Просто интересно

კარგი მეხსიერებით დიდად ვერ დავიკვეხნი. არც გუგლი და არც ვიკი მქონდა🙂 ალბათ ამიტომაც გავხსენი თავის დროზე რვეული რომელშიც ყველაფერს ვინიშნავდი რაც კი საინტერესო და მნიშვნელოვანი მეჩვენებოდა.  ამით საკმაოდ დიდ არქივს მოვუყარე თავი, პოსტში  კი იმ მცირედ ნაწილს შემოგთავაზებთ, რომელიც პირადად მე ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვერ მოვიძიე.

  • პაოლო იაშვილის ლექსში ,,სტალინი და სამშობლო” – ყოველი სტროფის პირველი სიტყვებით გამოდის წინადადება : ,,შენი სამშოვლო, რომელიც გაანადგურე”.
  • ყვითელი და ლურჯი საღებავების შერევით ვიღებთ მწვანე ფერს
  • 1916 წ. ამერიკელმა მწერალმა ჯეკ ლონდონმა, მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით მოიკლა თავი.

1930 წ. 14 აპრილს ვლად. მაიაკოვსკიმ თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება

სოკრატეს, ბერძენ ფილოსოფოსს, ახალი ღმერთების ქადაგებისა და ახალგაზრდობის გარყვნის ბრალდებით, ათენის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ფილოსოფოსმა საწამლავით მოისწრაფა სიცოცხლე.

1925 წ. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა რუსმა პოეტმა სერგეი ესენინიმ.

1937 წ. 22 ივლისს თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა.

1942 წ. 22 თებერვალს, 60 წლის ასაკში, 26 წლით მასზე უმცროს მოსიყვარულე ცოლთან ერთად, ძილის წამალის დიდი დოზა მიიღო და სიცოცხლეს გამოესალმა მწერალი შტეფან ცვაიგი.

1959 წ. 17 მარტს, ,,ლეჩკომბინანტის” IV სართულიდან გადმოეშვა გალაკტიონი.

1961 წ. 2 ივნისს 61 წლის ამერიკელმა მწერალმა, ერნესტ ჰემინგუეიმ თოფის ლულა პირში ცაიდო და ჩახმახს გამოჰკრა.

  • გენიოსთა ფიზიკური ნაკლი, გარეგნობა:

ფრანკლინ დელა რუზველტი – 39 წლის ასაკში მას პოლიომელიტის შედეგად ფეხები წაერთვა.

თემურ–ლენგი –ყაჩაღობის დროს დაკოჭლდა

ლუი ბრაილი – სამი წლის ასაკში დაბრმავდა, გახდა მასწავლებელი და შეიმუშავა ბეჭდვისა და წერის სისტემა უსინათლოთათვის.

ჰომეროსი – ანტიკ. პერიოდის ბერძენი პოეტი, ,,ოდისეასა” და ,,ილიადას” ავტორი ბრმა იყო.

ეზოპე – ანტ. ეპოქის დიდი მეიგავე  კუზიანი და  უსახური იყო

ჯორჯ ვაშინგტონი – აშშ_ის პირველი პრეზიდენტი. მას არც ერთი საკუთარი კბილი არ ჰქონდა.

ნაპოლეონი – კუჭის წყლულით იყო დაავადებული.

იულიუს კეისარი – ეპილეფსიით იტანჯებოდა.

გრძელი ცხვირი ჰქონდათ მერლინ მონროსა და კლეოპატრას. მერლინ მონრომ პლასტიკური ოპერაციით ეს ნაკლი შეისწორა.

  • სიტყვა ლილიპუტი – პირველად ახსენა და გამოიყენა ჯონათან სვიფტმა თავის წიგნში ,,გულივერის მოგზაურობა”
  • თამარ მეფის მამას, გიორგი III_ს, თამარის გარდა მეორე ქალიშვილიც ჰყავდა, ხარჭისგან ნაშობი.
  • აშშ_თან პირველი ტელე ხიდის დროს, ნინა ანდრეევნამ თქვა საქვეყნოდ ცნობილი ფრაზა: სსრკ_ში არ არის სექსი!

 

მოგვიანებით, ისევ გადავავლებ თვალს რვეულს და თუ დაგაინტერესებთ კვლავ ამოვკრიფავ საინტერესო მასალებს🙂

One thought on “Просто интересно

  1. თამარ მეფის მამას, გიორგი III_ს, თამარის გარდა მეორე ქალიშვილიც ჰყავდა, ხარჭისგან ნაშობი. აი ეს მართლა არ ვიცოდი =//

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s