ქართული მუსიკალური ინტერნეტ ლეიბლი

2009 წლის ერთ წვიმიან ღამეს, ბათო იჯდა თავის ნახევრად დამტვრეულ კომპიუტერთან, თითქმის დეპრესიაში და არ იცოდა რა ეკეთებინა….

ამ სიტყვებით იწყებს, საკუთარ მომხმარებელთან გაცნობას,  პირველი და ერთადერთი ქართული მუსიკალური ლეიბლი www.music-masters.ge .

ერთი წლის წინ გაჩენილი იდეა, სულ რამოდენიმე დღეა,  უკვე მზა პროდუქტის სახით შემოიჭრა ქვეყნის ინტერნეტ სივრცეში და ნელ–ნელა იძენს საკუთარ მომხმარებლებს.  music-masters.ge პირველი ქართული ინტერნეტ რესურსია, რომელიც  ვფიქრობ ერთდოულად მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს, როგორც ინდივიდუალური შემსრულებლისთვის, მუსიკალურ ჯგუფებსა და  რაც მთავარია, უბრალო მელომანებისთვისაც კი.

დროა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი რომელიც გააერთიანებს მსმენელს, შემსრულებელს, რადიოს , სცენას და მისცემს საშუალებას მუსიკოსს აკეთოს მუსიკა და არა რემონტი .

მართლაც ამბიციური პროექტი სჩანს, ვნახოთ როგორ განვითარებას ჰპოვებს.  ფაქტია რომ ამ მიმართულებით, გასაკეთებელი მართლაც ბევრია.  საინტერესოა რას გვთავაზობს  music-masters.ge, თავის განვითარების პერიოდში.

მე არ მყავს საკუთარი ჯგუფი, არ ვუკრავ და საერთოდ არც კი ვმღერი. თუმცა მიყვარს და ვუსმენ მუსიკას,  ამიტომც დავრეგისტრირდი როგორც უბრალო მელომანი.  ინტერნეტ ლეიბლზე, შესაბამისად, მსგავსი მომხმარებლის ფუნქციები უმნიშვნელოა და music-masters.ge_ზეც,  სულ რამოდენიმე ფუნქცია აღმოჩნდა ჩემთვის გამოყენებადი.  როგორც უკვე გითხარით, საიტი სულ რამოდენიმე დღის გაშვებულია და შეიძლება ამიტომაც, მხოლოდ სამ ქართულ მუსიკალურ ჯგუფს მივაგენი.  უნდა ითქვას, სამივე ჩემთვის აღმოჩენაა. მათ ვეშებს პირველად მოვუსმინე და საკმაოდ ნასიამოვნებიც დავრჩი.

,,არტისტ პანელი” ძალიან ადვილი მისახვედრია, შემსრულებლები მუსიკალური მიმდინარეობის მიხედვით არიან განთავსებულნი.  ჩვეულებრივ მომხმარებლს ეძლევა საშუალება, კარგად გაიცნოს ქართველი მუსიკოსები, წაიკითხოს მათი ბიოგრაფია, მოუსმინოს  ნამუშევრებს, ნახონ ვიდეო–კლიპები, გაიგონ როდის რა ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას, დაუტოვონ კომენტარები, დაიმატონ ფავორიტებში და რაც ყველაზე მთავარია, საიტი მოხერხებულად  იძლევა საშუალებას, დაგაკავშიროთ მუსიკოსების პირად გვერდებს, სოციალურ ქსელში (Facebook, My space, Twitter ).

როგორც გვპირდებიან:

CONCERTS – აქ განთავსდება სრუული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამე ხდება ქართულ მუსიკალურ სამყაროში, რაღაც ინტერნეტ აფიშის მსგავსი ი, ზედმეტად დახვეწილი იმისთვის რომ არაფერი გამოგვეპაროს

RECORD – ინფორმაცია ხმის ჩამწერი სტუდიების შესახებ.

SHOP –  განცხადებების, ყიდვა–გაყიდვის გვერდი.  მხოლოდ მუსიკალური ნაწარმი!

WANTED – ააი აქ დაჯექით და ეძებეთ ერთმანეთი მუსიკოსებო !! მაგ: ბენდს აკლია გიტარისტი , დაწერს რომ ეძებს გიტარისტს ან პირიქით ..

ყველა ეს ფუნქცია,  მალე გახდება ხელმისაწვდომი.  ვფიქრობ წარმატება გარანტირებული აქვს საიტს და მათ შემქმნელებს.  მეც კმაყოფილი დავრჩი ამ სიახლით და სიამოვნებით მივუძღვენი პოსტი, პირველ ქართულ მუსიკალურ ლეიბლს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s