ქართველი ორატორების ეფექტი

რატომღაც, დღეს ისეთი ტენდენციაა, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სხა ორატორები, საუბრის მეტი დამაჯერებლობის მიზნით, თავს ვალდებულად თვლიან  გამოიყენონ უცხო ან ის ქართული სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ ერთეულებს თუ ესმით. ასეთ დროს, ყველაზე კომიკურ სიტუაციაში მაშინ ვარდებიან, როცა ამა თუ იმ სიტყვას, უადგილოდ ხმარობენ.  მსგავში შემთხვევები,  რომ არ არის იშვიათი, ამაში დღითიდღე ვრწმუნდებით.

არიან გამონაკლისები. მაგალითად –  ეკა ტყეშელაშვილი. ის უდაოდ  გამოირჩევა თავისი ორატორული ნიჭით. ხმარობს იმდენ და იმ უცხო სიტყვებს, რამდენიც კონკრეტულ სიტუაციაშია საჭირო.  რამდენად დამაჯერებელი გამოსდის გამოსვლა, ეს თავად განსაჯეთ.  პირადად მე კი ვთვლი, რომ ეკას ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს.  ჟურნალისტებიდან, აკაკი გოგიჩაიშვილს გამოვყოფდი.

სხვა პოლიტიკოსებს თუ გადავავლებთ თვალს, განსაკუთრებით ოპოზიციონერბს, მათი საუბარი უფო დემაგოგიას ჰგავს, ვიდრე ორატორულ გამოსვლებს.  რომელი ერთი ავიღოთ – სუბარი, ნათელაშვილი, ნოღაიდელი, ბესელია, თუნდაც  თარგამაძე.  შედარებით დახვეწილი საუბარი აქვს ბურჯანაძეს. ჩვენი პრეზიდენტისა და  გაჩეჩილაძის ,,რეჩებიდან” კი უფრო ენერგეტიკული მუხტი იგრძნობა, ვიდრე რაიმე ორატორული ნიჭი. თუმცა რეალობაა, დამაჯერებლობის ეფექტი, სააკაშვილის საუბრიდან უფრო მეტია.

ცალკე თემაა  მერაბიშვილი. თითქოს ცუდი მოსაუბრე, აქცენტით, დაბალი ხმით, სიტყვაძუნწი… მაგრამ საოცრად საქმიანი. საბოლოო ჯამში მისი სიმშვიდე, საქმიანობა, სიტყვაძუნწობა, აშკარად შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

გაკვრით ნახსენები რომ არ გამოგვივიდეს, ცოტას ჩვენს პრეზიდენტზეც ვიტვი. მიშა ერთი შეხედვით, დიდ ორატორს ჰგავს, ამას განსაკუთრებით აღნიშნავენ უცხოელები. თუმცა ფაქტია, პრეზიდენტმა საქმიანი იმიჯი, საკუთარ ქვეყანაში,  ვერა და ვერ დაიყენა. თამამად შეგვუიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილი მასაში ვერ ,,ქაჩავს”!  დამაჯერებლობის ეფექტი, პრეზიდენტის საუბარს მოაქვს მხოლოდ სუპერმოხუცების, სუპერმუშების, სუპერახალგაზრდების და მსგავსი ზომბირებული საზოგადოების წრეებში.  თუმცა, ავღნიშნე და ვიმეორებ, ემოციური და ენერგეტიკული მუხტი მის გამოსვლებს აშკარად არ აკლია. რამდენად ან როდემდე იმუშავებს ეს მუდამ განგაშის რეჟიმით შექმნილი სიტუაცია, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველი რჩება.

მოკლედ დროა რაღაც კრიტერიუმებზე ჩამოვყალიბდეთ. ჩემი შეხედულებით, ორატორი და მითუმეტეს პოლიტიკოსი, საჭიროა მინიმუმ ამ კრიტერიუმებში ჯდებოდეს:

საუბრის მანერა-დინჯი, ზოგჯერ მკაცრი
ხმა-ძლიერი
ლოგიკა-უნაკლო,დაუნდობელი
რეპლიკები-“მომკვდინებელი”
იუმორის გრძნობით სავსე, ირონიული , მაგრამ ზრდილობიანი.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი –  ძლიერი ორატორი სულაც არ ნიშნავს ძლიერ პოლიტიკოსს,ზვიად გამსახურდია კი მართლაც დიდებული ორატორი იყო, ხალხს ექსტაზში აგდებდა მისი გამოსვლები.

ორატორის გამოსვლა:

დომინირებული პარტიის ლეგიტიმაცია ოპტიმალური საქმეა ისე, რომ პირატების პათოსი ფლეგმატურია. ვიცით, პრაგმატიკოსებს ხშირად აწუხებს ინფატილიზმი.

ახლა ილიადას დრო არ არის!

პარიტეტულ ფორმებს ჰყავს აპოლოგეტი. ვიცით, კოლაბორაციონიზმი ვერ იქნება პრიორიტეტული. იეზუიტები ახდენენ გრადაციას სტრატეგიისათვის, რისთვისაც მათ მიმართ მოხდება დეპორტაცია.

გვახსოვდეს, პიკანტური ვერდიქტი ეფემერულია…

,,ღვინჯილიასეული” თარგმანი:

გაბატონებული პარტიის კანონის აღიარება ყველაზე უკეთესი საქმეა ისე, რომ ზღვის ყაჩაღების აღფრთოვანება უსიცოცხლოა.  ვიცით, პრაქტიკოსებს ხშირად აწუხებთ ტვინის ჩამორჩენილობა.

ახლა ტროაზე სიმღერის დრო არ არის.

თანასწორი მხარეების ფორმებს ჰყავს დამცველი. ვიცით, სამშობლოს მოღალატეებთან შეკავშირება ვერ იქნება უპირველესი მნიშვნელობის.  სისაძაგლის ჩამდენი ადამიანები ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას ცდილობენ სამხედრო ოპერაციის  უპირატესობით, რისთვისაც მათ მიმართ მოხდება გასახლება.

გვახსოვდეს, მიმზიდველი არსებების განაჩენი, ხანმოკლეა.

One thought on “ქართველი ორატორების ეფექტი

  1. ვაიმე ბოლო მაგარი იყო, როგორ მიყვარს ღვინჯილია:) გეთანხმები ორატორობაც ერთგვარი ნიჭია, ზვიადზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჰიტლერი იმდენად სამაგალითო ამ საკითხში მთელი მსოფლიოსათვის… აი ქართველებს კი ნამდვილად “მარაზმული” ორატორები გვყავს ეხლა:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s