მობილური ტელეფონების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები

დღეს მთელს მსოფლიოში მობილური ტელეფონების ბუმია. ყოველდღიურად მილიონობით აპარატი იყიდება. თუმცა, მობილურის შერჩევისას ცოტა თუ აქცევს  ყურადღებას: რომელი კლასის აპარატია მისთვის უმჯობესი, რას აღნიშნავს მოდელის სახელწოდება, რა ფუნქციებით არის აღწურვილი ტელეფონი და სხვა. უმეტესობისთვის, მხოლოდ ვიზუალურ მხარეა მნიშვნელოვანი, რაც გაუმართლებელია.

მობილური ტელეფონების კლასიფიკაცია

დღეს, მობილურების ყველა მწარმოებელს აქვს საკუთარი პროდუქციის კლასიფიკაცია, თუმცა მას ზოგიერთი კომპანია პერიოდულად ცვლის, რაც საერთო ჯამში, ხელს უშლის ერთიანი, უნივერსალური კლასიფიკაციის შექმნას.  დღეისათვის, მობილური ტელეფონები, პირობითად, გადანაწილებულია რამოდენიმე კლასში, რომლებიც შექმნილია – ხარისხობრივი, ფუნქციური,  ტექნოლოგიური, დიზაინის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. სულ გამოყოფენ 8 კლასს, კერძოდ: დაწყებითს, ანუ ბიუჯეტურს; საშუალოს (middle range); დაცული აპარატების კლასს (outdoors); ბიზნეს კლასს (business); საიმიჯოს (fashion); ჰიბრიდული მოწყობილობების, ანუ სმარტფონების; კომუნიკატორების და მესამე თაობის მობილურების კლასს; აღსანიშნავია, რომ თითოეულ კლასში შესაძლოა გამოიყოს ქვეკლასი.

დაწყებით კლასს მიეკუთვნება – მინიმალური ფუნქციებით აღჭურვილი, 100 დოლარამდე ღირებულების, მობილური ტელეფონი. მათი უმთავრესი დანიშნულებაა, მობილური კავშირის დამყარება. თუმცა, ტეხნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დაწყებითი კლასის აპარატებმა, სხვა დამატებითი ფუნქციებიც შეიძინეს.  აღნიშნულ კლასს მიეკუთვნება, როგორც შავ–თეთრი, ასევე ფერად ეკრანიანი აპარატები.

შემდეგ წარმოდგენილია საშუალო კლასი, რომელშიც შედის ფუნქციურად საკმაოდ მდიდარი მობილური ტელეფონები. ისინი უზრუნველყოფილნი არიან Java–ს, GPRS–ის, MMS–ის, კამერის და სხვა მრავალი ფუნქციით.  აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე, მოთხოვნის თვალსაზრისით, საშუალო კლასის მოდელები ლიდერობენ.

დაცული აპარატების კლასში, გაერთიანებულია საშუალო და ბიზნეს–კლასის სტანდარტული, უკვე გამოშვებული მოდელები, მხოლოდ დაცულო (მაგ: მტვერ და ტენგაუმტარ) მდგომარეობაში. ამგვარი სახის მობილურების გამოყენება ხელსაყრელია ლაშქრობის ან მსგავს პირობებში.

ბიზნეს–კლასის აპარატები, საშუალო კლასის მოდელებისგან, ძირითადად, გამოირჩევიან: უფრო მძლავრი   აკუმლატორის არსებობით; edge_ის (მაღალსიჩქარიანი, მონაცემთა გადაცემის უახლესი ტეხნოლოგიის) მხარდაჭერით; პერსონალურ კომპიუტერთან ( უმავთულო ტეხნოლოგიების მეშვეობით) მუშაობის შესაძლებლობებით; მონაცემთა გაცვლით სხვა მოწყობილობებთან; ელექტრონული ფოსტის არსებობით და სხვა. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს–კლასის მობილურებს აქვს ყველაზე მძლავრი ჩასაწერი წიგნაკი და ორგანაიზერი.

საიმიჯო კლასის მოდელები, ფუნჰქციური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ არ განსხვავდება ბიზნეს კლასის აპარატებისგან.  მნიშვნელობანი განმასხვავებელი ნიშანი,  მხოლოდ საიმიჯო დიზაინია. აღნიშნული კლასის მობილურები იქმნება სწორედ იმისთვის, რომ მიიქციონ გარემომცველთა ყურადღება.

ფიბრიდული მოწყობილობების, ანუ სმარტფონების კლასს მიეკუთვნება მობილურები, რომლებსაც აქვთ ჯიბის პერსონალური კომპიუტერის მსგავსი ფუნქციები. აღნიშნულ მობილურებს სმარტფონები ეწოდება.  ისინი გამოირჩევიან უახლესი ტეხნოლოგიების არსებობით და მრავალფუნქციური შესაძლებლობებით, ტაც უბრალო მობილური ტელეფონებისთვის დამახასიათებელი არ არის.

კომუნიკატორები, შეიძლება ითქვას იგიბე სმარტფონებია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აპარატებს  მობილურებისთვის დამახასიათებელი ღილაკების ნაცვლად, კლავიატურა აქვს.

მესამე თაობის (3G) კლასში გაერთიანებულია  სმარტფონების მსგავსი მობილურები, რომლებიც ფუნქციონირებს არსებულ GSM  ქსელში, თუმცა მათი შესაძლებლობები გაცილებით მეტია.  წარმოდგენილ კლასში, მოწყობილობები გამოირჩევა  აპარატის სიდიდით და მუშაობის მცირე ხანგრძლივობით.

გაითვალისწინეთ! სხვადასხვა კლასის მოდელების ერთმანეთთან შედარება მიზანშეწონილი არ არის. უმჯობესია, შეადაროთ ერთი კლასის, ერთსა და იმავე წელს გამოშვებული მობილურები. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ ობიექტურ წარმოდგენას აპარატის დადებით და უარყოფით თვისებებზე.

გთავაზობთ რამოდენიმე ლიდერი კომპანიის კლასიფიკაციის ძირითად პრინციპეპს.

Nokia_ს მობილური ტელეფონის შეძენაში დაგეხმარებათ, მაგალითად;  NOkia_ს აპარატის სახელწოდებაში ასო–ნიშანი i_ს არსებობა მიგვითითებს – უკვე არსებული მოდელის განახლებულ, გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე. გაითვალისწინეთ! Nokia_ს მოდელის სახელწოდებაში, რაც უფრო მაღალია პირველი ციფრი, მით უფრო მაღალია აპარატის ფუნქციური, ტექნოლოგიური, ხარისობრივი მხარეები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ყურადღება  მიაქციეთ მობილურის გამოშვების წელს.

Basic – მასში შედის დაწყებითი კლასის მოდელები, ციფრული ინდექსით – 1XXX და 2XXX;

Exspression – აპარატები, რომლებიც თვითგამოხატვის საშუალებას იძლევა. ციფრული ინდექსით – 3XXX. აღნიშნულ სერიას ასევე მიეკუთვნებიან მობილურები, მობილურები, რომლებიც ცალკე კატეგორიებს ქმნიან, კერძოდ:  Music (Nocia 3300), Imaging (Nokia 3660) და სხვა.

Active -სერიაში გაერთიანებულია სპორტული (მტვერ და ტენგაუმტარი) მობილური აპარატები, ციფრული ინდექსით – 5XXXL;

Classic – წარმოადგენს ბიზნეს კლასის ტელეფონებს. მათი ციფრული ინდექსია  – 6XXXL;

Fashion – სერიაში გაერთიანებულია საიმიჯო კლასის მოდელები, ციფრული ინდექსია – 7XXXL;

Premium – სერია წარმოადგენს ნოკიას ყველაზე ძვირადღირებულ საიმიჯო კლასის მონილურ ტელეფონებს, ციფრული ინდექსით – 8XXXL;

Communicator – ამ სერიაში გაერთიანებულია კომპანია ნოკიას მიერ წარმოებული კომუნიკატორები. მათი ციფრული ინექსია – 9XXXL;

თავდაპირველად, კომპანია SonyEricsson_ის მობილური ტელეფონების კლასიფიკაცია არ განსხვავდებოდა Ericsson_ის მოდელებისთვის შექმნილ სქემისგან. ამჟამად კომპანია ეყრდნობა ახალ კლასიფიკაციას, რომელშიც გამოიყოფა, რამოდენიმე სერია:

J – რომელშიც შედის დაწყებითი კლასის მოდელები. მათი ციფრული ინექსია – 100–დან 300–მდე.

K – წარმოადგენს კომპანიის ძირითად სერიას, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ფუნქციის მქონე აპარატები, დაწყებული სრულიად უბრალოდან, მაღალტექნოლოგიურით დამთავრებული. მათი ციფრული ინდექსია – 300–დან 800–მდე.

W – Walkman აპარატებია, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია მუსიკის მოსასმენად. ციფრული ინდექსია – 500–დან 800–მდე.

S – მასში შედის მაღალი ხარისხის კამერიანი და მულტიმედიური ფუნქციებით აღწურვილი მობილური ტელეფონები, ციფრული ინდექსით – 500–დან 900–მდე.

Z – ინდექსი აერთიანებს საიმიჯო კლასს, გასახსნელ მობილურ ტელეფონებს. მათი ციფრული ინდექსია – 200–დან 900–მდე.

P – წარმოადგენს, სმარტფონების კლასს აპარატებს. აღნიშნული სერია გამოირჩევა ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოდელებით და შესაბამისად, მაღალი ფასებით. მათი ციფრული ინექსია – 800–დან 1000–მდე.

ციფრული ინდექსის შემდეგ SonyEricsson_ის მოდელის დასახელებაშინ შეიძლება შეგხვდეთ პატარა ასო–ნიშანიც, რომელიც აპარატის გეოგრაფიულ კუთვნილენაზე მიანიშნებს. მაგალითად i (international) ინდექსის მქონე მობილური ტელეფონები უმთავრესად განკუთვნილია ევროპის ბაზრისთვის; მოდელი c (China) ასო–ნიშანი აზიის ბაზრისთვის არის წარმოდგენილი, ხოლო a ( America) ინდექსის მქონე აპარატები ამერიკის აბონენტებს მიეწოდებათ.

აღსანიშნავია, რომ SonyEricsson_ის მოდელების სახელწოდება შეიძლება შეიცავდეს სხვა აღნიშვნებსაც. რომლებიც მობილური ოპერატორების კუთვნილებას გამოხატავს. მაგალითად ასო–ნიშანი V სახელწოდებაში SonyEricsson V800 აღნიშნავს კომპანია Vodafone_ს, რომელსაც ექსკლუზიურად მიეწოდება აღნიშნული აპარატი.  გასათვალისწინებელია, რომ კომპანია T-Mobile_ს, აპარატები მიეწოდება D ასო–ნიშანით, ვინაიდან ასო T უკვე არსებობს SonyEricsson_ის ძველ კლასიფიკაციაში.  ასე, რომ გაითვალისწინეთ SonyEricsson_ის მოდელების სახელწოდებაში განსაკუთრებული მთავარი ასო–ნიშანი (რომელიც არ გვხვდება ძირითად კლასიფიკაციაში) ყოველთვის აღნიშნავს რომელიმე მობილურ ოპერატორისადმი კუთვნილებას.

კომპანია Samsung_ის  მოდელების სახელწოდებაში, პირველ რიგში, თვალშისაცემია აბრევიატურა SGH (Samsung\GSM\Hand), რომელიც მიანიშნებს მწარმოებელ კომპანიის სახელწოდებაზე, GSM სტანდარტის მხარდაჭერასა და აპარატის მობილურობაზე.

P – Premium -ნიშნით გაერთიანდება კომპანიის ყველაზე მულტიმედიური აპარატები;

E – Exclusive – სერია წარმოადგენს ექსკლუზიური დიზაინით შექმნილ  მოდელებს;

D – Deluxe -სერიაში გაერთიანებულია ბიზნეს–კლასის მოდელები; 

x – x-generation – წარმოადგენს ახალგაზრდულ მოდელებს;

C -Classic – ასო–ნიშნით წარმოდგენილია საშუალო კლასის მობილური ტელეფონები;

I PDA & Smartphone -ინდექსი მიგვანიშნებს სმარტფონის სერიაზე;

Z – UMTS – სერიით წარმოებული მოდელები განკუთვნილია მესამე თაობის მობილური ქსელებისთვის.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  Samsung_ის მიერ წარმოებულ მოდელებს S500 (საშუალო კლასი) და  V200 (საიმიჯო კლასი), მიუხედავად იმისა რომ განსხვავებული ასო–ინდექსები აქვთ, აღნიშნულ კლასიფიკაციას განეკუთვნებიან.

მობილურის შერჩევა, მხოლოდ დიზაინის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის, უმჯობესია, ყურადღება მიექცეს: მოდელის გამოშვების წელს; რომელ კლასს მიეკუთვნება აპარატი; რას აღნიშნავს ასო–ნიშნები და ციფრული ინდექსები ტელეფონის სახელწოდებაში; რომელი ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია არის გამოყენებული და სხვა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინების შემთხვევაში, მობილური ტელეფონების მუშაობისას  მომხმარებლები ნაკლებად პრობლემებს წააწყდებიან.

P.S. პოსტის მომზადებაში დავიხმარე, სხვადასხვა ქართული ფორუმები და ჟურნალი ,,დიALOგი”

10 thoughts on “მობილური ტელეფონების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები

  1. 🙂 ფაკულტეტი – სატრანპორტო😉
    სპეციალობა – მენეჯმენტი ტრანსპორტზე😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s