როგორ გამოიყურებოდა იესო

არა ერთ მხატვარს უცდია იესოს გარეგნობის ტილოზე ასახვა, არა ერთი წიგნი მიეძღვნა ამ თემას, არა ერთმა რეჟისორმა სცადა მისი სახე შეექმნა, გააცოცხლეს 3დ განზომილებაში სუდარაზე იესოს გამოსახულება, მაგრამ მაინც ეს თემა დღემდე არ დახურულა.  შესაძლოა მიზეზი, ბიბლიაში არსებული ის  მონაკვეთები იყოს, რომელიც იესოს  გარეგნობას ორაზროვნად აღწერს.  მასში რთულია გაიგო, სინამდვილეში მესიის გარეგნობაზეა საუბარი თუ სულიერ მდგომარეობაზე.  ამიტომაც აქტუალობას დღემდე არ კარგავს ამ თემის განხილვა.

მართლმადიდებლები მის ხატზე ვლოცულობთ, ხატწერაში კი მაცხოვარი, მიუხედავად ესაია წინასწარმეტყველის აღწერისა, მაინც უმშვენიერეს და უსრულყოფილეს განკაციერებულ ღმერთად არის გამოსახული. რომელშიც ყველაზე სულყოფილი ნაკვთები, საოცრად მშვიდი სახე, მომნუსხველი თვალები და რაღაც ღვთიური მშვენიერებაც კი იკითხება.  მკაცრია, მაგრამ მისი სიმკაცრიდანაც უდიდესი სიყვარული და ძლევამოსილება იღვრება.

ეკლესია ამ თემის განხილვას, თუ არ ვცდები, მკრეხელობად მიიჩნევს. უდიდესად მძიმეა განზრახ ჩადენილი ცოდვაც, მაგრამ ჩემს მიერ ჩადენილ ცოდვათაგან, თავის სიმძიმით,  მაინც უმნიშვნელოდ მიმანბია ამ პოსტის შექმნა.  თემას არ ვხურავ თუმცა, მეც მინდა ყურადღება  გავამახვილო იმ დეტალებზე, რაზეც უკვე საუკუნეებია მსჯელობს კაცობრიობა.

ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე… (ესაია 2-7)

შესაძლოა მიახლოვებული მაინც იყოს, ეს აღწერა, ნაწამებ მაცხოვრის სახესთან, მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება.

ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ

როგორც ჩანს, იესო არც თავის მოციქულებს შორის გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, რადგან იმისათვის, რომ მტრებს ეცნოთ, იუდას უნდა ეკოცნა მისთვის. იესო რომ რაღაც განსაკუთრებული გარეგნობის ყოფილიყო, ალბათ აუცილებლად ამ ნიშნით იხელმძღვანელებდნენ.

ფაქტია რომ იესოს შეეძლო ადვილად გარეულიყო ხალხში ისე, რომ ვერ ამოეცნოთ ვინ იყო. გავიხსენოთ თუნდაც მარკოზის მიერ სახარებაში დაწერილი ამბავი. ერთხელ იესომ გალილეიდან იერუსალიმში ისე იმგზავრა რომ ვერ იცნეს:

როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?” – იოანე 7:10, 11.

ვინმე პუბლიუს ლენტულუსის მიერ რომის სენატისადმი გაგზავნილ წერილ:

ახლახან გამოჩნდა ჩვენთან იუდეაში კაცი, ერთობ სათნო, იწოდება იესო ქრისტედ. ხალხი მას თაყვანს სცემს, როგორც დიდ წინასწარმეტყველს, ხოლო მოწაფენი მისნი ცნობენ, როგორც ღვთის ძეს. იგი აღადგენს მიცვალებულებს, კურნავს ყველა სახის სნეულებას, ერთი სიტყვით.

ეს ადამიანი არის ტანადი, მაღალი, სახეზე აწერია დიდებულება და შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე. ასე რომ, მნახველმა არ შეიძლება არ იგრძნოს მისადმი სიყვარული და ამასთან ერთად, არ დაეუფლოს უცნაური შიში.
მისი თმები მწიფე კაკლის ფერია, ყურებამდე სწორი, მბზინვარებას მოკლებული, ხოლო ყურებინდა მხრებამდე და მის ქვემოთ ხუჭუჭი, და თანასწორად შუაზე გაყოფილი, როგორც ნაზარეველებს ჩვევიათ. შუბლი – გადატკეცილი და სუფთა, სახე – ნათელი, ყოველგვარ ლაქას მოკლებული და გაციხკროვნებულია მსუბუქი მეწამულისფერით. ცხვირი და ბაგენი სწორი, წვერი ისეთივე ფერისაა, როგორც თმა. ხშირი, მაგრამ არც ისე გრძელი, ბოლოში ორად გაყოფილი. შემოხედვა მშვიდი აქვს, დიდებული და სასიამოვნო. თვალები – ცისფერი, გამჭვირვალე, გულში ჩამწვდომი.

იგი ერთობ მოალერსეა და თავაზიანი, როცა ასწავლის, ანუ მოძღვრავს, მკაცრია და გოროზი მხილების დროს. მისი სახე ამჟღავნებს საოცარ კეთილშობილებასა და მიმზიდველობას. არავის უნახავს იგი მხიარული, უფრო ხშირად მოწყენილია და მტირალი. მაღალია ტანად, ხელები აქვს სწორი, მოქნილი, ბეჭები – გამართული; ლაპარაკობს ცოტას ღირსებით და ყოველი მისი სიტყვა აწონილია. ჭეშმარიტად, იგი ულამაზესია ადამიანთა შორის. სახეზე ატყვია სიმართლის ბეჭედი და უცხოა მისთვის პირფერობა.

შთამვეჭდავია არა? იესოს თურმე ცისფერი თავალები ჰქონია.  ამ ყალბმა პორტრეტმა მოგვიანებით ბევრ მხატვარზე მოახდინა გავლენა. . ახალი კათოლიკური ენციკლოპედია  საინტერესო რამეს ამბობს: “დროის ყველა მონაკვეთში ხალხისთვის სასურველი იესოს ტიპი იქმნებოდა”.    “ქრისტიანული ხატწერა”_ში კი  ნათქვამია:  “რაც უფრო დიდი ხნის ხდება თვითონ ქრისტიანობა, მით უფრო ‘ბერდება’ იესოს ახალგაზრდული სხეული”.

ცალკე თემაა ჰქონდა თუ არა გრძელი თმა მაცხოვარს.

14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?

მართალია პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში წერს, რომ გრძელი თმა საძრახია მამაკაცისთვის, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, როგორი გარეგნობა ჰქონდათ მაშინ იუდეველებს. მე ვფიქრობ,  ეს პავლემ იმისთვის დაწერა, რომ მეტი ანტაგონიზმი შეექმნა იუდევლების რჯულთან. რჯულის მიხედვით კაცები უნდა ლოცულობდნენ თავდახურულნი და დადიოდნენ გრძელი თმებით. იმ პერიოდში იუდევლების ნაწილი ქრისტიანები კი გახდნენ, მაგრამ არ ანებებდნენ თავს რჯულის დაცვას და არა მარტო თვითონ იცავდნენ, არამედ სხვებსაც აცდუნებდნენ. პავლემ მკაცრად გაილაშქრა ამ მოვლენის წინააღმდეგ და ჩემი აზრით, ისეთი წესები შემოიღო ეკლესიაში,რომელიც   გარეგნულათაც კარგად გამოაჩენდა მიატოვა თუ არა იუდეველმა რჯული მას მერე,რაც მოინათლა ქრისტიანულად.  მოკლედ სრული შესაძლებელია მაცხოვარს მართლაც ჰქონოდა გრძელი თმა.

კამათს არ იწვევს, თუ როგორი იყო იესო ბავშობაში. ამის თვალსაჩინო მასალად, თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ,  პირველივე საუკუნეში, წმ. მახარებელი ლუკას მიერ შექმნილი ხატი სადაც ასახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმა ქრისტეთი ხელში.  ცნობილია,  რომ წმ. მახარებელი ლუკა, საკმაოდ ნიჭიერი მხატვარი იყო.

ამ მხრივ თუ ვიხელმძღვანელებთ, პირველი მართლმადიდებლური ხატი, რომელზეც იესოს სახე ნათლად სჩანს, არის ,,სინას მთის მაცხოვარი”.   მეშვიდე საუკუნეში დაწერილ ხატს თუ ვენდობით,  იესო ნამდვილად ისე გამოიყურებოდა, როგორც დღეს წარმოგვიდგენია ყველას, სწორედ სინას მთის მაცხოვარის ხატით ხელმძრვანელობს ყველა მართლმადიდებელი ხატმწერი. იგი  544 წელს ედესის შესასვლელში კარიბჭის თავზე აღმოჩენილი, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მიხედვით, 6 წლის შემდეგ დაიწერა.

ტურინის სუდარასთან დაკავშირებული, ბევრი მითქმა–მოთქმა მოგვისმენია, წაგვიკითხავს და გვინახავს ერთმანეთისგან არაიდენტური ლაბორატორიული დასკვნებიც და ეს თემაც შესაბამისად ღია საკითხად რჩება.  არ ვიცი, ეს უბრალო დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ფაქტია, უძველესი, ქრისტეს სინას მთის გამოსახულება სრულიად იდენტურია ტურინის სუდარაზე გამოკვეთილ სახებასთან .  ეს ბევრისთვის საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს.  შესაბამისად ძიებაც დასრულებულად ჩავთვალოტ🙂

პოსტი კი მინდა წმიდა გრიგოლ ნოსელის სიტყვებით დავასრულო.  მართლაც ხომ ღმერთის ხატი და მსგავსება ადამიანის არსების გონიერ ნაწილში უნდა ვეძიოთ, ანუ მის სულსა და გონებაში.

როგორადაც შუშის მომცრო ნამსხვრევში მზის მთელი დისკო გამოჩნდება ხოლმე, თუკი მას მზის სხივს მივუშვერთ, – ოღონდ არა თავისი ნამდვილი სიდიდით, არამედ მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც ის ამ უმნიშვნელო შუშის ნამსხვრევში ეტევა – აი, ამგვარადვე ჩვენი ადამიანური ბუნების მომცრო სიდიდეშიც ბრწყინავენ ღვთაებრივი თვისებების გამოუთქმელი საღმრთო ბუნების ხატნი და მსგავსებანი.

ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მოანიჭა იმისთვის, რომ საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო, თავის ბუნებაში უსათუოდ უნდა ჰქონოდა სწორედ იმის მონათესავე რამ, რისიც იგი თანაზიარია. ამიტომაც არის იგი შემკული სიცოცხლითაც, სიტყვითაც, სიბრძნითაც და ყველა სხვა ღმრთივმშვენიერი სიკეთითაც, რათა თითოეული ამ საღმრთო ნიჭის მიზეზით მუდმივი მისწრაფება ჰქონოდა ამ მონათესავესადმი – ანუ ღმერთისადმი… ეს არის ის, რაც მრავლისმომცველმა შექმნათა წიგნმა გამოხატა ერთი გამოთქმით, კერძოდ კი იმით, რომ ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა.

4 thoughts on “როგორ გამოიყურებოდა იესო

  1. ოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ

    როგორც ჩანს, იესო არც თავის მოციქულებს შორის გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, რადგან იმისათვის, რომ მტრებს ეცნოთ, იუდას უნდა ეკოცნა მისთვის. იესო რომ რაღაც განსაკუთრებული გარეგნობის ყოფილიყო, ალბათ აუცილებლად ამ ნიშნით იხელმძღვანელებდნენ.

    საინტერესოა,მაგრამ ამ ნაწილში რატომღაც ვერ დაგეთანხმებით,რადგან როდესაც იესოს დასაჭერად მივიდნენ, ამ დროს ბნელოდა, რათქმაუნდა მაშინ არც განათება იყო და არც ელექტროენერგია, ანუ აუცილებელი პირობა იყო,რომ მომხდარიყო იესოს მომენტალური ამოცნობა და აყვანა. სწორედ ამიტომ, ხილული მითითება იყო ოპტიმალური ვარიანტი და ის საიდუმლო პროცესი, რომელიც კოცნით მოხდა.

  2. ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელი უფლის გამგებაც.იესო იუდას კოცნით უნდა გაყიდულიყო და აქ გარეგნობის მსგავსება არაფერ შუაშია.მხილველი მისი საკმაოდ გასაგებად ამბობს,ის ულამაზესი იყო ადამიანთა შორის და თუ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება,მე მის ქრისტიანობაში მეპარება ეჭვი.ეს არ არის სასურველის რეალობად წარმოდგენა,არამედ სრული სიმართლე,რომელიც არაერთმა მხილვემა დაადასტურა.ან ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება,რომ ღმერთი თავის ძეს უდიდესი ადამიანური სილამაზით და ხიბლით შემოსავდა?ის ადამიანებს ნუსხავდა როგორც ფიზიკური,ასევე სულიერი მშვენიერებით,რამეთუ სრულყოფილი ადამიანი იყო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s