რეიტინგს ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

როგორც კი მსოფლიო პრესა, სტატისტიკოსები და სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ფონდები და ორგანიზაციები, რაიმე ჩვენთვის დადებით რეიტინგს გამოაქვეყნებს სადაც საქართველოს წინსვლა აშკარად შესამჩნევია, უმალ ხდება ქვეყნის სატელებიზიო საინფორმაციო ეთერის მთავარი მოვლენა. ამას უკვე შევეჩვიეთ, მიუხედავად ჩემი პოლიტიკური შეხედულებებისა, მაინც მიმაჩნია რომ ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში ისე არ არის როგორც უნდა იყოს.  ამიტომ აუცილებლია ყველამ ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ  კარგის და ცუდის მაქსიმალურად გასაშუქებლად, მითუმეტეს რომ სოციალური მედია განსაკუთრებით პოპულარული ხდება ნელ–ნელა საქართველოშიც. არც ის მიმაჩნია მართებულად რომ ყოველთვის კრიტიკული პოსტები ვწეროთ, განსაკუთრებულად ცუდი ტენდენციაა როდესაც დადებით მოვლენაში ცდილობენ მსგავსი საინფორმაციო საშუალებები უარყოფით მხარეების წინ წამოწევას და ამით ერთგვარ ჩარჩოებში ექცევიან. ანუ საუბარია მუდმივად ოპოზიციაში მყოფი ბლოგების, ჟურნალებისა თუ პრესის სხვა წარმომადგენლების ერთფეროვანი სტატიები.

შესაძლოა იფიქროთ, ილოს ბლოგი ხან იქეთ უბერავს ხან აქეთო, ფაქტია ჩემი პოსტებით,  ასე თუ ისე ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტურად გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყანაში სადაც კარგიც ბევრი ხდება და სამწუხაროდ ცუდიც.  ორივე აღსანიშნავია , ამიტომ მეც ხან იქეთ ვარ ხან აქეთ 😉

ასე სასწორის პოზაში შემოგთავაზებთ რამოდენიმე სტატისტიკურ მონაცემს, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ. ჩემის მხრიბ კი ერთს დავამატებდი😉 სტატისტიკა  უბრალოდ რიცხვების ხროვაა და მითი განუწყვეტელი აპელირება არის დემაგოგია, ისევ ჩემი პოზიციიდან – ეს მიშასაც ეხება და სხვა ოპოზიციონერ სუბიექტებს😉

WORLD ECONOMIC FORUM_ა  სამი კითხვა დასვა:

ცხოვრობთ თუ არა ხალისიანად?

დაძაბული ხართ თუ არა?

იტანჯებით თუ არა ცხოვრებისგან? – მოდი ვნახოთ რა შედეგი გვაქვს საქართველოში🙂

მოსახლეობის 35% იტანჯება, 55% დაძაბულია,10% ხალისობს. ე.ი. მოსახლეობის მინიმუმ 90% მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

სამაგიეროდ საქართველო ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.😛  აქვე ვთქვათ,  139 ქვეყნიდან კერძო საკუთრების დაცვაში მხოლოდ 93-ე ადგილს ვიკავებთ😦

2009 წელს პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვიყავით, ყოველი ასი ათასი კაციდან 415 პატიმარი გვყავდა, ბოლო მონაცემებით კი მეორე ადგილზე ვართ, ყოველ 100 ათას კაცზე 540(!) პატიმარი მოდის, როცა სხვა განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 50-60 ადამიანს არ აღემატება, ზოგან უფრო ნაკლებიც არის. სასამართლოების მიერ განხილული 12000 საქმიდან მხოლოდ 7 გამამართლებელი განაჩენი …
პატიმართა რაოდენობით ოდნავ გვისწრებს რუსეთი .

საინტერესოა ასევე გაზეთ Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგი, სადაც საქართველო 149 სახელმწიფოს შორის 142-ე ადგილი დაიკავა, 143 ადგილი კი რუსეთმა ;) კვლევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩატარდა: ქვეყნის მიერ გაღებული სამხედრო ხარჯები; მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა;
ადამიანთა უფლებების დაცვა; ბიზნესგარემო; ინფორმაციის თავისუფლება; განათლებისა და კორუფციის დონე.

საქართველოსა და რუსეთთან ერთად, მშვიდობის თვალსაზრისით გაუარესებაა კვიპროსში, ფილიპინებსა და სირიაში.
მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში სომხეთი 113-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 119-ზე, ხოლო თურქეთი – 126-ე ადგილზე.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებად დასახელდნენ ლიტვა (42-ე), ესტონეთი (46-ე) და ლატვია (54-ე).
ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტის” მიერ ჩატარებულ კვლევაში 85-ე ადგილზე იმყოფება.
ინსტიტუტი ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად ახალ ზელანდიას ასახელებს. ათეულში შევიდნენ ისლანდია, იაპონია, ავსტრია, ნორვეგია, ირლანდია, ლუქსემბურგი, დანია, შვედეთი და ფინეთი.
ბოლო ათეულში კი არიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩადი, საქართველო, რუსეთი, ისრაელი, პაკისტანი, სუდანი, ავღანეთი, სომალი და ერაყი.

მოკლედ ეს პოსტი ეძღვნება მათ ვისაც რეიტინგს გადამწყვერ მნიშვნელობას ანიჭებს. პირადად მე კი უფრო რეალისტი ვარ, სულაც არ ვთვლი თავი საკუთარ ქვეყანაში იმდენად საფრთხის ქვეშ მყოფად, რამდენადაც კონგოში გრძნობენ თავს (აქვე გადახედეთ პოსტს ,,კონგოში აუდგათ\” ) ნაგრამ ვერც ამ ბიზნესის ადვილად დაწყებას აუღე ალღო😦 თუმცა ისიც შესაძლებელია რომ არც ესაა ჩემი საქმე😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s