კონგოში აუდგათ

დღეს მოვკარი ყური, თურმე ახალი წლის ღამეს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 30_ზე მეტი ქალი გააუპატიურესო. ამას წინათ კიდევ მოხდა მსგავსი შემთხვევა, მაშინ გაუპატიურებული ქალების რიცხვი უფრო მაშტაბური იყო. საუბარია 200_ზე მეტ ქალიშვილ გოგოზე, სამწუხაროდ მათ შორის არასრულწლოვნებიც მრავლად იყვნენ😦 არ ვიცი დემოგრაფიული პრობლემები კონგოში როგორ ვითარდება, ან რამდენად კლდემამოსილი ქალები ჰყავთ, მაგრამ ახურებული მამაკაცების სიმრავლეს კი ფაქტია არ განიცდიან.

მოკლედ კონგო, როგორც აფრიკული ქვეყნების უმრავლესობა, საკმაოდ რთული და ღარიბი ქვეყანაა. 15 წლის წინათ იქაური ძალაუფლება, ჩვენთან რომ მხედრიონები იყვნენ, იმ ტიპის ხალხმა აიღეს ხელში. დაჯდა ჯაბას ტიპის კაცი, რომელმაც მერე თავის შვილს გადაულოცა სკამი და ასეთ დღეში არიან. 2–3 დოლარისთვის იქ ისე მოგკლავენ, ხელიც არ აუკანკალდებათ. ამის შედეგად, მკვლელობის და ყაჩაღობის რიცხვი ქვეყანაში საკმაოდ დიდია. ისედაც, 98 წელში მომხდარი ომი, მსხვერპლით მეორეა მსოფლიოში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც ვიცი, ეთიოპიისგან განსხვავებით, კონგოში არ არის აქტუალური. თუმცა ოჯახის ტრადიციების დამცველებად, განსაკუთრებით მანდილოსნები, აშკარად გამოირჩევიან. რასაც ვერ ვიტყვით იქაურ მამაკაცებზე. ქვეყანაში სამი–ოთხი ცოლის ყოლა კაი ბიჭობად ითვლება. თუმცა აქ უჩვეულო ის არის, რომ ასეთი მეორე–მესამე ცოლები, ბიჭებს ოჯახისგან მალულად ჰყავთ და ამით საძმოში ,,ბლატაობენ”. როგორც ზევით ვთქვით, გაუპატიურების ფაქტებიც ხშირია, თუმცა ამ მასიურ მოძალადეთა რიცხვს, უფრო, ჯუნგლებში გახიზნული შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ. მათი კონტროლი რათქმაუნდა რთულია და შესაბამისად ვერც ახდენს მთავრობა მანდილოსნების დაცვას. ამის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციამ, ძალადობის მსხვერპლი ქალების სოფელიც კი გააშენა, სადაც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ კონგოელ გოგონებს და იქვე ამშობიარებენ. როგორ ვითარდება მათი ცხოვრება მოგვიანებით, ეს უკვე რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს😦

ვატყობ რთული სურათი დავხატე, სამწუხაროდ ეს ყველაფერის სიმართლეა.

7 thoughts on “კონგოში აუდგათ

  1. 😀 30 გიკვირს? აბა წარმოიდგინე 200 ქალი რომ ერთად დაიჭირეს …😀

  2. ხო, უბრალოდ უნდათ რაც შეიძლება ბევრნი იყვნენ რომ მერე უფრო მეტად ხოცონ ერთმანეთი და ასე აქტიურად მაგიტომ კავდებიან სექსით🙂

  3. ილო :
    30 გიკვირს? აბა წარმოიდგინე 200 ქალი რომ ერთად დაიჭირეს …

    ეგ მითუმეტეს… 200 როგორ?o_O

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s