ქართული ბლოგოსფერო და რ?ს?რ?

პირველ რიგში მინდა აღნიშნო, ამ მეტად გასართობი, ცოტა იუმორისტული, ცოტაც სააზროვნო კითხვათა პაკეტის შექმნა, შთამაგონა გუდმენას პოსტების სერიამ თავის ბლოგზე, რომელიც ინტელექტ კლუბის წევრებზეა შედგენილი.  შესაძლოა  გუდმენას, აწ უკვე მეტად პოპულარულ ,,ვაპროსნიკს”,  კონკურენცია ვერც იუმორით გაუწიო და ვერც სხვა  ,ფასეულობებით’, მაგრამ აღსანიშნავი ერთია, ამის არც ამბიცია მაქვს და არც გამოცდილება 😉 უბრალოდ სურვილი გამიჩნდა, მეგობარი ბლოგების (მათ ვისაც მე ხშირად ვსტუმრობ) და ბლოგერების საპატივცემულოდ , შემექმნა სახალისო  კითხვათა კრებული.

ორიოდ სიტყვით წესებზეც მოგახსენებთ  🙂 ანუ რა ხდება, იმედი მაქვს, ხშირათ თუ არა, ერთხელ მაინც გინახავთ სატელევიზიო შოუ ,,რა? სად? როდის?”. შესაძლოა თამაშის სპორტულ ვერსიაზეც გსმენიათ რამე, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია იცოდეთ რა პრინციპებზე, აქცენტებზე და მინიშნებებზე უნდა ამახვილო ყურადღება კითხვის მოსმენის დროს და როგორ ხდება მისი გამოცნობა.  მართალია რა? სად? როდის? გუნდური თამაშია, რომელიც მსჯელობას, ,,პასს”, ,,ჩაწოდებას” და ზოგჯერ ,,დარტყმასაც” მოითხოვს მაგრამ სწორედ ამ ,,ფუფუნების” კომპიუტერის მონიტორთან არ ქონის გამო, შევეცადე რაც შეიძლება იოლი კითხვები შემედგინა.  ყველა მათგანში, ჩაფიქრებული იქნება ერთი ბლოგი ან ბლოგერი, რომელზეც მოცემული გექნებათ რამოდენიმე მინიშნება.  სწორი პასუხს შემოგთავაზებთ ლინკის სახით, კომენტარს კი უფერული შრიფტით, რომლის წაკითხვასაც მხოლოდ მონიშვნის შემთხვევაში შეძლებთ 🙂 მაშ ასე,  (გონგი!) პირველი შეკითხვა:

1.  შესავლები, პრელუდიები, მოკლედ რაღაცის დაწყება და ეგეთები, მას ყოველთვის უჭირს და დიდად არც ეხალისება. თუმცა ფაქტია, რასაც ხელი მოჰკიდა, ყველაფერი შესანიშნავად გამოუვიდა.  ამბობს რომ ყოველთვის უჭირდა მეცადინეობის დაწყება მაგრამ მაინც ყველაზე ჭკვიანი და განათლებული გვეჩვენება. ვერასდროს იცავდა დიეტას – მაგრამ მშვენიერი ტანი აქვს. რომ კითხო, ყველაზე ახალი ბლოგი აქვს, თუმცა მისი პირველი პოსტი 2006 წელს დაიწარა.  ყურადღება შეკითხვა:  დაასახელეთ  ყველაზე ბრუციანი, კომპზე მისლეებული, ქერათმიანი,  მზე ძუძუებიანი ბლოგერი და მისი  ,,ახალი” ბლოგი

პასუხი

კომენტარი: დოდკა ერთ–ერთი პირველია ქართულ ბლოგოსფეროში. მის ბლოგს კი დოდტაკ ბლოგის სახელით ვიცნობთ.  კითხვაში მეტ წილად აქცენტი არის გაკეთებული საკუთარი თავის, თავისსავე შეფასებებზე.

2.  ყურადღებით, კითხვაში ცვლილებაა:

ამ ბლოგერის წინასაწრმეტველობამ, ბირთვული ზამთრის დადგომის თაობაზე, იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, რომ უკვე თოვლიც სანატრელი გაგვიხდა.  მის ბლოგზე თავს იყრის მწეველთა ის კატეგორია რომებიც აგერ უკვე წლებია სიგარეტის გადაგდებას ლამობენ. ”ანონიმურ მწეველთა კლუბის” ყველაზე შავი სოლიდარის თქმით, Love.Maiko –ეს ის სიტყვაა რომელიც ყველას ესმის. ყურადღება შეკითხვა:  აღმოაჩინეთ კითხვაში ცვლილება და მისი დახმარებით დაასახელეთ ბლოგი

პასუხი

კომენტარი:   კითხვაში სახელი სოფიკო, შეცვლილია მაიკოთი. Love.Sofiko – კი მთელი ქვეყნის მაშტაბით, ყვავის ბუდეს სავიზიტო ბარათია.

3.  ის თბილისში ცხოვრობს (!) თუმცა ამაში როგორც მას, მეც ეჭვი მეპარება. იმაში კი ვეთანხმები,  რომ  ცეცხლთან ჯდომა და სმა მართლაც ასწორებს! არც პეტერბურგში, არც უნივერსიტეტის ბაღში – მან თავისი გულის სწორი ერთ–ერთ ტრენინგზე გაიცნო.  რატომ? ეს მან 1001 _ჯერ აგვიხსნა! დამისახელეთ ჩემი და ჩემი ბლოგის ყველაზე ახლო მეზობელი ბლოგერი

პასუხი

კომენტარი: ეს ქილიფაა, ,,აფრიკელი” ბლოგერი!

4.  დასარიგებელი მასალა:

ის ყველაზე ჭკვიანია, ყველაზე განათლებული და ამბიციებით აღსავსე! უკვე წარდგენილია ნობელის ლაურიანტად და აზუსტებენ დარგს რომელშიც შესაძლოა გადასცენ ეს საპატიო ჯილდო.  საკუთარი შეცდომებიდან ყველაზე მეტად იმას გამოვყოფდი რომ თავის დროზე თოვლის ბაბუას არ ვთხოვე ამის გაკეთება, მაგრამ სხვა ინდივიდების ოცნება მაინც ახდა და მან როგორც იქნა ბლოგი გააკეთა! თქვენ კი უბრალოდ უნდა მიხვდეთ ვიზეა საუბარი.

პასუხი

კომენტარი: ჩემთვის პუშკინა, სმოკი. ბლოგერებისთვის კი უბრალოდ დავით ჩიხლაძე

5.  მან ამხილა რუსთავი ორი პლაგიატობაში. ის ყველაზე დიდი კრიტიკოსია ილოს ბლოგის! ჯობნის ნანუკას ექსკლუზივების გახმოვანებაში და ზუსტად იცის რატომ მიაბა ღმერთმა ადამიანს ცხვირის სახით გამონაზარდი! ის ვერ მოხვდა ,,ფლეიბოის” გარეკანზე მაგრამ მაინც ყველაზე ცნობილია (განსაკუთრებით ბლოგერებში).

პასუხი

კომენტარი:  ბექას ბლოგი რომელსაც თითქმის ექსკლუზივი ჰქვია. მისი ,,ვინ ვარ მე” გამოყენებულია სერიალში ,,დეტექტივები”. მან პირველმა გააცნო ,,ილოს ბლოგი” ფართო საზოგადოებას და პირველივემ გააკირიტიკა იგი.

პ.ს. სახალისო მაგრამ საკმაოდ რთული ყოფილა ამ ყველაფრის გაკეთება 🙂 თავიდან 10–15 ბლოგერი მყავდა სამიზნედ მაგრამ კითხვების შექმნის პროცესმა გადამღალა 🙂 ეს კი იმას ნიშნავს რომ პოსტის მეორე ნაწილი აუცილებლად იქნება უახლოვეს პერიოდში 😉

21 thoughts on “ქართული ბლოგოსფერო და რ?ს?რ?

  1. იცი რა ვერ გავიგე? ეს “პასუხი” და “კომენტარი” რა შუაშია?
    თანაც პასუხი მკითხველ გამოეცნო არ სჯობდა?

  2. siyvarulovna 🙂 ეს ურო სახალისო და გასართობი პოსტია და არ არის შეჯიბრზე ან ქულებზე, ვინ უფრო მეტს გამოიცნობს 🙂 ამიტომაც არის ადვილები 😉 მგონი ასე სჯობია ხო? :*

  3. კარგია 🙂 დავით ჩიხლაძის გარდა ყველა გამოვიცანი, დაჟე 3-ე კითხვაც :დ

    პ.ს. პატარა შენიშვნა, რომელზეც ალბათ ფიქრობ ,,რა დიდი მნიშვნელობა მაგას აქვს?”-ო, მაგრამ მე ხომ ჟურნალისტი ვარ? :)) მოკლედ, ,,მინდა აღვნიშნო” და არა ავღნიშნო! 😉

  4. გაიხარე ქილიფ 😉 მეგონა მეტ შეცდომას აღმოაჩენდით 😉 მე ხომ ქართული გრამატიკის ყველაზე აქტიური შეურაწმყოფელი ვარ 😉 მოკლედ ჩავასწორებ :*

  5. akunkula დანარჩენი გაიცანი 😉 მგონი ამაშიც ხელს შეგიწყობთ ეს ,,პრექტისდამაგვარი” რომელიც აუცილებლად გაგრძელდება 😉

  6. მმაგარი იყოო.. 3 გამოვიცანი.. აუ კიდევ დაწერე რა ესეთები.. უფრო მეტ ბლოგერზე.. კაიააააა….

  7. საოცრება ვარ. ყველა გამოვიცანი, და ჩემი აზრით ზედმეტად ადვილია. გასაგებია რომ გამოცნობაზე არაა, და შეჯიბრიც არ არის, მაგრამ ყველა პირველივე წინადადებიდან მივხვდი და მერე უბრალოდ აღარ წავიკითხე. ამიტომ სჯობს ასე მარტივადაც ნუ იქნება.

  8. მისაღებია შენიშვნა ;)) მომდევნო პოსტებში გავითვალისწინებ 😉 ყოველ შემთხვევაში შევეცდები მაინც 😉

  9. ნამდვილად მშვენიერი იდეა და სახალისო თამაშია, თუმცა უფრო რთული რომ იყოს ბევრჯერ უკეთესი იქნება. მეოთხეს გარდა ყველა გამოვიცანი :p

  10. ^_^

    მართლა კაი პოსტი გამოვიდა და ყველაზე მეტად ის გამოსწორდა რომ გამოვიცანი ყველა ერთის გარდა ^^ იმას უბრალოდ არ ვკითხულობ და იმიტომ ალბათ :))

  11. ილო :
    გაიხარე ქილიფ მეგონა მეტ შეცდომას აღმოაჩენდით მე ხომ ქართული გრამატიკის ყველაზე აქტიური შეურაწმყოფელი ვარ მოკლედ ჩავასწორებ :*

    ხომ შეგისწორე ეს და მაინც ვერ დაიმახსოვრე . შეურაწყ კი არა შეურაცხმყოფელი 😛

  12. რა მაგარი და სახალისოა!მაგრამ მხოლოდ პირველი და მესამე გამოვიცანი 🙂 შენც ბლოგზე მგონი პირველად ვარ..მომეწონა აქაურობა 😀

Leave a reply to ილო კომენტარის გაუქმება