იცით თუ არა რომ ილო …

რადგან აქ ხართ, ესეიგი ილოს ბლოგი რომ არსებობს უკვე იცით🙂 ილო ჰქვია ბაბუჩემს, მეც და ალბათ ჩემს შვილიშვილსაც ერქმევა თავის დროზე.  ილო შემოკლებითი სახელია ილიას, ილარიონის. დასავლეთში ილიკოს და იკოიასაც კი გვეძახიან მოფერებით. ეხლა არ მოვყვები იმას რომ ლენინი ილიას ძე იყო, რომ ილია მართალი გვყავდა, ილარიონ ქართველი და ა.შ.

ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო  პერუსკენ😉 სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე რესპუბლიკისკენ. საქმე ის არის, რომ პერუში არსებობს პროვინცია ილო, მეტიც მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ილო.
ისე ,,ლ” ეძახე შენ და, ,,ლ” რომ არ იყოს, ლილოსაც დღეს ილო ერქმეოდა😉
სხვათაშორის ვაჟასაც აქვს პოემა ,,ილო”

ილო დაღლილა,
ოფლი სდის ძალზე;
დედას მოჰხვია
ხელები მკლავზე


და უთხრა დედას
გულამოკვნესით,
ბოლო დროს დართო
ცრემლების დენით:
– მე აღარ მიყვარს,
დედილო, მამა.
– რისთვის, შვილო,
გაწყინა რამა?
– დღეს მამა-ჩემმა
კიკოლას სცემა,
გული მომიკვდა
მით, ჩემმა მზემა;
ცხვირიდამ სისხლი
საწყალს ადინა,
ესეთი საქმე
რად ჩაიდინა?
როგორ შევხედო
იმის შვილს პირში,
როცა კიკოლას
მამამ სცა ცხვირში…

პოემაში “ილო” კონფლიქტი ღვივდება მამა–შვილს შორის. კონფლიქტის საფუძველია მამის უსამართლობა და ძალადობრივი ურთიერთობა საკუთარი გლეხების მიმართ – მოკლედ ვერ ვიტყვი რომ შედევრია მაგრამ ეს უნდა იცოდეთ🙂

აქვე ფოტოგრაფი ილო! გარდა იმისა რომ ის უნიჭიერესი, უსაყვრლესი და კოლორიტი კაცი  იყო, რომელსაც ქუთაისლები ,,ტკბილ ლოთს” ეძახდნენ, მისი სახელობის უკვე ფოტო კონკურსი ტარდება საქართველოში და ამ კონკურსში გამარჯვებულებს, ილოს პრემიას გადასცემენ. თავის საყვარელ ქალაქში, იმ ადგილას სადაც ფოტო–სალონი ჰქონდა, ილოს ძეგლი დაუდგეს. მოკლედ ილო კვლა ხვდება თანაქალაქელებს თავის ძველ ადგილზე🙂

და ყველაზე მთავარი, სენი ილოიზმი😉 რომლის დიაგნოზსაც მხოლოდ ინტელექტ კლუბში სვამენ და მხოლოდ იქ იციან მისივე განმარტებაც  :p

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s