ქართული აბრაკადაბრები

მოკლედ, ბევრი ვეძებე ქართულ საიტებზე ამ სიტყვისადმი მიძღვნილი სტატიები. სიმართლე ითქვას, ბევ საინტერესო მასალასაც  წავაწყდი, მაგრამ არსად არაფერია ნახსენები ქართუ ზეპირსიტყვიერებაში და კუთხურ მარგალიტებში გამოყენებული, ამავე მნიშვნელობის აბრაკადაბრებზე.  ჩემი პოსტით შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო მხოლოდ ქართული აბრაკადაბრები.  (აქვე ლინგვისტუსის ბლოგი სადაც ასევე საინტერესო სტატია შემხვდა.)

რაც უფრო გაუგებარია ტექსტი, მით უფრო მეტი ზემოქმედენის ძალა გააჩბია მასო – ასე ფიქრობდნენ ჩვენთანაც ძველები.  გაუგებარ სიტყვების კომბინაციები მეტწილად გვხვდება შელოცვის დასაწყისში, ზოგჯერ უშუალოდ ტექსტში და იშვიათად დასასრულს.

… ანდა, ბანდა,

ანდა, შვანთა,

ხელისა ბეშტვითა,

ნაკბენი მორჩეს!

… ასალა, მასალა,

ფეხები გაასანსალა!

არასალა, მარასალა,

გველის საკვირველი მარა …

ანთე, მანთე, სანთე, ხანთე,

იხტურ, ტაბახტურ,

ვისაც ჭიროდეს, მას ვასვათ,

ან მის მოამბესაო!

გაუგებარ სიტყვათა ერთი ნაწილი ქართულში, წარმომავლობით უცხო – ძირითადად თურქული, არაბული, სპარსული, ბერძნული, ლათინური – სიტყვათა შემოტანის, მათი შელოცვებში ხმარებისა და შემდგომ, დროთა განმავლობაში, მნიშვნელობის დაკარგვასთან ერთად ტრანსფორმაციის პროცესის გავლის შემდგომ მიღებულ აბრაკადაბრების ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ. ქართულ წყევლასა და შელოცვებში, ზოგიერთი გაუგებარი სიტყვის ფორმა,  ძალზედ ჩამოჰგავს რომელიმე (განსაკუთრებით აღმოსავლური) ენაში არსებულ სიტყვას, რაც არ გვაძლევს იმის უდაოდ მტკიცების საშუალებას, რომ იგი იმ ენიდან და მით უფრო იმ სიტყვიდან წარმომავლად მივიჩნიოთ.

ილიან, ილიან, ამირან, დამირდო ინჟიუმ, მასხან. ურთუ და ურთუ სულეიმან, აზეილან, ზობეილან გეჯილაი, მაღარსან! სანავთე, სუფუთე, ჯანაფთა, ასამთა, თოფთა, თაქარ, რექა, ენი!

ზოგიერთ მასალაზე დაკვირვების სედეგად შეიძლება შევნიშნოთ,  რომ რიგი აბრაკადაბრებისა ქართულ საფუძველზე წარმოშობილს ჰგავს. მაგ: ,,ანი იძრა, ბანი იძრა” ან ,,ალისასა, მალისასა”

არის ტექსტები რომელიც ადრევე, უძველეს ხანაშივე ატარებდნენ აბრაკადაბრების სახეს, ხოლო მეორენი, რომელნიც თავად პირველად საკმაოდ გასაგებ სიტყვათა კომპლექსს მოიცავდბებ, მაგრამ დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზეპირ მიმოქცევაში დაკარგეს მნიშვნელობა, ტრანსფორმაციის პროცესი განიცადეს და დღეს გაუგებარ სიტყვათ ფრაზების რიცხვში დგანან.

ასევე აღსანიშნავია ისიც,  რომ სვანეთში და სამეგრელოში დღესაც ვხვდებით მოხუცებულ მთქმელებს, რომლებმაც სრულებით არა ან ძალზედ ცუდად იციან ქართული ენა. ხოლო შელოცვები როგოც სვანეთში, ასევე სამეგრელოში, ძირითადად ქართულ ენაზე არის შენახული და ცხადია, ასეთი ტექსტები ქართული ენის არამცოდნე მთქმელისთვის აბრაკადაბრებად ჩაითვლება.

A B R A C A D A B R A
A B R A C A D A B R
A B R A C A D A B
A B R A C A D A
A B R A C A D
A B R A C A
A B R A C
A B R A
A B R
A B
A

2 thoughts on “ქართული აბრაკადაბრები

  1. ბებიაჩემმა იცის რაღაც სერიოზული შელოცვა…🙂 ცოტა ქართული, ცოტა მეგრული, თვითონ აჭარელია და ალბათ ცოტა აჭარულიც ურევია🙂 უნდა ვასწავლებინო, როგორც მახსოვს მითხრა ყველას არ შეუძლიაო შელოცვაო, ანუ რაგაც “ჯადოქრულ” მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s