მსოფლიოს პირველობა – ქართული ფინალი – ყაიმი და გამარჯვებული

18 სექტემბერი – 5 ოქტომბერი 1981. ბორჯომი,თბილისი. მაია ჩიბურდანიძე – ნანა ალექსანდრია 8 – 8

მსოფლიოს XII პირველობა ქალთა შორის ჭადრაკში, რიგით მესამე ქართული ფინალი, რომელიც გათამაშების ისტორიაში პირველად დასრულდა ყაიმით. ამ ჭიდილში არ გამოვლინდა გამარჯვებული, მაგრამ მაია ჩიბურდანიძემ მოახერხა ტიტულის შენარჩუნება მინიმუმ სამი წლით.  ჭადრაკის მოყვარულებს ვთავაზობ ამ შეხვედრის მეორე ნახევრის მიმოხილვას:

6 ოქტომბერს დიდოსტატებმა ბრძოლა განაახლეს, დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი.  მაიამ მეცხრე პარტიაში მეტოქეს სიურპრიზი სესთავაზა. პირველად გამოიყენა ინგლისური დასაწყისი. ჩანს, სიცილიურ დაცვამ იმედები ვერ გაუმართლა. ნანამ თავისი ენერგიული სტილის შესაბამისად თამაში ტარაშის დაცვის სქემაში გადაიყვანა და საიერიშო პოზიცია მიიღო. თამაში შესამჩნევად დაიძაბა. სულგანაბული დარბაზი დიდი ,,ომის” მოლოდინში იყო.

როცა მეტოქენი ფიგურების მობილიზებას მორჩნენ, ნანამ გამხოლებული პაიკის გაცვლა გადაწყბიტა. სწრაფად გაიცვალა რამდენიმე ფიგურა, მათ შორის ლაზიერები და პარტია დაახლოვებით თანაბარ ენდშპილში გადავიდა. ყველა ყაიმის მოლოდინში იყო.

– ვერ გამიგია რატომ უტევს ნანა ლაზიერის ფრთას. ამით ხომ პაიკებს ასუსტებს, – ამბობს პრესცენტრში მ. დვორეცკი.

მართლაც, მალე გამოჩნდა ნანას ჩანაფიქრის ხარვეზი. მისი პაიკები შესამჩნევად მოსწყდნენ თავისიანებს. მსოფლიოს ჩემპიონმა კარგად გამოიყენა ორი კუს უპირატესობა და ვირტუოზული მანევრებით შეძლო ამ უპირატესობების რეალიზება. ეს პარტია მხოლოდ მეორე დღეს დამთავრდა. მაია კიდევ უფრო დაწინაურდა – 5,5:3,5

შექმნილმა სამატჩო მდგომარეობამ დააფიქრა ნანა ალექსანდრია და მან ,,ტაიმ–აუტი” აიღო. საჭირო იყო მომავალი ბრძოლის სერიოზული განჭვრეტა. კულვარებში კი შეიქმნა აზრი, რომ მისთვის უკვე შეუძლებელი იყო მატჩის გადარჩენა.

10 ოქტომბერს მეათე პარტია გაიმართა. მაიამ პირველად მიმართა ბენონის დაცვას და დასაწყისშივე გამოჩბდა, რომ იგი სათანადოდ არ იყო გარკვეული მის ნიუანსებში. ნანამ ცენტრი გაარღვია და თამაშის სადავეები ხელში აიღო. მაია თავგამოდებით ცდილობდა მუქარის მოგერიებას, მაგრამ ამაოდ. როცა ნანას ცენტრალურმა პაიკმა გამიჯნა ჩემპიონის ძალები, მდგომარეობა უიმედოდ შეექმნა. მართალია, მაიამ პარტია გადადო, მაგრამ მეორე დღეს იგი თამაშის განუახლებლად დათმო.

კიდევ უფრო მწვავედ მიმდინარეობდა მეთერთმეტე პარტია, რომელიც 13 ოქტომბერს შედგა. მაიამ ორიგინალურად გაითამაშა სოციალური დაცვა და დასაწყისშივე პაიკის შეწირვით უკიდურესობამდე გაირთულა თამაში. პარტია ყოველი სვლის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრდებოდა. მეტოქეებმა მეფეები სხვადასხვა მხარეს გახიზნეს და ცხადი შეიქნა, რომ ეს პარტია ,,უსისხლოდ” არ დამთავრდებოდა.

მაია ენერგიულად მოქმედებდა, მაგრამ  ნანამ შეძლო მეფის სწორი მანევერებით მისი იერიშის უვნებელყოფა. წესით ეს პარტია ყაიმით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ალექსანდრია არ ისვენებდა. მძიმე ცაიტნოტის პირობებში ცდილობდა ,,ცეცხლი” წაეკიდა თამაშისთვის. ბოლოს ნანამ ხარისხი შესწირა, რაც მხოლოდ პოზიციიისთვის მეტი სიმწვავის მიცემით იყო ნაკარნახევი. მაიამ პაიკი აიყვანა, ჩქარობს მოასწროს საკონტროლო სვლები. მან არ გაცვალა ნანას შავუჯრედოვანი კუ და პრეტენდენტმა ორი ძლიერი გამსვლელი პაიკი მიიღო.

მთავარი მსაჯი მ. ფილიპი უახლოვდება მაგიდას და მეტოქეებს აფრთხილებს თამაშისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურაო. აფორიაქებული მეტოქენი მშვიდდებიან. მაია იწერს ,,საიდუმლო” სვლას. მატჩის ანგარიში გათანაბრდა – 5,5 : 5,5. ეს უკვე სენსაციაა. მაიას ქომაგები უკმაყოფილონი არიან მისი თამაშით. ნანას გულშემატკივრებს კი იმედი მიეცათ.

17 ოქტომბერს დიდოსტატები კვლავ მიუსხდნენ დაფას, მაგრამ თამაში დიდხანს არ გაგრძელებულა. მაია და ნანა 18_ე სვლაზე  ყაიმზე შეთანხმდნენ. მსოფლიოს ჩემპიონს უკეთესი შანსი ჰქონდა. მაშ რატომ დაზავდნენ? ერთი კი ცხადია, ორივეს 22 სვლაზე მოსაფიქრებლად ძალიან ცოტა დრო დარჩათ.

ბრძოლა მეცამეტე პარტიაშიც არ აეწყო. ცენტრში გაცვლების შემდეგ არც ერთს ხელსმოსაკიდი არაფერი ჰქონდათ. როცა დაფიდან ლაზიერებიც გაქრა, მაიამ სცადა ინიციატივის გაღვივება ლაზიერის ფრთაზე, მაგრამ რალური არაფერი გამოვიდა. 30_ე სვლაზე მეტოქეები დაზავდნენ.

24 ოქტომბერს კვლავ აივსო სასახლის სააქტო დარბაზი. მეთოტხმეტე პარტიაშიც მაიამ ახალი სადებიუტო სისტემა გამოიყენა  – გრიუნფელდის დაცვა.  უკვე 10_ე სვლაზე მაიამ ჩააფიქრა პრედენტენტი. დიდხანს იფიქრა ნანამ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა. როგორც მერე გაირკვა, მან მიაგნო უძლიერეს გაგრძელებას, რამაც მას შესამჩნევი უპირატესობა მოუტანა. მაია ფხიზლად ადევნებდა თვალს ნანას მოქმედებას და მუქარას გონებამახვილურად იგერიებდა.

კრიტიკულ მომენტში ნანა აჩქარდა და იერიში წამოიწყო. მას კიდევ უფრო უნდა გაემაგრებინა ტავისი პოზიცია და მხოლოდ შემდეგ დაეწყო ფიქრი უპირატესობის რეალიზებაზე. მან კი ცენტრალური პაიკი აამოძრავა. მსოფლიო ჩემპიონმა ლაზიერები გაცვალა და ენდშპილში ნანას დიდი სიძნელეები შეექმნა.

– როგორ ვერ მიხვდა, რომ ეტლის მანევრით იგებდა – თქვა პრესცენტრში დვორეცკიმ, როცა ნანამ 23_ე სვლაზე პაიკი ითამაშა.

საინტერესოა, რომ მერე თვითონ ნანამ თქვა, როცა პაიკი გადავაადგილე, მაშინვე დავინახე, რომ ეტლით სვლა იგებდა. საოცარია, რატომ ხდება ასეო.

ნანას უზუსტობით საუცხოოდ ისარგებლა მაიამ. მან დააბრკოლა თეთრების გამსვლელი პაიკი. ნანა იძულებული გახდა ყაიმს შერიგებოდა.

დარჩება მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონად, თუ გადედოფლდება ნანა ალექსანდრია? ეს კითხვა დღესაც ისევე აღელვებს ქომაგებს, როგორც მატჩის სტარტის წინ, ოღონდ ამჯერად უფრო მძაფრად, რადგან სათამაშო მხოლოდ ორი პარტია დარჩა. ბრძოლა უკიდურესობამდე გართულდა, დარჩენილ ორ პარტიაში მაიას, ჩემპიონის ტიტული რომ სეინარჩუნოს, ერთი ქულაც (ორი ყაიმი) ყოფნის: ნანამ, ჭადრაკის დედოფლის ტახტს რომ დაეუფლოს, აუცილებლად ერთი პარტია მაინც უნდა მოიგოს, მეორე შეიძლება ყაიმით დამთავრდეს.

გაზ:  ,, სოფლოს ცხოვრება “

ალბათ არასდროს დაავიწყდება მაიას და ნანას 1981 წლის 27 ოქტომბერი. ამ დღეს გაიმართა მეთხუთმეტე პარტია, რომელმაც ულმობელად შთანთქა მათი  მთელი ენერგია. ამ პარტიამ გადაწყვიტა მატჩის ბედი.

მაიამ არც ამ დიდმნიშვნელოვან პარტიაში ურალატა თავის კრედოს. ნაკლებად პოპულარული რეტის დებიუტი გაითამაშა, რიტაც ნანას წინაშე ახალი პრობლემები დააყენა.  ამ სადებიუტო სისტემაში თეთრები მეტოქეს ცენტრის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა, მერე თავად უტევდა მას ფიგურებით და ცდილობდნენ მის გარღვევას. გაჩაღდა რთული ბრძოლა.

ნანამ მაიას ორი კუს უპირატესობა დაუთმო, სამაგიეროდ აქტიურად განალაგა თავისი ფიგურები. მეტოქეებმა დიდხანს ვერ მიუჩინეს თავის მეფეებს ბინა. ბოლოს მაიამ პირველმა გააკეთა არჩევანი: მეფე ცენტრში დატოვა. ნანამ მაშინვე გრძელი როქი გააკეთა. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა. ნანამ, რომელიც უფრო მეტს ფიქრობდა, სასტიკი ცაიტნოტის მოახლოვება იგრძნო. სწორედ ამ დროს მაიამ მთელს ძალებს ლაზიერის ფრთაზე მოუყარა თავი. ის შავი მეფის დალაშქვრას ამზადებდა. ნანას ენერგიულად უნდა ემოქმედა ცენტრში, პაიკი უნდა შეეწირა, თუ საჭირო იქნებოდა ხარისხიც დაეთმო,  დასხმოდა ცენტრში მდგარ თეთრ გვირგვინოსანს. ნანამ დააყოვნა კონტრ თამაში,  რაც, როგორც შემდგომმა ანალიზმა დაადასტურა, მას სახიფათო ინიციატივას აძლევდა. მან კი მხოლოდ პაიკი მოიგო.  ამასობაში მაიას ლაშქარი გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა, მოარღვია შავი მეფის თავშესაფარი და მისი დატყვევება შორს აღარ იყო, რომ ნანას საათზე ალამი ცამოუვარდა. პარტია წაგებული იყო.

მაია ჩიბურდანიძემ მოაგროვა სანუკვარი 8 ქულა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.  მართალია მატჩის ანგარიში გახლდათ 8:7,  მაგრამ ორთაბრძოლა დამთავრებული ჯერ არ იყო. ფიდე_ს რეგლამენტით, მეტოქეებს მეთექვსმეტე პარტიაც უნდა ეთამაშათ, თუმცა იგი არაფერს წყვეტდა.

ეს პარტია 29 ოქტომბერს გაიმართა. მასში შეუპოვარი ბრძოლა გაჩაღდა, თითქოს მატჩის მთავარი ამოცანა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი იყო. მაიამ არასწორად გაითამაშა ახალინდური დაცვა და განსაცდელში აღმოჩნდა. ნანამ პაიკის ლამაზი შაწირვით, ხელთ იგდო ინიციატივა. მაიამ ტავად დაარღვია თავისი ფიგურების შეთანხმებული კოორდინაცია და მუქარების უვნებელყოფას მოუნდა. კიდევ უფრო გაუარესდა პოზიცია, როცა მეორე შემოწირული პაიკიც მიიღო. ნანას იერიში მოუგერიებელი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონმა ლაზიერი გაცვალა ორ ეტლში, რამდენიმე მახეც დაუგო მეტოქეს, მაგრამ გადაუჭრელ პრობლემებს თავი მაინც ვერ დააღწია. ნანას დიდმა ძალამ დააჩქარა შავების კაპიტულაცია. 39_ე სვლაზე მაიამ საათი გააჩერა და ნანას გამარჯვება მიულოცა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s