youtube და ქართული სულის მახრა

ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ youtube_ზე, ქართული  ვიდეოების ნახვის შემდეგ, რა რეაქცია აქვთ უცხოელებსთქო. შესაძლოა განსაკუთრებული არც არაფერი, აი მე რომ ტანში ჟრუანტელი მივლის ფაქტია.  ალბათ ძნელია უემოციოდ უყურებდე მოქეიფე გოგო–ბიჭებს, რა ხალისით ცეკვავენ, მღერიან და უკრავენ ფანდურს

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა..

რომ წარმოვიდგენ, ან გამახსენდება და კიდევ ერთხელ მომწყურდება ფშავური სიმღერებით თრობა, ცხელი ხინკალი, დოლი და დაირა…  ალბათ ეს ის სულის  მახრაა, ერთბაშად რომ დამივლის ხოლმე ტანში.

ზოგჯერ მემართება, მთელი დღე კომპიუტერთან ვზივარ და youtube_ზე, მსგავსი ემოციების აღმძვრელ ვიდეოებს, გაუთავებლად ვათვალიერებ, იმ ჩემს მახრას ვახარებ და მგონია რომ ყველა ასე იქცევა.  აბა როგორ შეიძლება არ მოგეწონოს, არ აღფრთოვანდე, არ მოგინდეს ან არ გაგახსენდეს თავი მზგავს სიტუაციაში.

მოკლედ მინდა, რამოდენიმე ამორჩეული ვიდეო ბლოგზეც დავდო, სხვა თუ არაფერი, ერთად მოვუყრი თავს ,,საჩემოებს”, თან იქნებ სხვისი ის სულის  მახრაც გავახარო🙂

 

 

One thought on “youtube და ქართული სულის მახრა

  1. სხვათაშორის, იუთუბზე ბევრი ისეთი ვიდეოც დევს, მათი ნახვის მერე, გული მისკდება ხოლმე ;დ
    ქეიფს რაც შეეხება, ხოო❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s