კობა სუბელიანი – დათვური სამსახური არ გამოგივიდეთ

ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან –  სოლიდარობა კი არა, დათვური სამსახური არ გამოგივიდეთ შემთხვევით მაგ ხალხისთვის, იმიტომ რომ, კარავში ცხოვრების წახალისება, არ მგონია სასურველი შედეგი იყოს

კობა სუბელიანი

ასე პასუხობს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს თავად,  ბლოგერების სოლიდარობის აქციაზე.  უკვე ორ კვირაზე მეტია,  ჩემმა მეგობრებმა, ბესიკ ლიპარტელიანმა და დავით ჩიხლაძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე  გამოაქვეყნეს გვერდი, სადაც ყველას მოუწოდებენ, თუნდაც ერთი ღამე გაატარონ   სამინისტროსთან გაშლილ კარვებში მცხოვრებ დევნილებთან, მოისმინონ მათი პრობლემები და სხვადასხვა საშუალებებით გაავრცელონ.  აქციაში აქტიურად ჩაება ქართული ბლოგოსფერო.  ერთმანეთის მიყოლებით ბლოგებზე გაჩნდა პოსტები, რომლებიც კარავში მყოფ დევნილების პრობლემებს ეხმაურებიან.  თუმცა პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება, იძულებით გადაადგილებული პირები, უკვე ოთხ თვეზე მეტია, ღამეს კვლავ კარავში ათენებენ.

სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, ამ დრომდე ვერ მოვახერხე დევნილებთან შეხვედრა,  თუმცა აქტიურად ვეცნობი ყველა იმ გამოხმაურების წერილს, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში ჩნდება.  რადგან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული  სოლიდარობის აქცია,  დღემდე მხოლოდ პრობლემების გამოაშკარავებას ემსახურება და სამწუხაროდ არ არსებობს სხვა რესურსი უფრო მეტი და სასარგებლო მიზნების განსახირციელებლად,  მეც გადავწყვიტე,  ჩემი, როგორც ბლოგერის ვალი მომეხადა ამ მხრივ.  იმ მიზბით, რომ პოსტი ნაყოფიერი გამომსვლოდა, პირდაპირ გადავწყვიტე მინისტრთან დაკავშირება და შექმნილ ვითარებაზე კომენტარის გაკეთება ვსთხოვე. თუმცა საუბარი სხვანაირად წარიმართა.  თავიდანვე მქონდა სურვილი, გარდა ბლოგზე პოსტის დაწერისა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი მისია შემესრულებია, რომელიც ორივე მხარეს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა, მაგრამ ფაქტია, თავს ზევით ძალა არ არის.  მინისტრთან საუბრის შემდეგ კი, გამოიკვეთა ის მიმართულებები, რომლითაც შესაძლებელია ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენი რესურსები აქტიურად და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ და ამით რეალურად შევასრულოდ მისია რასაც გვავალდებულებს პირველ რიგში საკუთარი თავი და შემდეგ სოც–მედიის არსი.  ვნახეთ რა ყურადღება მიიპყრო ფეისბუქზე გვერდმა და ყველა იმ პოსტმა რომელიც ამ თემაზე დაიწერა, ფაქტია რაღაც შეგვძლებია და თუ მოვინდომებთ კიდევ მეტს გავაკეთებთ.

მანამ პირდაპირ გირჩევდეთ, თუ რა უნდა დავისახოთ მიზნად და რა მიმართულებით უნდა ვწეროთ, შემოგთავაზებთ ჩემი და მინისტრის საუბრის მოკლე ჩანაწერს, რომელსაც გამოქვეყნების ღირსად ვთვლი.   აქვე აღსანიშნავია, რომ კობა სუბელიანი, ფეისბუქზე, ჩემს, მისთვის სრულიად უცნობ ბლოგერის, პირველივე მინაწერს გამოეხმაურა.

– ბატონო კობა, რამოდენიმე დღეა ჩემმა მეგობრებმა, სოციალურ ქსელში,  წამოიწყო აქცია ,,ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან”, რომელიც ეხმაურება გამოსახლებული დევნილების პრობლემას. ბლოგებზე უკვე გაჩნდა პოსტები ამასთან დაკავშირებით, ფიქსირდება მათი მოთხოვნები და მაქვს სურვილი ამასთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში, ტქვენი პოზიციაც დაფიქსირდეს.

– პასუხი მარტივია. ყველას ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართს რეგიონებში, სოფლებში. მოუწოდებ მათ მიიღონ ჩვენი შემოთავაზება. გარდა ამისა,  ჩვენც ვპირდებით მათ,  რომ ყველა ხელშემწყობ პირობას შევუქმნით სოფლად ახალი ცხოვრების დაწყებისთვის.  რაც შეეხება ბლოგერებს, სოლიდარობა კი არა, დათვური სამსახური არ გამოგივიდეთ შემთხვევით მაგ ხალხისთვის, იმიტომ რომ, კარავში ცხოვრების წახალისება, არ მგონია სასურველი შედეგი იყოს.  თუ ნამდვილად გული შეგტკივათ და სოლიდარობა გამოძრავებთ მაგ ხალხის მიმართ, შეაგონეთ რომ მიიღონ ჩვენი შემოთავაზენა, ჩაეწერონ სიებში და დაიკმაყოფილონ კუთვნილი საცხოვრებელი ფართი, რომელსაც ვთავაზობთ.

– ბატონო კობა, მაინტერესებს დღეს ჩვენ, რომ მოუწოდოთ კარვებში მყოფ დევნილებს ადგნენ და სიებში ჩაეწერონ, რა პერიოდში დაუკმაყოფილდებათ სოფლად საცხოვრებელი ფართების მიღება? სიმართლე უნდა ითქვას, მათ ეხლა კარვების გარდა წასასვლელი არსად აქვთ. იქნებ დაჩქარდეს ასეთი კატეგორიის ხალხის ფართით დაკმაყოფილების პროცესი. ან თუ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება სად იცხოვრონ, უშუალოდ იქ მყოფებს რას სთავაზობთ?

– მზად ვართ იმ დღესვე დავუკმაყოფილოთ მოთხოვნა.  მაგრამ სამწუხაროდ მათ ამის გაგონება არ უნდათ.  რაც შეეხება არჩევანს, რასაც სთავაზობს დევნილს სახელმწიფო, იმათ შორის არჩევანის გაკეთების უფლება რათქმაუნდა აქვთ.

– ბატონო კობა, კარვებში ცხოვრობს ბავშვები, მარტოხელა ქალები, ინვალიდი მამაკაცები.  მათთვის სოფელში წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება ვფიქრობ რთული იქნება. თქვენს მიერ შეთავაზებულ რეგიონებში, თუ არსებობს რაიმე სახის პირობები, რითაც ეს ხალხი არსებობას შეძლებს?

– სწორედ ეს არ ესმით მათ.  ისინი დღეს კარავში ცხოვრობენ, იღებენ დახმარებას თქვენგან და ყველასგან ვინც კეთილ ნებას გამოიჩენს. ჩვენ მათ ვთავაზობთ ცხოვრებისთვის სრულიად ვარგის ფართს, გარდა ამისა  ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლის გათვალისწინებითაც, სოფლად წასულ დევნილებს დავეხმარებით ადაპტაციის გავლაში, დახვნა დათესვაში და სხვა სამეურნეო საქმიანობებში.

ამის შემდეგ სრულიად გულახდილი საუბარი წარიმართა, მინისტრი ნამდვილად ხედავს ჩვენში იმ ძალას, ვინც ამ ხალხთან საუბარს უფრო ნაყოფიერად წარმართავს,  ვისაც შეგვიძლია კარვებში მყოფ დევნილებს რეალურად გაუწიოთ დახმარება.  მე პირადად მზად ვარ, სამსახურიდან კუთვნილი შვებულება, მთლიანად იმ სოფელში გავატარო,  რომელშიც დღეს აქციაზე მყოფი დევნილები ჩასახლდებიან.  იქნებ ჯობდეს,  იგივე აქტიურობით, დავიწყოთ იმ ხალხის მობილიზება, ვინც სოფლად წასული ოჯახების ფიზიკურ დახმარების გაწევას შეძლებენ, მითუმეტეს, მთავრობა დებს პირობას, რომ ამ ხალხისთვის,  ხვნა–თესვის პერიოდში, მაქსიმალურად აამოქმედებს თავის ხელთ არსებულ რესურსებს.

ჯგუფში პირველივე შეხედვის შემდეგ ვიკითხე, დაუკავშირდა ვინმე სამინისტროში წარმომადგენლებს და მოისმინა მათი პოზიციათქო?  ეს სეუძლებელიაო მითხრეს. მე კი პირდაპირ ვცადე მინისტრთან დალაპარაკება და უპრობლემოდ შევძელი.  ამით იმის თქმა მინდა, რომ მართლა დათურ სამსახურს ხომ არ ვუწევთ კარავში მყოფ დევნილებს? პრობლემის მოგვარების სურვილი ორივე მხარედან არის და იქნებ ამაზე დავფიქრდეთ?!

 

2 thoughts on “კობა სუბელიანი – დათვური სამსახური არ გამოგივიდეთ

  1. ფაქტები რომ სხვა რამეს აჩვენებს?
    იქიდან ხალხი გამორბის და ჩვენ ამ ხალხს მოვუწოდოთ, რომ წავიდნენ?
    მათ რეალური მიზეზი აქვთ, რის გამოც არ მიდია.

    გავუწევთ დათვურ სამსახურს მაგან არ ინერვიულოს

  2. თიკო არ გესმით მე რაზე ვსაუბრობ? შედეგი მოაქვს ჩვენს საქციელს ან მოუტანს? ხომ არ ვუხანგრძლივებთ ჩვენი სოლიდარობით მათ კარვებში ღამეებს? იქნებ სჯობდეს იმაზე დაველაპარაკოთ რომ მიიღონ შემოთავაზება მთავრობისგან. აი იმ ხალხზე რას ფიქრობთ ვინც უკვე იქ არის და ცხოვრობს სოფლად? იქნებ მათ რაში ვჭირდებით?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s