გადადგეს პრეზიდენტი (?)

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია! დასახლებულ პუნქტში, რაიონში სადაც ეკლესიაც ფუნქციონირებს, გამგეობაც და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი წლის ბავშვი, საკვების არარსებობის გამო დაიღუპა!

თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ,  მთავრობის უსუსურობაზე,  უმოქმედობაზე, უუნარობაზე. აღვშფოთდეთ, ვაგინოთ, ვლანძღოთ ადგილობრივ და ქვეყნის მმართველი ორგანოები. თუმცა, კონკრეტულად ამ ოჯახის ტრაგიკული მდგომარეობა, არამგონია ამით შემსუბუქდეს.

იცი რა არ მესმის? შე კაი ადამიანო თუ არ გაქვს იმის თავი,  რომ რასაც აჩენ იმას უზრუნველყოფილი ცხოვრება შეუქმნა, რატო აჩენ ? ან  რატო არ მუშაობ, მთავარობამ უნდა გარჩინოს? რა ვალდებულია?  გაანძრიე ერთი ადგილი და გექნება.  ორი ხელი ორი ფეხი და ორი თვალი მოგვცა ღმერთმა ყველას !!!!! იმდენი შვილები ყავს,  რო აჩენს რაზე ფიქრობს? რახანც 2008 წლის აგვისტოში დაზარალდა?  ეგ ვისი ბრალია რუსებს მოკითხოს !!!!

forum.ge

შეიძლება, რაღაც მომენტში, ბევრი იზიარებს ამ ფორუმელის სიტყვებს. შეიძლება პირიქით,  პოსტმა უამრავი ადამიანი გააღიზიანოს.  სინამდვილეში კი დამნაშავე ყველა ერთად ვართ !!!  დედა, მამა, ღვდელი, მტერი, მოყბარე, მეზობელი, ნათესავი,  სოფლის ყველა მაცხოვრებელი, გამგებელი, ექიმი, ჟურნალისტი, მეც, შენც, მსოფლიო ჩემპიონიც და პრეზიდენტიც!  რეალურად ამ ფაქტს, კონკრეტული დამნაშავე არ ჰყავს! ყველა ერთად აღებული ვართ დამნაშავე და ამ შეშფოთებას,  გაბრაზებას,  გულისწყრომას რისთვის ვავლენთ ვერ ვხვდები.

რა სჭირდებოდა ერთი წლის ბავშვს იმისთვუის რომ ეარსება? დღეში ლიტრა ნახევარი რძე და  კილო ჭადის ფქვილი .

გუშინ მამამ ბავშვი ბუხარში დაწვა.
იმის წინ დედამ შვილი მოკლა.
1 წლის ჩვილი დღეს შიმშილით დაიღუპა.
ბავშვებს სქესის გამო აბორტით კლავენ
გადადგეს პრეზიდენტი (????)

 

 

2 thoughts on “გადადგეს პრეზიდენტი (?)

  1. ნაწილობრივ ვეთანხმები ფორუმელის კომენტარს. ამ პოსტზე ჩემი ერთერთი პოსტი გამახსენდა (ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდეო!) რომელიც ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახზე არის. თუმცა კონკრეტულად ამ სამწუხარო შემთხვევაში არ ჩანს ოჯახის უფროსი (ბავშვის მამა) რომელიც შეინახავს, გამოკვებავს და დაიცავს შვილებს.
    “გუშინ მამამ ბავშვი ბუხარში დაწვა.
    იმის წინ დედამ შვილი მოკლა.
    1 წლის ჩვილი დღეს შიმშილით დაიღუპა.
    ბავშვებს სქესის გამო აბორტით კლავენ”
    აი ეს კი საქართველოში უმუშევრობამ და მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია (ეკონომიკა რომ ყვავისო). ამის ბრალია ხალხს რომ აღარ აქვთ ნორმალური ნერვები და ყველა გზას რომ მიმართავენ ოღონდ შვილმა არ იტიროს მამიკო მშია, მცივა და მწყურიაო.

  2. სწორედ ეგ არის სამწუხარო ყველა გზას რომ არ მიმართავენ და საქმე ამ დონემდე მიჰყავთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s