახეს მეთქი და შენთვისაც ხომ არ დაურეკავთთქო.  რა ხდება, არაფერი ვიციო. მაშინ ვუთხარი ტელევიზორი ჩართე და გაიგებ მეთქი. ზუსტად 15 წუთში უკვე უბანში იყო, მობილურის სატენი და სამხედრო ჟეტონი ეკიდა გულზე.

ნინო ქიტუაშვილი (მეზობელი) – ილიას ოჯახი სოფელში იყო იმ დროს და შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდნენ უკან დაბრუნებას. დილის 9 საათი იქნებოდა, ჩემთან მოვიდა და ფული მსთხოვა. ვკითხე რათ გინდა მეთქი – გამომიძახეს და უნდა წავიდეო _ გადავირიე, არ ვაძლევდი ფულს, სასწრაფოდ მის მშობლებს დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. ჩემთვის სულერთია, მაინც წავალ და ვიშოვი ფულს, თუ შენ მომცემ აღარ დავკარგავ ამაში დროსო.  20 ლარი მივეცი, შუბლზე მაკოცა და გაიქცა. მოგვიანებით გავიგე რომ არავის გამოუძახებია, თვითონ უკვე კარგა ხნის წასული იყო მის სახელზე კომისარიატიდან მოწვევა რომ მოვიდა.

ციალა გელაშვილი (ილიას თანამშ. კადრების უფროსი) – იმ დღეს არ მუშაობდა მაგრამ მაინც მოვიდა დილით, ჩემთან შემოვიდა კაბინეტში და მითხრა რომ ხვალ ვერ გამოცხადდებოდა სამსახურში. რეზერვისტად გამომიძახეს და უნდა წავიდეო. ოჯახის ახლო მეგობარი ვარ და ამას ვერ დავუშვებდი, თან არც სამსახურეობრივი მოვალეობა მაძლევდა უფლებას გამენთავისუფლებია. ავუხსენი რომ საომარი მდგომარეობის შემთხვევაში რკინიგზის ყველა დაწესებულება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და რომ ამ უწყების თანამშრომლებს სახელმწიფო ანთავისუფლებს ომიდანთქო. მოკლედ არ მომისმინა, მე უბრალოდ მინდოდა გამეფრთხილებინეთო, დამემშვიდობა და წავიდა.

ლევან ცაცუა (რეზერვისტი. ილიას მეგობარი) – 8 აგვისტოს ვნახეთ ერთმანეთი, კოჯორში აგვიყვანეს და ფორმებს გვირიგებდნენ.  პირველი ბომბები რუსებმა სწორედ იმ ადგილას ჩამოყარეს. ორი ბომბდამშენი რომ გამოჩნდა, ჩვენები გვეგონა და გამამხნევებელი ყვირილი ავტეხეთ. ცოტა ხანში ყველამ შევატყვეთ რომ ბომბები ჩამოყარეს, ჩვენგან ძალიან ახლოს აფეთქდა, წნევამ ვინც ფეხზე იდგა ყველა წააკცია. მოკლედ პანიკა პირველივე შეხვედრაზე დაგვეწყო. იმ წუთიდან მოყოლებული ერთმანეთს არ მოვცილებივართ. გორში გვიან ღამით ჩაგვიყვანეს, სკოლის შენობაში სეგვიშვეს და გვითხრეს –ამაღამ, აქ გაათევთო. ჩვენ მესამე სართულზე ავედით და ერთ–ერთ საკლასო ოთახში შევძვერით. მერხები მივატყუპეთ, იარაღი მოვიხსენით და გამოძინება დავაპირეთ.

დედა – თავიდან ძალიან მაშინებდა, ტელეფონზე რომ ურეკავდი მეუბნებოდა ბომბების წვიმაში მოვყევით, მოიცა არ მესმის, დედა ეს სად გიკვდება შენი ერთადერთი ბიჭიო… მე პანიკაში ვვარდებოდი, მერე გაიცინებდა და მეტყოდა, კაი რის გეშინია, არაფერი ხდება, ეხლა საჭმელს ვჭამო. მართლაც არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, აი მერე კი, როცა უკვე  რეალურად მოხვდა ბომბების წვიმაში, მირეკავდა და ტყუილს მეუბნებოდა, ეხლა მინდორში ვწევართ ხის ძირას და ვაშლს ვჭამთო, სინამდვილეში კი თურმე უკვე მიკლავდნენ შვილს…

ლევან ცაცუა (რეზერვისტი. ილიას მეგობარი) – ღამის ოთხ საათზე ხმაურმა გამაღვიზა, ილია უკვე ფანჯარასთან იდგა, რა ხდებათქო ვკითხე. მგონი უნდა მოგვაწყონ, ვიღაც მთავრობის კაცი ჩამოდის გორშიო. მართლაც ესე გვითხრეს – ყველანი ცენტრში, სტალინის ძეგლთან მოწყობაზე გავსულიყავით. 12 წუთში 500 რეზერვისტი უკვე მწყობრში იდგა. გვიბრძანეს  ქალაქში გავშლილიყავით მაგრამ არავითარ შემთხვევაში შენობებში არ შევსულიყავით.  სამწუხაროდ ბრძანება ბევრმა არ შეასრულა, მე და ილიაც იქვე სპორტ–დარბაზში შევედით. პირველივე სართულზე, დერეფანში მოვკალათდით და სიგარეტს გავუკიდეთ. შენობაშუი კიდევ ბევრი შემოგვყვა. დილის 6 საათზე აფეთქების ხმამ გაგვაღვიძა, თვალები რომ გავახილე უკვე ირგვლივ ნანგრევები და ნამსხვრევები ეყარა, მთლიანად მტვერში ვიყავით გახვეული. ექვსი დაჭრილი და ორი გვამი გავიტანეთ იმ დღეს სპორტის შენობიდან, ჩვენ აფეთქებიდან მოშორებით ვიწექით და ამან გადაგვარჩინა.  ილიას ტელეფონმა დაურეკა, თურმე ტელევიზიით გადაუციათ უკვე ეს ინფორმაცია, მოატყუა დედამისს, ჩვენ მაგ ადგილას არ ვყოფილვართო. მოგვიანებით გავიგეთ რომ თურმე ცხელი წყლის ,,ბაკი” გამსკდარა, დოკუმენტურ ფილმში ასე თქვეს. არადა იქ ორი რეზერვისტი დაიღუპა, არც ამ ,,ბაკის” ამბავის მჯერა, შენობაში რომ რამე აფეთქებულიყო, ნამსხვრევებს გარეთ გაყრიდა, სინამდვილეში კი დაღუპულებს ფანჯრის მინები ჰქონდათ კისერში გარჭობილი, ისინი შენობაში იყვნენ და არა გარეთ.  ამ ამბის შემდეგ, უკვე 9 აგვისტოს გორის დაბომბვა დაიწყო,  ჩვენ სატანკოში წაგვიყვანეს, იქ მოვიდა იფორმაცია რომ 5 წუთში უდა დაგვეცალა ტერიტორია, სასწრაფოდ გამოვიქეცით საბავშო ბაღის შენობამდე მივაღწიეთ. ზოგი სარდაფში ჩაძვრა, ზოგი პირველ სართულზე ჩავიკეტეთ. ისიც არ ვიცოდით რომ თურმე ფანჯრები უნდა დაგვეღო. პირველი ბომბების ჩამოყრისთანავე შენობა შეიკუმშა, ჩვენ ძირს ვიწექით, მეტალო–პლასმასის ფანჯრებმა ჭრიალი დაიწყო და ჭერი თავზე დაგვეცა. გვეგონა დავიღუპეთ, თურმე ,,პლასტიკატი” იყო გაგრული და ის ჩამოცვივდა. სასწრაფოდ დავტოვეთ ბაღის შენობაც, უკვე აბტობუსებს ამზადებდნენ რომ ქალაქიდან გავეყვანეთ. დასრულდებოდა დაბომბვა და რიგში პირველი მდგარი ავტობუსის გავსებას ვიწყებდით, მანამ ბომბდამშენი ერთ წრეს დაარტყამდა, უნდა მოგვესწრო. შემდეგ ისევ ბომბები ცვიოდა და ამ დროს ყველა იმალებოდა. მოკლედ მესამე ცდაზე შევძვერით ავტობუსში და გორიდან გავედით. ყველა პანიკაში ვიყავით, ილიას უკვე სიარული უჭირდა, გულზე პრობლემები შეექმნა და საკუთარი იარაღის ტარებაც უჭირდა.  გვეგონა თბილისში გადაგვიყვანდნენ მაგრამ ავტობუსები დასავლეთისკენ წავიდა. გავიარეთ დამწვარი კორპუსები, მაგისტრალზე უკვე ცეცხლი ეკიდა მინდვრებს. ქარელში ჩამოგვსვეს, ბუჩქებში დაიმალეთ, დაბომბვა იწყებაო. იქედან დაიწყო რეზერვისტების მასიური გაქცევა, ბიჭები ყრიდნენ იარაღს და თბილისში გარბოდნენ. ჩვენ ოთხბი ვიყავით ერთად, გვინდოდა ილია გაგვეშვა სახლში, უკვე ძალიან ცუდად იყო. გვითხრა ან თქვენც წამოხვალთ, ან არსადაც არ წავალო. მოკლედ ყველა დავრჩით.  დასრულდა დაბომბვა, ჩაგვსვეს ისევ ავტობუსებში და გომისკენ წავედით. გომში კოლონამ ცხინვალის გადასახვევისკენ შეუხვია, ყველას ძალიან შეგვეშინდა. წინ ტანკები დაგხვდა და იყო ბრძანება რომ ჯარს უკან უნდა გავჰყოლოდით. ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა, ზოგი წინააღმდეგი იყო რეზერვისტების ქალაქში სეყვანის… ბოლოს აღმოჩბდა რომ თურმე რეზერვისტების წინა ხაზზე გაშვების ბრძანება არც არავის გაუცია, მოვარდა პროკურატურის ჯიპები და ყველას გვიბრძანა იარაღი ჩაგვებარებინა და თბილისში დავბრუნებულიყავით.

(აქედან უკვე იწყება ინსცენირება😛 )

ჩვენ არ ჩავაბარეთ იარაღი, ცავეწერეთ მოხალისეებად და არმიას ქალაქში სევყევით. პირველივე დაბომბვას ილო და რამოდენიმე ჯარისკაცი შეეწირა. მე ფეხში დამჭრეს და გოსპიტალში გადამიყვანეს.

მამა – ვერ გეტყვით რომ ბედნიერი ვარ მაგრამ ჩემი შვილით ვამაყობ. ის ნამდვილი გმირია

p.s.  ჰა, ხომ არ დაიგრუზეთ?😀 სამწუხაროდ რაც პოსტში დავწერე ყველაფერი სიმართლეა, გარდა იმისა რომ მე დავიღუპე და გმირი ვარ😉 სინამდვილეში გომიდან თბილისში დავბრუნდი, ძალიან ცუდად ვიყავი, კორპუსთან ჩავიკეცე და მეზობლებმა ამიყვანეს სახლში. სამი სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, დამიდგინეს გულის არითმია და შოკი. ოთხ თვეს ვმკურნალობდი. გაირკვა რომ გაგანია აგვისტოში ფილტვების და თირკმელის ანთებაც ამიკიდია🙂 ხო, არც სამსახურში გამიტარეს ის გაცდენილი დღეები, სამაგიეროდ მცეს პატივი და ზღვაზე გამიშვეს დასასვენებლად :) 

აქვე მინდა იმ ყველა დაღუპული გმირის სახელი კიდევ ერთხელ გავიხსენო, ღმერთმა გაანათლოს მათი სული!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s