მე რკინიგზელი ვარ

რკინიგზელობა, ერთ–ერთი პირველთაგანია იმ პროფესიების ჩამონათვალში, რომელიც ყველაზე რთულ პროფესიადაა მიჩნეული მთელს მსოფლიოში.  განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ამავდროულად სახიფათოა, ელმავლოს მემანქანის და თანაშემწის სამსახური.  ცნობილი ხუმრობაა – ღამე არ სძინავს მხოლოდ, მგელს, ყ… და რკინიგზელსო – რას ვიზამთ, ეს რეალობაა, მეც ამ სფეროში ვმოღვაწეობ და მეტ წილად, ღამით მიწევს მუშაობა.  საქმეს ართულებს კიდევ ერთი გარემოება, ელმავლის თანაშემწე და მემანქანე, დაახლოვებით 12 საათს ზედიზედ ატარებს 3000 ვოლტი ძაბვის ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.  ამას პლიუს,  არანორმალური სამუშაო რეჟიმი.  ვმუშაობთ ყოველ 12 საათში – 17–18 საათს, რის შედეგადაც არეული გაქვს დღე და ღამე.

ლეიბორისტი არ ვარ და არც ვაპირებ საქართველოს რკინიგზაში არსებულ კორუფციაზე საუბარს, თუმცა არც კარიერისტი გახლავართ და ამიტომ აღსანიშნავია ითქვას, რომ ჩვენთან, ხელფასები ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნების ანალოგიურ უწყებებთან შედარებით, ხოლო ხელმძღვანელთა ხელფასი 15-20 ათას ლარს შეადგენს.  ერთი თავიდან მეორეში, გადაგვაქვს თითქმის მილიონი ლარის ღირებულების ტვირთი და გვინაზღაურდება საათში მხოლოდ 3,50 – 4,50 ლარი. მიუხედავად ამისა, საქართველოში ეს პროფესია მაინც ყველაზე სტაბილურ და მაღალ ანაზღაურებად პროფესიად ითვლება, რკინიგზელები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევით და სხვა სახელმწიფო საშეღავათო პროგრამებით.

შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. პირველმა მატარებელმა, რომელიც დამზადებული იყო საფრანგეთში ,,ბონეფონდის” ქარხანაში(Ch. Bonnefond pres Paris), 1871 წელს გაიარა რკინიგზის მონაკვეთი ფოთი-ყვირილა (ამჟამად ზესტაფონი), ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის ,,დაბადების დღედ”.

ჩვენთან, ყოველ წლიურად იმართება საპატიო რკინიგზელის დაჯილდოვების ცერემონიალი, თანამშრომლები  ჯილდოვდებიან 14  ნომინაციაში:  “საპატიო რკინიგზელი”, “თავდადებული რკინიგზელი”, “საიმედო მემანქანე”, “რკინიგზის ვეტერანი”, “ინოვატორი რკინიგზელი”, “საუკეთესო მენეჯერი”, “ყველაზე პროდუქტიული რკინიგზელი”, “საუკეთესო კოლეგა”, “ყველაზე ოპერატიული რკინიგზელი”, “სამაგალითო რკინიგზელი დედა”, “სანიმუშო რკინიგზელი”, “საუკეთესო გუნდი”, “მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი” და “წლის საუკეთესო პროფესია”.

მოკლედ, სულ რაღაც ორი კვირა გავიდა, რაც გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და მემანქანის თანაშემწის მოწმობა ავიღე.  უკვე 5–6 უბანი მოვიარე და 20 000 ტონაზე მეტი ტვირთი გადავზიდე საქართველო–სომხეთი–აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. დრო და დრო, შემოგთავაზებთ ბლოგზე პოსტებს, რომელიც უშუალოდ ჩემს საქმიანობასთან არის დაკავშირებული.  მანამდე კი თვალი გადავავლოთ იმ საინტერესო ფაქტებს, რომელიც მსოფლიოს რკინიგზის ისტორიაშია დაფიქსირებული.

ეს საინტერესოა

  • პირველი სარკინიგზო ბილეთები მზადდებოდა სპილენძისა და ლატუნისაგან. როდესაც მგზავრი მივიდოდა დანიშნულების წერტილში ის ვალდებული იყო ჩაებარებინა “მგზავრობის საბუთი” კონდუქტორისათვის. ეს სახელმწიფოს მეტალის და ფულის საშუალებების ეკონომიას უკეთებდა.
  • პირველი რუსული ორთქმავალი შეიქმნა 1834 წელს დემიდოვის ნიჟნე–ტაგილის ქარხანაში  მექანიკოსები მამა–შვილის ჩერეპანოვების მიერ. ის ატარებდა ტვირთებს 854–მეტრიან რკინიგზაზე, რომელიც აკავშირებდა საბადოს სპილენძის გადამამუშავებელ ქარხანასთან. ორთქმავალს მიყავდა რამოდენიმე პატარა ვაგონი წონით 3,3 ტ. და სიჩქარით 13-16კმ/ს. თვირთის გარდა მას შეეძლო 40 მგზავრის გადაყვანა.

    მამა–შვილის ჩერეპანოვები

  • პირველი რკინიგზა გაიხსნა ინგლისში 1825 წელს. მატარებელი, რომელიც კურსირებდა სტოქტონს და დარლინგს შორის შედგებოდა 33 ვაგონისაგან.

  • მსოფლოოში ყველაზე მაღალმთიანი რკინიგზა მდებარეობს ტიბეტში. ეს ფაქტი დაფიქსირებულია გინესის რეკორდების წიგნში. ის გაიხსნა შარშან, მაგრამ მისი მშენებლობა დაიწყო 1950 წელს და ტიბეტის ცხოვრებაში სხვადასხვა პოლიტიკურმა მოვლენებმა დაამუხრუჭეს მშენებლობა.ამ გზაზე მოგზაურობა შესაძლებელია პეკინი–ლხასას მატარებელზე ბილეთის ყიდვის შემთხვევაში. მგზავრობა გრძელდება თითქმის ორი დღე და ბილეთის ფასი შეადგენს – $300 (ერთი მხარე).

    ყველაზე მაღალმთიანი რკინიგზა ტიბეტში

  • ვაგონების დიდი რაოდენობის მქონე ყველაზე გრძელმა და მძიმე სატვირთო შემადგენლობამ გაიარა 1065 მმ ლიანდაგის სიგანის რკინიგზაზე, სისხენ–სალდანია, სარ, 26-27.08.1989 წ. შემადგენლობაში, რომელიც გაიწელა 7,3 კმ–ზე იყო 660 ვაგონი (თითოეული 105ტ.), ვაგონი–ცისტერნა და სამსახურებრივი ვაგონები, რომლებიც მოყავდათ მოქმედებაში ცხრა 50–კილოვატიან ელმავალს და 7 თბომავალს ელექტრო გადეცემით.შემადგენლობის საერთო წონა(ლოკომოტივების გარეშე) შეადგენდა 69393 ტ. შემადგენლობამ გაიარა 861 კმ მანძილი 22 საათსა და 49 წუთში.

    7,66 კილომეტრიანი შემადგენლობა

  • ყველაზე გრძელი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელზეც შესაძლებელია მგზავრის სახით მოძრაობა დადის მავრიტანიაში ზურატსა და ნუადიბუს შორის. შემადგენლობის სიგრძე ზოგჯერ შეადგენს 3 კმ. იმის მიუხედავათ, რომ მატარებლის დიდი ნაწილი შედგება ვაგონებისაგან რომლებსაც გადააქვთ მადანი, შემადგენლობაში არის რამოდენიმე სამგზავრო ვაგონი. მათი გამოჩენა გახდა წინ გადადგმული ნაბიჯი: ადრე მგზავრებს უწევდათ სატვირთო ვაგონების სახურავებზე ჯდომა. ეკლა კი ებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს 700 კმ საერთო ვაგონის კომფორტით სულ რაღაც $5.
  • მსოფლიოში ყველაზე ძველი მომუშავე ორთქმავალი მდებარეობს ინდოეთში და ატარებს VIP-მგზავრებს ძალიან დიდ დღესასწაულებზე.შენების წელი – 1855 წელი.
  • მსოფლიოში ყველაზე გრძელ რკინიგზად ითვლება ტრანსციმბირის მაგისტრალი სიგრძით 9438 კმ მოსკოვიდან ნახოდკამდე.ამ რკინიგზაზე 97 უდიდესეი სადგურია და ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გადაადგილებისათვის №1 სწრაფ მატარებელს ესაჭიროება 8 დღე 4 საათი და 25 წუთი.

    მსოფლიოში ყველაზე გრძელი მაგისტრალი. 9438 კმ

  • მსოფლიოში ელექტრიფიცირებული რკინიგზების უმსხვილესი ქსელი მდებარეობს რუსეთში: ელექტრიფიცირებული გზების 40 120 კმ. რუსეთის სატვირთო გადაზიდვების 73% ხორციელდება ელექტრიფიცირებულ მონაკვეთებზე.
  • მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა გადაჯდომის გარეშე – ვლადივოსტოკიდან ოდესაში ნომერ 53/54 მატარებლის მისაბმელ ვაგონში (10 596 კმ).
  • სარკინიგზო ლიანდაგებზე გადაადგილების რეკორდული სიჩქარე ეკუთვნის ფრანგულ ელმავალს TGV და შეადგენს 574,8 კმ/ს. ჩქაროსნული მატარებლის ღირებულებაა – 30 მლნ. ევრო..

    ჩქაროსნული მატარებელი TGV. 574,8 კმ/ს.

  • ყველაზე გრძელი აბსოლუტურად სწორი რკინიგზა მდებარეობს ავსტრალიაში. 478 კილომეტრის მანძილზე ის არ აკეთებს არცერთ მოხვევას.
  • მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მოქმედი რკინიგზა – მურმანსკის ოლქში პეჩენეგა–ლიინახმარის ხაზი(ჩრდ.69 გრადუსი 36 წუთი 48).
  • პირველი მუხრუჭები, რომლებიც გამოიყენებოდა რკინიგზებზე, მოძრაობაში მოყავდა მუშა–მემუხრუჭეებს, რომლებიც იდგნენ მატარებლის ყოველი ვაგონის სამუხრუჭე

    ყველაზე გრძელი და სწორი რკინიგზა ავსტრალიაში

    მოედნებზე.მემანქანეს მემუხრუჭესთან აკავშირებდა გრძელი თოკი, რომელიც გაჭიმული იყო მთელი შემადგენლობის გასწვრივ და მიმაგრებული იყო ორთქმავალის სასტვენზე.
    მემანქანის მინიშნებით მემუხრუჭეს მოქმედებაში მოყავდა ხელის მუხრუჭი.მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოება დამოკიდებული იყო რეაქციის სისწრაფეზე და ამ პროფესიის წარმომადგენლების ძალაზე და მოხერხებულობაზე.

  • მატარებელს, რომელსაც ყველაზე დიდი ხნის მანძილძე არ შეუცვლია თავისი დასახელება და მარშრუტ ეწოდება “ფრინავი შოტლანდიელი”. ის 1862 წლიდან მოგზაურობს ლონდონი–ედინბურგის ხაზზე.იმავე წელს ლონდონიდა გლაზგოში დაიწყო მოძრაობა მატარებელმა “სამეფო შოტლანდიელი”, მაგრამ 2003 წელს მას ჩამოართვეს თავისი განთქმული სახელი.

2 thoughts on “მე რკინიგზელი ვარ

  1. მატარებლით მგზავრობისას სულ მინდა ხოლმე მემანქანესთან შეჭყეტვა :user:

  2. ვეცდები მომდევნო პოსტით შეგაჭყიტოთ ჩვენს ,,კაბინაში”😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s