ქართული ბლოგოსფერო და რ?ს?რ? _ II

ასე თუ ისე,  I ნაწილმა გაამართლა, იყო შენიშვენიც მაგრამ რაც მთავარია, პოსტს არც მნახველები მოკლებია და არც კომენტარები🙂 შეგპირდით და სახალისო, სააზროვნო თამაშს ვაგრძელებ! II ნაწილში, თქვენივე თხოვნით, ვეცდები ცოტათი გავართულო მინიშნებები. ამის გაკეთება ვარჩიე ჩაფიქრებული ბლოგის და ბლოგერის პოსტების ხარჯზე. 😉 ამჯერად, თქვენ ბლოგერის მინიმუმ სამი უკანასკნელი პოსტი უნდა გქონდეთ წაკითხული, რომ სწორ პასუხამდე მიხვიდეთ. წესები ცნობილია, ვიწყებთ თამაშს (გონგი) კითხვა პირველი:

1.  მისივე  თქმით, about me საკმარისი არაა ,,გენიალური” პოსტების შემქმნელის გასაცნობად, ამიტომაც გადაწყვიტა ბლოგოსფეროში მოღვაწეობის თითქმის ორ წლიანი პერიოდის შემდეგ,  პოსტის სახით, გამოექვეყნებია საკუთარი ფოტოები (სამწუხაროდ არა შიშველ მდგომარეობაში😦 ) და ამ ქმედებით გააცნო თავი მკითხველს.  ამის შემდეგ, ომის პატარა ,,გაკვეთილიც” ჩაგვიტარა. დაგვარიგა, დაგვაფიქრა … ყველაფრის მიუხედავად, ბოლო პოსტამდე, ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ მისი ბლოგი ვინმეს აინტერესებდა.  მოკრძალებულად ასახელებს სიზარმაცეს მიზეზად, რომ ვერ ეხმაურება ყველა იმ სკანდალურ მოვლენას პოსტებით, რომელსაც მთელი საბლოგეთი აბრუნებს.  მითხარით, აბსოლიტურად ზუსტად, ჩაფიქრებული ბლოგერის ის სახელი რომლითაც ყველა ვიცნობთ!

პასუხი

კომენტარი: ჩაითვლება პასუხები კნუტი, კატის კნუტი : ) თუ რატომ? ეწბიეთ მის ბლოგს, გადაიკითხეთ პოსტები და მიხვდებით

2.   პოსტები წიგნებზე ხშირად გვხვდება, მას სათაურშივე ვცნობთ და სურვილის შემთხვევაში ვიწყებთ კითხვას. მის ბლოგზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, სათაურშივე დაგვანახა ინტრიგა. ვეცით ვეძგერეთ იმ იმედით რომ გავიგებდით თუ როგორ გახდა ეს ადამიანი ესეთი🙂 სამწუხაროდ პირველივე ფრაზის წაკითხვისთანავე მივხვდით, რომ სატყუარა გადავყლაპეთ, თუმცა პოსტი ნამდვილად შესანიშნავი აღმოჩნდა.  აი შემდეგ კი, იმ მკითხველის ინტერესი სრულად იქნა დაკმაყოფილებული, ვისაც მისი ,,საკუთარი მე”_ს გაცნობა სურდა.  მაშ ასე, დამისახელეთ ყველაზე ჩახუტება ბლოგერი

პასუხი

კომენტარი: რათქმაუნდა სიყვარულოვნა. კითხვაში საუბარია პოსტზე ,,როგორ გავხდი  იდიოტი” და ,,მე”

3. დასარიგებელი მასალა:

ბოლო სამ პოსტს თვალი რომ გადავავლოთ, მასთან ისევ საახალწლო განწყობაა. ტრადიციებს არ არღვევს და წლის ბლოგერს მართლმადიდებლური კალენდრით, ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე ასახელებს.  მისტირის რუსთავს და არშემდგარ არდადეგებს ამ ქალაქში,  მიმოიხილავს ძველი წლის ცუდ და კარგ ამბებს.  სრულიად ელემენტარულად, ვასახელებთ ბლოგის ავტორს

პასუხი

კომენტარი: სრულიად ელემენტარული ბლოგის, სრულიად ელემენტარული ავტორი ნინო ბურძენიძე

4. ყურადღება! კითხვაში ცვლილებაა: კრიტიკა მისი ჰობია, თუმცა,  არ ერიდება თავში ცაგცხოს რჩევების მთელი დასტა რომელსაც სახლში არ გვასწავლიან. გვახსენებს ფაქტებს ფილმებიდან და გვისვამს 5 იდიოტურ კითხვას. არ გეკითხებით ბლოგს და მის ავტორს, თქვენი მიზანია დამისახელოთ ცხოველი, რომელიც ასოცირდება ჩაფიქრებული ბლოგერის დღიურთან🙂

პასუხი

კომენტარი: კითხვაში სიტყვა ,,სახლში” შეცვლილია და მის ნაცვლად უნდა იყოს ,,სკოლაში”, ამის შემდეგ თქვენ გაგახსენდებოდათ პოსტი ,,ის რასაც სკოლაში არ გვასწავლიან” რომელიც მაიმუნის ბლოგზე გამოქვეყნდა.  მისი ბლოგი

5.  წუწუნებს, ბუზღუნებს, მაგრამ ის მაინც ყველაზე საყვარელია.

დემოგრაფიული პრობლემის ნაცვლად,  ამ ქმედებას ქალის სულიერ სიმახინჯეს ადარებს, გმობს და დასცინის ყველას ვინც ამ ნაბიჯს დგამს. ალბათ, უნდა გვშურდეს მისი საუკეთესო მეგობარის,  მათი ურთიერთობა პოსტშიც ჩანს რომ იდეალურია.   ზოგჯერ ბლოგი ,,დეზიმფორმატორ” არხებსაც გვახსენებს,😀  ალბათ უფრო იმიტომ რომ თავი ,,კავკასიაზე” არ ვიგრძნოთ. არც ის არის აქუ და არც მისი ბლოგია ,,კავკასიის” დარად უხარისხო, დამისახელედ ყველაზე ყველაზე ვრცელი ბლოგი🙂

პასუხი

კომენტარი: რათქმაუნდა თიკოს ბლოგი : )

პ.ს. ესეც მეორე ნაწილის ხუთეული. იმედი მაქვს ისევ მოვისმენ შეფასებებს და შენიშვნებს. წინ ხომ მესამე ნაწილიც გველის😉

8 thoughts on “ქართული ბლოგოსფერო და რ?ს?რ? _ II

  1. ვაა აქ მეც ვყოფილვარ.. დიდი მადლობა.. ისე საკუთარი თავის და კნუტის გარდა ვერავინ გამოვიცანი.. ეტყობა იმიტომ, რომ მათ ბლოგებს არც მაინცდამაინც ხშირად ვკითხულობ.. სახალისოაა. ველი მე3 ნაწილს..😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s