შევარდნაძისეული ,,მონანიება”

ჟანრი: დრამა, ბიოგრაფია

გამოშვება: 2006

რაჟისორი : ედუარდ შევარდნაძე

როლებში: თენგის აბულაძე, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ გორბაჩოვი, რაისა მაქსიმოვნა, ჯუმბერ პატიაშვილი …

აღწერა: შევარდნაძის მემუარების კითხვისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რაოდენად ამბიციურ და თვითკმაყოფილ ინდივიდთან გვაქვს საქმე, თუმცა მაინც საინტერესოა მისი ცხოვრების და მოღვაწეობის გარკვეული მონაკვეთი. ნაწყვეტში, რომლის დადებაც მომინდა   ბლოგზე, ბატონი პრეზიდენტი გვიყვება თუ როგორ შეიქმნა ფილმი ,,მონანიება” და რაგზა გაიარა.

 

ერთხელ მირეკავს კინო რეჟისორი თენგის აბულაძე და მეუბნება, მოსვლა მინდაო. დრო დავუნიშნე – დღის ბოლო. თენგიზი დანიშნულ დროს მოვიდა და მაგიდაზე ნაბეჭდი ქაღალდების დასტა დამიდო: ეს არის ჩემი ახალი ფილმის სცენარი. ძალიან მინდა, რომ წაიკითხოთ.  უფრო პრაგმატულად შეხედავთ ყველაფერს, ძალიან რთული ფილმი იქნებაო. ,,მონანიების სცენარი იყო…

ვკითხულობ, ვკითხულობ და სული მეხუთება. წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ეს ეკრანზე და რა შთაბეჭდილებას მოახდენდა იგი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რა განცდებთან გვექნებოდა საქმე.  ნანულიმ შემატყო, რომ შიგადაშიგ სული ყელში მებჯინებოდა და მკოთხა – ,,ასე რამ აგაღელვაო?” სცენარი მივეცი. წაიკითხა და ისიც ჩემს დღეში ჩავარდა.

ბატონი თენგიზი ერთი–ორი დღის შემდეგ შემეხმიანა. თვითონ არ დავურეკე, რადგან ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რა მომავალი ექნებოდა ამ ფილმს, ნახავდა თუ არა მზის სინათლეს, როცა გაკეთდებოდა? თანაც არ მინდოდა, ცუდ ხასიათზე დამეყენებინა თენგიზი, იმიტომ, რომ სიმართლე უნდა მეთქვა. თვითონ დამირეკა – არ მინდა ზედმეტად შეგაწუხოთ და როდესაც გეცლებათ, დღეს, ხვალ, ზეგ, იქნებ ერთმანეთს შევხვდეთო.

შეხვედრა მეორე დღეს დავუნიშნე. ვუთხარი: ,,ორი დიდი პრობლემა იქმნება. პირველი ის, რომ ამ სცენარს მოსკობში კინოკომიტეტი არ მიიღებს, ე.ი. დაფინანსების საკითხი; და მეორე – ვთქვათ, დავარწმუნეთ და გადაიღე კიდეც – ეს ფილმი რამდენიმე წელი მზის სინათლეს მაინც ვერ ნახავს, თაროზე უნდა იდოს. ამისთვის ხარ განწირული, ამ აზრს უნდა შეეგუო, მაგრამ ეს ფილმი რომ არ გადაიღო, დამნაშავე იქნები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, და არა მარტო ქართველი ხალხის წინაშე.”

შეწუხდა.

–აბა რა გამოსავალია, რა გავაკეთო? – მკითხა

– კიდევ შევხვდეთ ხვალ–ზეგ, ვიცი, რა გზებიც არსებობს, მთავარია ფილმი გადავიღოთ. მერე ვნახოთ, რა როგორ იქნება…

კინოსტუდიის დირექტორის, რეზო ჩხეიძის აზრით, გამოსავალი ერთი იყო – ,,მონანიების” სატელევიზიო ფილმად გადაღების დაწყება.  თუ არ ვცდები, 600 მანეთი ვსთხოვე, გადაღების დასაწყებად, საკავშირო ტეერადიოკომიტეტის თავჯდომარეს, სერგეი ლაპინის. ამ კაცმა თანხა ისე გამოგვიყო რომ სცენარი არც მოუთხოვია.

დაიწყო მუშაობა. ფინანსები ტელერადიოკომიტეტის ბიუჯეტში იჯდა, მაგრამ კინოსტუდიის ბაზაზე იღებდნენ. სწორედ ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება.

მოსკოვში ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგესთან, შაუროსთან, აბსოლიტურად მენდობოდა ყველაფერში. მოსკოვში ყოფნისას შევხვდი და ვუთხარი, ისეთი უნიკალური სცენარია, რომ შეიძლება ეპოქალური ფილმი გამოვიდეს–მეთქი. ისიც ვუთხარი: ,,თუ გნებავთ, გამოგიგზავნით სცენარს, მაგრამ რუსულად არ გვითარგმნია. მერწმუნეთ, ცოდვაა ტელეფილმად მისი გადაღება და უნდა დამეხმაროთ, რომ კინოკომიტეტში სცენარის წაკითხვის გარეშე მოგვცენ ფილმის გადაღების უფლება და დაგვაფინანსობ.” მაშინვე,  ჩემი თანდასწრებით, დაურეკა კინო კომიტეტის ხელმძღვანელს და უთხრა: ,,ჩემთან ედუარდ შევარდნაძეა, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება მისდამი,  როგორ ვენდობი. გადაღება უკბე დაწყებული აქვთ, თელეფილმად აკეთებენ, მაგრამ მე არ მინდა ეს ტელე ფილმი იყოს, სჯობია, კინოფილმად გადავიღოთ.”

მგონი მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს თენგიზი რაღაც გასაუბრებაზე. მერე, მეორე წელს, ჩვენი ფილმი ჩაჯდა კინოსტუდიის გეგმაში.

დაიწყო გადაღება.  გადაღებული მასალის გასინჯვაზე დამპატიჟეს. ფილმი ვნახე, სიმართლე გითხრათ, შინ რომ დავბრუნდი, აღელვებულო ვიყავი. ფილმმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ადამიანი უცნაურსაც და არაჩვეულებრივსაც ადვილად ეჩვევა, მაგრამ ის პირველი შთაბეჭდილება წარუშლელი იყო.

მოკლედ გადაღება დამთავრდა, ფილმი მზად არის ეკრანზე გასაშვებად, მე კი ამ დროს მოსკოვში გადამიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად. ეტყობა თბილისში ცოტა იჩქარეს, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. როგორც ჩანს, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის უჩუმრად ფილმი საზოგადოებას აჩვენეს. ერთი ალიაქოთი ატყდა. რამდენიმე კაცი მოხსნეს სამსახურიდან, რამდენიმეც, მგონი, პარტიიდან გარიცხეს. შედეგად ფილმი თაროზე დაახლოვებით ორი–სამი წელი დაიდო. მოსკოვში ცასვლისთანავე მე ვერ მივიდოდი გორბაჩოვთან და ვერ ვეტყოდი, საქართველოში ასეთი ფილმი გვაქვს–მეთქი, მიმაჩნდა, რომ მომწიფდებოდა დრო, როცა ამ თემაზე ლაპარაკს დავიწყებდი.

,,პერესტროიკა” უკვე დაწყებულია, მინდა დემოკრატიზაციის პროცესი ცოტა უფრო გაღრმავდეს და მერე უფრო იოლი გადასაწყვეტი იქნებოდა ეს საკითხი. უფრო იოლი სათქმელიც, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ფილმი ერთ–ერთი არგუმენტი უნდა ყოფილიყო იმ პროცესების მხარდასაჭერად, იმ ხანად საბჭოთა კავშირში რომ მიმდინარეობდა.

მერე ისე მოხდა, რომ საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი მივიდა გორბაჩოვთან და უთხრა, ასეთი და ისეთი ფილმი არსებობს და უხერხულ მდგომარეობაში ვარ. ორი თუ სამი წელია თაროზე დევს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, კარგი ფილმიაო და მისი ეკრანზე გაშვებაში დახმარება სთხოვა. ვნახოთ, უთქვამს გორბაჩოვს. მართლაც, გორბაჩოვმა და მისმა მეუღლემ, რაისა მაქსიმოვნამ, ფილმი იმ ღამესვე ნახეს.

მეორე დღეს გორბაჩოვმა დამირეკა:

– რატომ არ მითხარი, ასეთი ფილმი თუ იყო საქართველოში? (სხვათა შორის, გორბაჩოვი ქართული კინოს შესანიშნავი მცოდნე იყო. )

– არ გითხარით, რადგან შესაფერის დროს ველოდი, ახლა კი, მგონი დადგა დრო, ამ ფილმის გაშვებაზე უნდა ვიფიქროთ. მისი თაროზე დატოვების ყოველი დღე დანაშაულია. ხალხმა უნდა ნახოს იგი. ფილმს ტირაჟირება სჭირდება, კიდევ ათასი რამ არის გასაკეთებელი.

– მე და რაისას ფილმი განსაკუთრებით მოგვეწონა. ალბათ, უნდა გავუშვათ, მაგრამ მინდა პირადად გთხოვოთ, მიხვიდე ლიგაჩოვთან და მას მოელაპარაკო.

მივედი ლიგაჩოვთან:

– ძალიან უცნაურ საკითზე მოვედი. მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ და ფილმებისათვის არ მცალია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს საქმე ჩემი მონაწილეობით არის დაწერილი და მიმაჩნია, რომ ხელოვნების დიდ ნიმუშზეა ლაპარაკი, ნამდვილ შედევრზე. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას – იდეოლოგიურად ძალიან ბევრი შემოგვედავება, რომ კომუნიზმსა და სოციალიზმს არ ამშვენებს ის, ტაც იქ არის ნაჩვენები.

– რა გნებავთ, გინდათ რომ ფილმი ვნახო?

– დიახ მინდა.

– კარგი, ამაღამ მე და ჩემი მეუღლე ვნახავთ ფილმს…

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მან ყველაფერი უკვე იცოდა, თუმცაღა, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.  ფილმმა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. რა თქმა უნდა, ლიგაჩოვს ჰქონდა თავისი იდეოლოგიური შეხედულებები, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო. მერე გავიგე, მისი მეუღლის ოჯახიც რეპრესირებული ყოფილა.  თურმე ფილმის ნახვისაც უტირია. მეორე დღეს დამირეკა ლიგაჩოვმა და მითხრა, თუ გორბაჩოვი წინააღმდეგი არ არის, გაუშვათო.

ამავე აზრის იყო ფილმის დიდი ქომაგი, ალექსანდრ იაკოვლევიც – ,,პერესტროიკის” ერთ–ერთი ლიდერი და იდეოლოგი.  დავურეკე გორბაჩოვს. ფილმი ტირაჟირებისთვის ჩამოიტანეს მოსკოვში და დაიწყო ჩვენება.

ატყდა ერთი აურზაური პრესაში. რა თქმა უნდა, ის თაობა, ის ადამიანები, რომლებიც ,,პერესტროიკის” მხარეზე ვიყავით, ფილმს მივესალმებოდით, მაგრამ პრესაში გამოჩნდა ისეთი წერილებიც, რომლებიც არ წაიკითხებოდა – ,,იდეოლოგიურად საშიში ფილმი” – ასეთი იყო მათი სეფასება.

გორბაჩოვმა მითხრა: ,,ამ ამბავს აუცილებლად უნდა მივადევნოთ თვალყური, ჩვენ ზომიები მაინც უნდა მივიღოთ”

მართლაც, მოვძებნეთ რამდენიმე თანამოაზრე ჟურნალისტი და მათ გამორჩეულად კარგი სტატიები მოამზადეს ,,მონანიებაზე”

ამის შემდეგ უკვე მე ვიზრუნე, რომ ფილმი კანის ფესტივალზე მოხვედრილიყო.  კინოკომიტეტის თავჯდომარეს ვუთხარი, რომ თუ ფილმი კანის ფესტივალზე არ მოხვდებოდა, დანაშაული იქნებოდა.  კინო კომიტეტშიც ამ აზრზე იყვნენ, სხვა უკეთესიც არ ჰქონდათ, რა უნდა წაეღოთ?! ამავე დროს, ამ ფილმს იდეოლოგიურადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.  იგი საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების სრულ ილუსტრირებას ახდებდა, ადასტურებდა, რომ კინო, კინოხელოვნება თავისუფალია. ასეთი ფილმი საბჭოთა კავშირში რომ გადაიღეს, ეს თვითონ ,,პერესტროიკის” სასარგებლოდ მუშაობდა, ჩვენი პოლიტიკის სასარგებლოდ.

პოლიტბიუროს წევრებს ფილმი წინასწარ უჩვენეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა ერთსულოვნად, რომ ,,მონანიება” კანის ფესტივალზე წარდგენილიყო.

მერე იყო ტრიუმფი – მსოფლიო მაშტაბით ფილმის საყოველთაო აღიარება და საბჭოთა შეცდომების გამო შეძრწუნება.

მე, როგორც პირობნებას, და გნებავთ, როგორც მოქალაქეს, მართლა მჯერა, რომ ამ ,,მონანიების” გარეშე ცხოვრების გაგრძელება ჩვენს საზოგადოებას და პირადად მეც, გაგვიჭირდებოდა.

სხვათა შორის, მოგვიანებით, უკვე თავისუფალ საქართველოში, ბატონ თენგიზს სურდა ახალი ჩანაფიქრი განეხორციელებინა – გადაეღო ,,მონანიება–2″. მანამდე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამგვარი ფილმის გადაღება ვინმეს აზრად მოუვიდოდა. ,,დამოუკიდებელი” ქვეყბენის რეალობა ხელოვანისთვის არანაკლებ შემზარავი აღმოჩნდა, ვიდრე ,,ტოტალიტარიზმის კოშმარი”. ფილმის გადაღება მან ვეღარ მოახერხა. ვერ მოასწრო – ამ ქვეყნიდან უდროოდ წავიდა.

7 thoughts on “შევარდნაძისეული ,,მონანიება”

  1. “თურმე ფილმის ნახვისაც უტირია. მეორე დღეს დამირეკა ლიგაჩოვმა და მითხრა, თუ გორბაჩოვი წინააღმდეგი არ არის, გაუშვათო.” ფილმის ნახვა მინდა ინტერნეტში დეევს?? სად შეიძლება პოვნა??

  2. მეც წავიკითხე შევარდნაძის მემუარები და ეს ადგილი განსაკუთრებით დამამახსოვრდა თან ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმია ეს
    მერე მამაჩემმა მომიყვა როგორ უყურებდნენ ჩუმად ამ ფილმს იმ დროს

  3. სად ვნახო ეს მემუარები? თენგიზ აბულაძე ჩვენი ოჯახის ახლობელია და მშობლებისგან ვიცი,როცა ფილმი დასრულდა გადამღებმა ჯგუფმა მეგობრებთან ერთად ჩაბნელებულ ბინაში სრული დუმილის ფონზე ნახეს,მერე იყო კასეტების ჩუმად გავრცელება რაშიც თენგიზის ბიჭის,რძლის მეგობრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.-მართალი თქვა ედიკამ საზოგადოებაში ალიაქოთზე უარესი მოახდინა ამ ფილმმა.
    თვითვმფრინავის ბიჭებზე არაფერს ამბობს?😀

  4. კი, თვითმფრინავის ბიჭებზეც ბევრს წერს🙂 მოკლედ უნდა წაიკითხო, ყველგან იყიდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s